საინტერესო
საქართველოში მასწავლებლების 88%-ზე მეტი ქალია
2023-03-15 12:29:51

„სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრმა“ (CCIIR) საქართველოში მასწავლებელთა მახასიათებლების შესახებ ანალიტიკური ბიულეტინი გამოაქვეყნა სახელწოდებით – „რა უნდა ვიცოდეთ მასწავლებლების შესახებ საქართველოს სკოლებში“.

კვლევის შედეგად დადგინდა, რომ საქართველოში მასწავლებელთა საერთო რაოდენობამ 56 116-ს მიაღწია. აქედან 12 382 თბილისში მუშაობს. მასწავლებლების დიდი რაოდენობით გამოირჩევა იმერეთიც, ხოლო რაოდენობა შედარებით ნაკლებია რაჭა-ლეჩხუმში, მცხეთა-მთიანეთსა და გურიაში.

2006 წლიდან საქართველოში მასწავლებელთა რაოდენობა 14 043 ადამიანით შემცირდა. კლება უფრო აშკარა იყო რუსულენოვან სკოლებში (20.7%), აზერბაიჯანულენოვან სკოლებში (16.9%) და სომხურენოვან სკოლებში (14.2%).

ამჟამად, საქართველოში მასწავლებლების 88%-ზე მეტი ქალია. მამრობითი სქესის მასწავლებელთა წილი ყველაზე დაბალია თბილისში (7.4%), ყველაზე მაღალი კი რაჭა-ლეჩხუმსა და ზემო სვანეთში (+18%). შესაბამისად, ქალ მასწავლებლებს აქვთ პროფესიული განვითარების უფრო მაღალი დონე, ვიდრე მამაკაც მასწავლებლებს. 10%-ით უფრო ხშირია (70.9%) ქალ მასწავლებელს მინიჭებული ჰქონდეს უფროსის სტატუსი და თითქმის 11%-ით უფრო ხშირია ჰქონდეს წამყვანის სტატუსი (11.1%).

აზერბაიჯანულენოვან სკოლებში მამრობითი სქესის მასწავლებელთა წილი სულ მცირე 10%-ით მეტია, ვიდრე სხვაენოვან სკოლებში და თითქმის 26%-ზე მეტს წარდმოადგენს. ყველაზე ნაკლები მამაკაცი მასწავლებელი მუშაობს რუსულენოვან სკოლებში (8.7%). სავალდებულო სასკოლო საგნებიდან უფრო მეტი კაცი მასწავლებელი ასწავლის საგზაო ნიშნებსა და მოძრაობის უსაფრთხოებას (54.7%), სპორტს (50.1%) და სამოქალაქო თავდაცვასა და უსაფრთხოებას (29.8%).

2016-2017 წლიდან 2022-2023 სასწავლო წლამდე, საპენსიო დაჯილდოების პროგრამის განხორციელების მიუხედავად, მასწავლებელთა საშუალო ასაკი საგრძნობლად გაიზარდა, რის შედეგადაც, 40 წლამდე მასწავლებელთა რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა.


დღეის მონაცემებით, მასწავლებელთა საშუალო ასაკი 49.97 წელია. ყველაზე მაღალი საშუალო ასაკი გურიაშია – 53.04 წელი, ყველაზე დაბალი კი სამცხე ჯავახეთის რეგიონში – 46.9 წელი. ფიზიკის მასწავლებლებს აქვთ ყველაზე მაღალი საშუალო ასაკი – 55.6 წელი, მათ მოჰყვებათ მეორე უცხო ენის მასწავლებლები – 54.2 წელი და რუსული ენის პედაგოგები – 55.3 წელი. ინგლისური ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებს საშუალო ასაკი ყველაზე დაბალი აქვთ – 42 წელი.

მიუხედავად იმისა, რომ საბუნებისმეტყველო საგნებს პედაგოგთა ყველაზე მაღალი საშუალო ასაკის მაჩვენებელი აქვთ, 2016 წლიდან 2021 წლამდე მასწავლებელთა განათლების 60 კრედიტიან პროგრამაზე ამ მიმართულებით ყველაზე ნაკლები სტუდენტი სწავლობს. მაგალითისთვის, ამ წლებში მხოლოდ 26-მა დაასრულა სწავლა ფიზიკის მიმართულებით და 34-მა კი – ქიმიის. შედარებისთვის, სტუდენტ-მასწავლებელთა წილი ყველაზე მაღალია ინგლისურში (29%) და ქართულ ენასა და ლიტერატურაში (20.5%), იმის მიუხედავად, რომ ორივეს მასწავლებელთა დაბალი საშუალო ასაკი აქვთ.

 

ბოლო ამბები
ტრენინგების ციკლი „იყავი მის ადგილას“  2023 წელსაც აქტიურად გრძელდება

ტრენინგის მიზანია ცნობიერების ამაღლება და დამოკიდებულების ცვლილება იმ მავნე გენდერული სტერეოტიპებისა და სოციალური ნორმების შესახებ, რომლებიც ძალადობას აპროვოცირებენ

სრულად 
ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა

სამუშაო შეხვედრა მიზნად ისახავდა სამიზნე მუნიციპალიტეტებში მცხოვრები, კონფლიქტის შედეგად დაზარალებული და ე.წ. გამყოფ ხაზთან მცხოვრები ქალებისა და ახალგაზრდების მხარდაჭერას

სრულად 
 ღონისძიებები
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი ანალიტიკური სტატიების კონკურსს აცხადებს
სრულად 
 ანაზღაურებადი სტაჟირება ქალთა საინფორმაციო ცენტრში
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს კონკურს ბლოგების/ვლოგების/ფოტო რეპორტაჟების შექმნისთვის
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
კაცებში უმუშევრობის დონე 17.8%-ს, ქალებში კი 13.8%-ს შეადგენს

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2022 წლის IV კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.0%-ით შემცირდა და 16.1% შეადგინა

სრულად 
მეთოდოლოგიური კრებული „ონლაინ რადიკალიზაციის პრევენცია"

კრებული „ონლაინ რადიკალიზაციის პრევენცია: მეთოდოლოგიური წინადადებები გერმანიიდან, საფრანგეთიდან და რუსეთიდან“ საერთაშორისო ექსპერტული საზოგადოების ერთობლივი მუშაობის შედეგია და მიზნად ისახავს ისეთი პრაქტიკული მეთოდოლოგიების შექმნას, რომელიც უზრუნველჰყოფს ახალგაზრდებში ონლაინ რადიკალიზაციის პრევენციას

სრულად 
ეკატერინე გორგოძემ ფინალი მოიგო და როლან გაროსის ძირითად ბადეშია!

ქართველმა ჩოგბურთელმა ეკატერინე გორგოძემ (WTA:222) წარმატებით დაძლია საკვალიფიკაციო ტურნირის სამივე ეტაპი და როლან გაროსის ძირითად ბადეში ითამშებს

სრულად