მიღწევები
სალომე კენჭიაშვილი მარო მაყაშვილის სახელობის სტიპენდიას მიიღებს
2023-03-15 12:19:28

16 წლის სალომე კენჭიაშვილი, რომელიც საზოგადოებამ 8 მარტის საპროტესტო აქციიდან გაიცნო, მარო მაყაშვილის სახელობის სტიპენდიას მიიღებს, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში წერს. 

„გურული დღიურების ფონდი აფუძნებს ახალ სტიპენდიას, რომელიც მარო მაყაშვილის სახელობის იქნება. პირველ სტიპენდიას მიიღებს სალომე კენჭიაშვილი, გოგო, რომელიც აქციის დაშლისას წყლის ჭავლზე ცეკვავდა - ტაეკვანდოს ოსტატი და კარგი მოსწავლე. ეს იქნება ჩემი მოკრძალებული თანაგანცდის ნაბიჯი მისი თაობის მიმართ და იგულისხმებს ერთი წლის მანძილზე გარკვეულ წახალისებას სწავლის მიმართულებით.

მე აღფრთოვანებული ვარ ამ გოგოთი, რაც რადიო თავისუფლების სიუჟეტი ვნახე. მაგრამ ვინც თაობის ნაწილის გაუნათლებლობაზე წუხართ, დაეხმარეთ განათლების მიმართულებით, ვინც ფიქრობს რომ ნაწილი მათგან სხვა მხრივ აღზრდას საჭიროებს, გაუწოდეთ ხელი ამ მიმართულებით. მოდის ძალიან კარგი და ნიჭიერი თაობა, საკუთარი ხარვეზებით და სირთულეებით, მაგრამ დიდი უპირატესობით - თავისუფლების ბუნებრივი განცდით“, - წერს გიორგი კეკელიძე.
 

ბოლო ამბები
ტრენინგების ციკლი „იყავი მის ადგილას“  2023 წელსაც აქტიურად გრძელდება

ტრენინგის მიზანია ცნობიერების ამაღლება და დამოკიდებულების ცვლილება იმ მავნე გენდერული სტერეოტიპებისა და სოციალური ნორმების შესახებ, რომლებიც ძალადობას აპროვოცირებენ

სრულად 
ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა

სამუშაო შეხვედრა მიზნად ისახავდა სამიზნე მუნიციპალიტეტებში მცხოვრები, კონფლიქტის შედეგად დაზარალებული და ე.წ. გამყოფ ხაზთან მცხოვრები ქალებისა და ახალგაზრდების მხარდაჭერას

სრულად 
 ღონისძიებები
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი ანალიტიკური სტატიების კონკურსს აცხადებს
სრულად 
 ანაზღაურებადი სტაჟირება ქალთა საინფორმაციო ცენტრში
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს კონკურს ბლოგების/ვლოგების/ფოტო რეპორტაჟების შექმნისთვის
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
დეპუტატების სია, ვინც სიმბოლურად მხარი არ დაუჭირა რუსულ კანონპროექტს

პლენარულ სხდომაზე რეგისტრაცია გაიარა პარლამენტის 112-მა დეპუტატმა. კანონპროექტს მეორე მოსმენით მხარი არ დაუჭირა 35-მა დეპუტატმა, მათ შორის 9 ქალმა დეპუტატმა

სრულად 
საფრანგეთის პრეზიდენტმა ნინო ლომჯარია ღირსების ეროვნული ორდენით დააჯილდოვა

საფრანგეთის საელჩოს განცახდებაში ნათქვამია, რომ ლომჯარიას ჯილდო გადაეცემა მნიშვნელოვანი როლისთვის, რომელიც მან ქართული დემოკრატიის ამ ერთ-ერთი საყრდენი ინსტიტუციის სათავეში შეასრულა

სრულად 
ადამიანის უფლებათა დამცველის ყოველწლიური გლობალური ჯილდო ნინო ლომჯარიას და მის გუნდს გადაეცა

საქართველოს ყოფილ სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას და მის გუნდს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა გადასცა ადამიანის უფლებათა დამცველის ყოველწლიური გლობალური ჯილდო

სრულად