გენდერული სიახლეები
ის, რაც გონებიდან არ ამოგვდის
2023-03-16 10:32:05

გამაყრუებელი კივილიდან რამდენიმე წამში უნივერსიტეტის შიდა კიბის მოაჯირთან ვიდექი. ბოლო სართულის იატაკს გაოგნებული ვუყურებდი. ბეტონის იატაკზე დაცემული გოგო მაქსიმუმ 2 წლით იქნებოდა ჩემზე უფროსი. იმ მომენტში არ ვიცოდი, რომ სანამ რამდენიმე სართულს იფრენდა, მანამდე ხელი კრეს. ათი წელია თვალებიდან არ ამომდის კადრი, რომელიც 17 წლის ასაკში ვნახე. 

იმ დღეს და შემდეგ დღეებში ბევრს წერდნენ ამ ამბავზე. გოგო გადარჩა, თუმცა ბევრი ქალი ვერ გადაურჩა სიყვარულის და უსიყვარულობის სახელით ჩადენილ დანაშაულებს.

ავტობუსში, ქუჩაში, უნივერსიტეტში, სახლში, შვილების, მშობლების, გამვლელების თვალწინ მოკლული ქალების სია შემზარავად დიდია. განსხვავებულია სახელები, ასაკი, სოციალური სტატუსი, გეოგრაფიული მდებარეობა, თუმცა მსგავსია დასასრული.

სტატისტიკა გვეუბნება, რომ ყველაზე ხშირად, 18-დან 35 წლამდე ასაკის მოკლულ ქალებზე გვიყვებიან.  ჩვენც ერთმანეთს ვუყვებით. დეტალებში ვყვებით სად, როდის, როგორ და რატომ მოკლეს.  მერე ისეც ხდება, რომ გაუცნობიერებლად, თავიდან კლავენ ამ ქალებს. კლავენ დღის და ღამის გამოშვებებში, ყვითელი ონლაინ გამოცემების ჰედლაინებში, მეზობლების სატელევიზიო სინქრონებში, უცხო ადამიანების კომენტარებში. 

ყოველდღიური ქაოსი  ყველაფერს გვავიწყებს. ახალი ტრაგედიები ძველ ტრაგედიებს ანაცვლებს. წლები გადის და წლებთან ერთად გვავიწყდება, რომ ეს ქალები, სანამ ფემიციდის სტატისტიკად იქცეოდნენ, ჩვეულებრივი გოგოები იყვნენ. 

ამ ქვეყნის ისტორია ხშირად ჰგავდა ბეწვის ხიდზე სიარულს. თავისუფლებისთვის ბრძოლის ავანგარდში მუდამ იდგნენ ქალები: ჭკვიანი, ძლიერი, მამაცი და შეუპოვარი ქალები, რომლებიც ხან ტანკებს უვარდებოდნენ ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის, ხან ოჯახებს ტოვებდნენ და მათივე გადასარჩენად, მძიმე ფიზიკურ შრომას არ ერიდებოდნენ.

წლევანდელ 8 მარტს ახალი გამოწვევებით შევხვდით. მიმდინარე პრობლემები ოპტიმიზმის განცდას მაინცდამაინც არ მიტოვებს. და მაშინ, როცა ტოტალური უიმედობა მიპყრობს, ყველა ის ქალი მახსენდება, რომელთა ისტორიებსაც აღფრთოვანებით ვისმენდი ბავშვობაში. სხვადასხვა მიზეზით მოკლული, ჩემთვის უცნობი ქალებიც მახსენდება. ფილმის კადრივით ვხედავ ჩემს თავს თსუ-ის მე-2 კორპუსის შიდა კიბესთან, როცა პირველად შევხედე სიკვდილის პირას მისული გოგოს თვალებს. 

და ზუსტად მათთვის და მათ გამო, ვინც ვერ გადარჩა, ვინც ქვეყნისთვის თუ სხვა ქალების სიმამაცისთვის მსხვერპლად იქცა, მჯერა, რომ ზუსტად თავისუფლებაა ის, რის გამო ბრძოლასაც ყოველთვის აქვს აზრი. 


***

ბლოგი მომზადებულია ქალთა საინფორმაციო ცენტრის პროექტის “ქალთა გაძლიერება და სრულფასოვანი მონაწილეობა ადგილობრივი გენდერული პოლიტიკის განხორციელებაში“ ფარგლებში, რომელიც დანიური ორგანიზაცია KVINFO-სა და დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.

თამთა ჩხაიძე
ბოლო ამბები
ტრენინგების ციკლი „იყავი მის ადგილას“  2023 წელსაც აქტიურად გრძელდება

ტრენინგის მიზანია ცნობიერების ამაღლება და დამოკიდებულების ცვლილება იმ მავნე გენდერული სტერეოტიპებისა და სოციალური ნორმების შესახებ, რომლებიც ძალადობას აპროვოცირებენ

სრულად 
ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა

სამუშაო შეხვედრა მიზნად ისახავდა სამიზნე მუნიციპალიტეტებში მცხოვრები, კონფლიქტის შედეგად დაზარალებული და ე.წ. გამყოფ ხაზთან მცხოვრები ქალებისა და ახალგაზრდების მხარდაჭერას

სრულად 
 ღონისძიებები
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი ანალიტიკური სტატიების კონკურსს აცხადებს
სრულად 
 ანაზღაურებადი სტაჟირება ქალთა საინფორმაციო ცენტრში
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს კონკურს ბლოგების/ვლოგების/ფოტო რეპორტაჟების შექმნისთვის
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
რა კავშირი აქვს საბჭოთა პერიოდის 8 მარტს დღევანდელობასთან და ე.წ. „აგენტების კანონთან“?

საბჭოთა პერიოდის და პროპაგანდის გავლენებში მოქცეული პოლიტიკოსებისთვის ქალების/დედების და ახალგაზრდების განვითარება მიუღებელი აღმოჩნდა. ამიტომ გადაწყვიტეს გადაედგათ ისეთი ნაბიჯი, რაც ერთი მხრივ, განვითარების  გზებს გადაკეტავდა, მეორე მხრივ, კრიტიკული აზრის არსებობას დაასრულებდა

სრულად 
ახალგაზრდა ქალების გაძლიერება მათი ლიდერებად და მშვიდობის ელჩებად ჩამოყალიბებისთვის

ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, 2023 წლის 7-8 მარტს ეუთოს (OSCE) ორგანიზებით, ავსტრიის დედაქალაქ ვენაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

სრულად 
სალომე ზურაბიშვილი გაეროში ქალთა სტატუსის შესახებ კომისიის 67-ე სესიაზე სიტყვით გამოვიდა

ჩემს ქვეყანაში ზოგიერთი ჯგუფის მიერ წარდგენილი კანონპროექტი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების თავისუფლებას შეზღუდავს, უკიდურესად საზიანო იქნება ჩვენი საზოგადოების დემოკრატიული ტრანსფორმაციის, გენდერული დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და რეალურად, ჩვენი ევროინტეგრაციის გზისათვის

სრულად