მოვლენები
რატომ შევიკრიბეთ დღეს დონორების ფულით, რატომ მოვიდა მთავრობა დონორების ფულით და რა ფულით ხდებოდა დღემდე NAP-ის რეალიზაცია?
2023-03-02 14:29:46

"რატომ შევიკრიბეთ დღეს დონორების ფულით, რატომ მოვიდა მთავრობა დონორების ფულით და რა ფულით ხდებოდა დღემდე NAP-ის რეალიზაცია? არ მახსოვს, რომელიმე ხელისუფლების დროს, ჩვენი ძალისხმევით და მუშაობით, არ მიგვეღწია შედეგებამდე, იმ შედეგებამდე, რომელითაც დღეს ამაყობთ."-  ასე მიმართა ხელისუფლების წარმომადგენლებს  და დამსწრე საზოგადოებას  "ქალთა საინფორმაციო ცენტრის" დირექტორმა, ელენე რუსეცკაიამ ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების 2022-2024 წლების საქართველოს ეროვნული სამოქმედო გეგმის საკითხებისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე.   

ღონისძიება, რომელიც მიზნად ისახავდა ეროვნული სამოქმედო გეგმის, მისი მიზნებისა და ამოცანების წარდგენას, ერთგვარი პლატფორმა აღმოჩნდა სამოქალაქო სექტორის წარმონადგენლებისთვის, ესაუბრათ იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც დღეს ისინი დგანან.

არასამთავრობო სექტორმა იმ მთავარ მიღწევებზე გაამახვილა ყურადღება, რომელსაც მთავრობამ, სწორედ, სამოქალაქო სექტორის ჩართულობით მიაღწია. მთავარი აქცენტრები გაკეთდა, ასევე, ქალების, მათ შორის დევნილი და კონფლიქტით დაზარალებული ქალების და მათი ოჯახების პრობლემებზე, რომლებიც, შესაძლოა,  "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის ძალაში მიღებით დღის წესრგიდან გაქრეს.  "სამოქალაქო სექტორზე არის ეს არის დარტყმა ქალებზე და სამშიდობო მოძრაობაზე არამხოლოდ საქართველოში, არამედ სამხრეთ კავკასიის რეგიონზე. ვიცით რა მდგომარეობაშია აზერბაიჯანელი სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, როგორ მუშაობენ ქვეშეთში, მათ შორის საქართველოს გავლით, ეს იმას ნიშნავს, რომ აზერბაიჯანშიც არ  იარსებებს სამოქალაქო სექტორი. " ...დარტყმა, რომელიც დღეს არის სამოქალაქო სექტორზე, არის დარტყმა ქალებსა და სამშვიდობო მოძრაობაზე არამხოლოდ საქართველოში, არამედ სამხრეთ კავკასიის რეგიონზე. ვიცით, როგორ მუშაობს აზერბაიჯანის სამოქალაქო სექტორი ქვეშეთში, მათ შორის საქართველოს გავლით. დღეს როცა შეგვიძლია ამოვიღოთ ხმა და მივაწოდოთ ხელისუფლებას და ჩვენ გვგონია, რომ მათ ვეხმარებით ხელისუფლებას შეუძლია გზა გაიყვანოს, რომელიც შევარდნაძის დროის მერე არ უნახავს ამ ადამიანებს,  ჩორჩანას მაგალითზე ვამბობ, როცა სახელწიფოს შეუძლია ბაღი ააშენოს და ჩვენ გაეროს  ქალთა ორგანიზაციის ფულით ატრაქციონი დავუყენოთ ბავშვებს  ვაკეთებთ რამე ცუდს?, გეკითხებით უბრალოდ, რას ვებრძვით. გაეროს ორგანიზაციის ფულით, " - განაცხადა ელენე რუსეცკაიამ.

კონფერენციას საერთაშორისო ორგანიზაციების და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რომლებსაც ქალთა საინფორმაციო ცენტრის გუნდის წევრებმა პირადად მიაწოდეს ინფორმაცია, სამოქალაქო სექტორის და მედიის წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ და ის განცხადება შეახსენეს, რომელიც ორგანიზაციამ ყველა დიპლომატიურ კორპუსს პარტნიორ საერთაშორისო ორგანიზაციას გაუგზავნა.  

რაც შეეხება 2022-2024 ეროვნულ სამოქმედო გეგმას, როგორც მომხსენებლებმა აღნიშნეს, ახალი ეროვნული სამოქმედო გეგმით განსაზღვრულია ის ამოცანები და ღონისძიებები, რომლებიც უნდა განხორციელდეს, როგორც ქვეყანაში, ასევე საერთაშორისო დონეზე, რათა უზრუნველყოს კონფლიქტის შემდგომ პერიოდში, ქალების და გოგოების უფლებების დაცვა, მოახდინოს კონფლიქტისა და ძალადობის პრევენცია და სამშვიდობო ძალისხმევა მიმართოს დევნილი და კონფლიქტით დაზარალებული ქალებისა და გოგოების საჭიროებებისა და უფლებების დასაცავად.  ამასთან, უზრუნველყოს ქალებისა და ახალგაზრდების ეფექტიანი მონაწილეობა სამშვიდობო და უსაფრთხოების საკითხების შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ღონისძიებას ესწრებოდნენ სხვადასხვა დაინტერესებული მხარეები, რომლებიც ქალების, მშვიდობის და უსაფრთხოების დღის წესრიგის განხორციელებაზე მუშაობენ საქართველოში, მათ შორის რელევანტური უწყებები, დონორი ორგანიზაციები და განვითარების პარტნიორები.

ბოლო ამბები
ბოლო არჩევნებზე ნახევარი მლნ ქალი არ მივიდა - როგორ ჩავრთოთ ემიგრანტები ხმის მიცემის პროცესში?

საქსტატის მონაცემებით, მხოლოდ 2023 წელს ქვეყნიდან გავიდა 245 064 მოქალაქე და შემოვიდა 205 857 მოქალაქე 

სრულად 
საქსტატი: 2023 წელს, წინა წელთან შედარებით ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა

2023 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 95.6 პროცენტით მეტია, ხოლო იმიგრანტების რიცხოვნობა 14.5 პროცენტით გაიზარდა და 205 857 კაცი შეადგინა

სრულად 
 ღონისძიებები
 დანიის გენდერისა და თანასწორობის ცოდნის ცენტრი KVINFO აცხადებს მკვლევრის ვაკანსიას
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების კონკურსს
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
ვინ დაუჭირა „აგენტების კანონს“ მხარი პირველი მოსმენით

საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების კანონი, რომელსაც ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. კანონპროექტს მხარი დაუჭირა 83-მა დეპუტატმა

სრულად 
სამოქალაქო პლატფორმა მშვიდობისთვის: განცხადება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით

სამოქალაქო პლატფორმა მშვიდობისთვის, რომელიც მშვიდობის მშენებლობის საკითხზე მომუშავე 60-ზე მეტ საზოგადოებრივ ორგანიზაციასა და დამოუკიდებელ ექსპერტს აერთიანებს, გმობს ე.წ. „რუსული კანონის“ ხელახლა ინიციირებას

სრულად 
კი - ევროპას, არა - რუსულ კანონს!

„კი - ევროპას, არა - რუსულ კანონს!“ - ამ სათაურით 400-ზე მეტი მედია და არასამთავრობო ორგანიზაცია ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

სრულად