მოვლენები
პრეზიდენტი: ეს კანონი მიიღება იმისთვის, რომ პირდაპირ დაგვაშოროს ევროპას 
2023-02-28 15:04:57

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რუსული კანონპროექტი აგენტების შესახებ კიდევ ერთხელ გააკრიტიკა და განაცხადა, რომ მისი მიღება საქართველოს ევროინტეგრაციას შეუქმნის საფრთხეს. პრეზიდენტი მიღების შემთხვევაში კანონს ვეტოს დაადებს.

„კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ იმ კანონპროექტის, რომელიც ახლა იხილება. მე არ შევალ კანონის განხილვაში, ვეტოს ყოველ შემთხვევაში დავადებ. არ მაქვს სამართლებრივი პოზიცია, რომ ის ან ეს მუხლი არ ვარგა. ეს კანონი მიიღება იმისთვის, რომ პირდაპირ დაგვაშორონ ევროპას. ამდენად არის ჩემთვის მიუღებელი“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

ამ კანონპროექტთან დაკავშირებით პრეზიდენტმა პირველი განცხადება 20 თებერვალს გაავრცელა.

„ამუშავებულია ძალა, რომელიც საქართველოს ევროპული გზის განმტკიცების მაგივრად, ქართულ ინტერესად სხვა გზას მიიჩნევს.

ასეთ კანონმდებლობას და ახალი აგენტების დევნას საქართველოს პრეზიდენტი მხარს ვერ დაუჭერს”, – დაწერა მან.

მას შემდეგ რაც პარლამენტი კანონპროექტს განიხილავს და კენჭისყრის შედეგად მას კანონად აქცევს, ის 10 დღის ვადაში გადაეცემა საქართველოს პრეზიდენტს.

საქართველოს პრეზიდენტი 2 კვირის ვადაში ხელს აწერს და აქვეყნებს კანონს ან მოტივირებული შენიშვნებით უბრუნებს პარლამენტს.

თუ საქართველოს პრეზიდენტი დააბრუნებს კანონს, პარლამენტი კენჭს უყრის საქართველოს პრეზიდენტის შენიშვნებს.

თუ პარლამენტმა არ მიიღო საქართველოს პრეზიდენტის შენიშვნები, კენჭი ეყრება კანონის პირვანდელ რედაქციას. ორგანული კანონი ან კანონი მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა.


 

ბოლო ამბები
ტრენინგების ციკლი „იყავი მის ადგილას“  2023 წელსაც აქტიურად გრძელდება

ტრენინგის მიზანია ცნობიერების ამაღლება და დამოკიდებულების ცვლილება იმ მავნე გენდერული სტერეოტიპებისა და სოციალური ნორმების შესახებ, რომლებიც ძალადობას აპროვოცირებენ

სრულად 
ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა

სამუშაო შეხვედრა მიზნად ისახავდა სამიზნე მუნიციპალიტეტებში მცხოვრები, კონფლიქტის შედეგად დაზარალებული და ე.წ. გამყოფ ხაზთან მცხოვრები ქალებისა და ახალგაზრდების მხარდაჭერას

სრულად 
 ღონისძიებები
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი ანალიტიკური სტატიების კონკურსს აცხადებს
სრულად 
 ანაზღაურებადი სტაჟირება ქალთა საინფორმაციო ცენტრში
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს კონკურს ბლოგების/ვლოგების/ფოტო რეპორტაჟების შექმნისთვის
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა

სამუშაო შეხვედრა მიზნად ისახავდა სამიზნე მუნიციპალიტეტებში მცხოვრები, კონფლიქტის შედეგად დაზარალებული და ე.წ. გამყოფ ხაზთან მცხოვრები ქალებისა და ახალგაზრდების მხარდაჭერას

სრულად 
ქალთა საინფორმაციო ცენტრისა და ისრაელის საელჩოს პირველი ერთობლივი ღონისძიება გაიმართა

მეგობრული შეხვედრის ფარგლებში, ისრაელის ელჩმა, ჰადას მეიცადმა ქალთა საინფორმაციო ცენტრის გუნდი და თემის ლიდერი ქალები სპექტაკლზე მიიწვია

სრულად 
თუკი ქართული სამოქალაქო სექტორი დასუსტდება და ვერ უზრუნველყოფს მსგავს ღონისძიებებს, ვერ განვითარდება სამშვიდობო საქმიანობა

გთავაზობთ, აზერბაიჯანელი კოლეგის, ქალთა პრობლემების კვლევის კავშირის - ქალთა ინსტიტუტის ხელმძღვანელის, პროფესორის, საჯიდა აბდულვაჰაბოვას კომენტარს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“კანონპროექტის ავ-კარგიანობის შესახებ

სრულად