მოვლენები
გენდერული თანასწორობისა და თანაბარი შესაძლებლობების ინტეგრირება რეგიონულ პროფესიული განათლების დაწესებულებებში
2023-02-27 15:43:38

რეგიონულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში გენდერული საკითხების და თანაბარი შესაძლებლობების ინტეგრირება, გათვალისწინება პოლიტიკის დოკუმენტებსა და სამოქმედო გეგმებში, თანხვედრა ცენტრალურ პოლიტიკასთან - ამ და სხვა საკითხებზე პროექტის ფარგლებში,"გენდერული თანასწორობისა და თანაბარი შესაძლებლობების ინტეგრირება რეგიონულ პროფესიული განათლების დაწესებულებებში", მეორე ფაზის სამუშაო შეხვედრა გაიმართა.  

შეხვედრაზე პროექტის მიზნები, ამოცანები და აქტივობები სამუშაო ფორმატში განიხილეს და სამომავლო გეგმებზე ისმჯელეს. საუბარი შეეხო ადგილობრივ პერსექტივებს, პროექტის  პირველ ეტაპის სამიზნე კოლეჯების წარმომადგენლებმა მიღწეული შედეგები და კარგი პრაქტიკები გააზიარეს.  

ერთ-ერთი საკითხი იყო გენდერული სტატისტიკის წარმოების მნიშვნელობა და შედეგები, რომელიც, როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, კოლეჯებში, კოლეჯების სამოქმედო გეგმებსა და პოლიტიკის დოკუმენტებში გენდერული ბალანსის  მისაღწევად ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია. 

პროექტს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინისტუტუტის სოფლის მეურნოების განვითარების და პროფესიული სწავლების დეპარტამენტი, საქართველოში, აშშ-ის საელჩოს პროფესიული განათლების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ახორციელებს, პროფესიული უნარების სააგენტოსთან თანამშრომლობით. 

GIPA-ს სოფლის მეურნეობის განვთითარების და პროფესილი სწავლების დეპარტამენტის წარმომადგენლის, ნანა ქაშაკაშვილის განცხადებით, ინკლუზიური განათლების მისაღწევად, შეიქმნა გენდერული მეინსტრიმინგის სახელმძღვანელოც, რათა კოლეჯების ადმინისტრაციის თანამშრომლები და მასწავლებლები, პერიოდულად, გადამზადნენ და კოლეჯის სპეციფიკიდან გამომდინარე, განსაზვღონ, რა არის საჭირო გენდერული ბალანსის მისაღწევად საგანმანათლებლო დაწესებულებაში. 

"ინკლუზიური განათლება და გენდერული თანასწორობა ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია და ამ მიმართულებით, მხოლოდ რიგი ღონისძიებების გატარება, თუ ეს პოლიტიკის დონეზე არ იქნება გამყარებული, ნაკლებად არის შედეგის მომტანი. სწორედ ამიტომ, მინდა, მადლობა გადავუხადო ამერიკის საელჩოს იმ თავისუფლებისთვის, რაც პროექტში მოგვცა. შიდა კვლევის საუფძველზე, დავაიდენტიფიცირეთ გამოწვევები, კოლეჯებს აქვთ ინდივიდუალური სამუშაო სტრატეგია და სამოქმედო გეგმა და სწორედ ამ სტრატეგიაში მოხდა გენდერული თანასწორობის და ინკლუზიური საკითხებთან დაკავშირებით, იმ მნიშვნელოვანი საკითხების ჩაშენება, რომელიც მათ ავალდებულებს თავიანთ სტრატეგიაში სწორად გაწერონ ის პუნქტები, რომლებიც საჭიროა რეგიონში ფუნდამენტური ცვლილებებისთვის, ამ შემთხვევაში ინკლუზიური განათლების და გენდერული თანასწორობის კუთხით. "-  განაცხადა ნანა ქაშაკაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, პროექტის პირველი ფაზა სამ საპილოტე კოლეჯში განხორციელდა და მათი სტრატეგიები თანამედროვე სტანდარტებთან თანხვედრაშია.  მეორე ფაზა პროფესიული უნარების სააგენტოსთან თანამშრომლობას მოიაზრებს, რათა რეგიონული კოლეჯების  სამოქმედო გეგმები, ეროვნულ პოლიტიკასთან თანხვედრაში მოვიდეს. ასევე, მეორე ფაზის მიზანია საპოლოტე საქმიანობის დამატებით სამ, ახალ კოლეჯში განხორციელება.

პროფესიული სწავლების განავითარების პროგრამაში ამერიკის საელჩოს სახალხო დიპლომატიის განყოფილება 2018 წლიდან არის ჩართული. პროგრამის მენეჯერის, ანა ხარიბეგაშვილის განცხადებით,  პროგრამას პირველ ეტაპზე გაცვლითი პროგრამის სახე ჰქონდა და  მასში GIPA დაწყების მომენტიდან მონაწილეობდა.  მხარდაჭერის პროგრამა 2020 წლიდან საპილოტე კოლეჯებთან მუშაობს და  ის შესაძლებლობას იძლევა რეგიონულ კოლეჯებში ამერიკული გამოცდილება და თანამედროვე სტანდარტები დაინერგოს. 

"გვიხარია, რომ 2020 წლიდან პროფესიული სწავლების მხარდაჭერის პროგრამამ განახლებული სახე მიიღო. GIPA ამერიკის საწავლო ტურის ჩვენი გამოცდილი მონაწილე იყო და პროექტი, რომელიც შემოგვთავაზეს, კოლეჯში ამერიკული გამოცდილების, თანამედროვე სტანდარტების დანერგვას სრულად მოიაზრებდა.  გენდერის მეინსტრიმინგის დანერგვა იყო ზუსტად ის ჩანაფიქრი, რაც საელჩოს ამ პროგრამაში ჰქონდა მოაზრებული. ეს იყო პირველადი ინვესტიციის, რომელიც გაცვლით პროგრამაში ჩაიდო, ლოგიკური გაგრძელება. მნიშვნელოვანია, რომ  რაც უკვე მუშაობს ამერიკაში, დაინერგოს რეგიონებში.  ასევე მნიშვნელოვანია, რომ თავად GIPA, რომელიც მრავალი პროექტის პარტნიორია, იყო თავისუფალი ამ პროექტის განხორციელების ეტაპზე. 

ეს არის კომპლექსური პროცესი და უკვე გაჟღერდა, რომ პროექტი შეიძლება გახდეს საპილოტე სხვა კოლეჯებისთვისაც. რაღაც დავიწყეთ და ის წარმატებული აღმოჩნდა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამ პროცესში, მნიშვნელოვანია სტატისტიკის დონეზე გენდერის მეინსტრიმინგი, ინკლუზიურობა, რადგან ციფრები არ ტყუიან.

დღეს ვნახეთ, რომ პროფესიული უნარების სააგენტოს სამუშაო სტრატეგია, ემთხვევა ჩვენი პარტნიორის და საელჩოს ხედვას, ეს არის ერთ-ერთი მთავარი საწინდარი ამ პროექტის წარმატების. "-ანა ხარიბეგაშვილი,  საქართველოში აშშ-ს საელჩო. 

"პროფესიული სასწავლებლის პოლიტიკაში, გენდერულად ინკლუზიური მიდგომა ძალიან მნიშვნელოვანია, რათა სასწავლებელი და მისი სერვისები ყველა ადამიანისთვის თანაბრად ხელმისაწვდომი იყოს, მათ შორის ქალებისთვის და ქალებს შორის ისეთი ჯგუფებისთვის, როგორებიც არიან შშმ, სსსმპ ქალები თუ ეროვნული უმცირესობის წარმომადგენელი ქალები და სხვ. 

ამ პოლიტიკის უზრუნველყოფისთვის,  მნიშვნელოვანია კვალიფიციურად იწარმოებოდეს გენდერული სტატისტიკა, რის საფუძველზეც უნდა კეთდებოდეს შემდგომ ანალიზი და იგეგმებოდეს პოლიტიკა. ძალიან ღირებულია GIPA-სა და პროფესიული უნარების სააგენტოს თანამშრომლობა, გაფორმებულია მემორანდომი და ეს მნიშნელოვანი პროექტია, სწორედ გენდერული მეინსტრიმინგისთვის პროფესიული სასწავლებლების პოლიტიკაში. 

ჩვენი კონკრეტუილ ნაშრომი, რომელიც ეხება ერთ-ერთ პროფესიულ სასწავლებელს - თელავში "პრესტიჟი"- აჩვენებს, რა პროგრასია მიღწეული და სად არის ხარვეზები. ამ დოკუმენტში მოცემულია კონკრეტული რეკომენდაციები პროფესიული სასწავლებლებისთვის, პირველ რიგში მენეჯმენტისთვის, რათა ხარვეზები გამოსწორდეს და სასწავლებლის პოლიტიკა გენდერულად მგრძნობიარე იყოს" - ელენე რუსეცკაია, გენდერის ექსპერტი, უნარების სააგენტო. 

პროექტის ბენეფიციერი კოლეჯები არიან: კოლეჯი "განთიადი", კოლეჯი „აისი“, კოლეჯი ,,ოპიზარი", კოლეჯი "ფაზისი", კასპის პროფესიული კოლეჯი და კოლეჯი "პრესტიჟი". 

ბოლო ამბები
გენდერული კვოტირების გაუქმების კანონპროექტს პრეზიდენტმა ვეტო დაადო

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ვეტოს საკითხი გადაეცა იურიდიულ კომიტეტს. საბოლოოდ საკითხი პლენარულ სხდომაზე განიხილება

სრულად 
ვინ დაუჭირა „აგენტების კანონს“ მხარი პირველი მოსმენით

საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების კანონი, რომელსაც ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. კანონპროექტს მხარი დაუჭირა 83-მა დეპუტატმა

სრულად 
 ღონისძიებები
 დანიის გენდერისა და თანასწორობის ცოდნის ცენტრი KVINFO აცხადებს მკვლევრის ვაკანსიას
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების კონკურსს
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
ვინ დაუჭირა „აგენტების კანონს“ მხარი პირველი მოსმენით

საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების კანონი, რომელსაც ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. კანონპროექტს მხარი დაუჭირა 83-მა დეპუტატმა

სრულად 
სამოქალაქო პლატფორმა მშვიდობისთვის: განცხადება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით

სამოქალაქო პლატფორმა მშვიდობისთვის, რომელიც მშვიდობის მშენებლობის საკითხზე მომუშავე 60-ზე მეტ საზოგადოებრივ ორგანიზაციასა და დამოუკიდებელ ექსპერტს აერთიანებს, გმობს ე.წ. „რუსული კანონის“ ხელახლა ინიციირებას

სრულად 
კი - ევროპას, არა - რუსულ კანონს!

„კი - ევროპას, არა - რუსულ კანონს!“ - ამ სათაურით 400-ზე მეტი მედია და არასამთავრობო ორგანიზაცია ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

სრულად