მოვლენები
რუსული კანონი არ არის საქართველოს არჩევანი
2023-02-21 14:08:48

ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით საპარლამენტო უმრავლესობის წევრების ინიცირებულ კანონპროექტს უცხოური გავლენის აგენტების შესახებ, რომლის მიმართ მხარდაჭერა პარლამენტის თავმჯდომარემ და უმრავლესობის სხვა წევრებმა გამოხატეს. მიგვაჩნია, რომ ამ რუსული კანონის მიღების მცდელობა მიმართულია არა მხოლოდ თავისუფალი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და კრიტიკული მედიის, არამედ საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ.

ეს კანონი მიზნად ისახავს, რომ დაუცველად დარჩნენ ძალადობის მსხვერპლი ბავშვები და ქალები; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, უმცირესობები, მეცნიერები, მშრომელები და ახალგაზრდები; დახმარება არ გაეწიოთ სოციალურად დაუცველ ოჯახებს, ფერმერებს, მაღაროელებს, უკანონოდ გათავისუფლებულ, დევნილ, უსახლკარო, თავისუფლებაშეზღუდულ და საკუთარი უფლებებისთვის მებრძოლ სხვა ადამიანებს; არ გაშუქდეს მაღალმთიან და სხვა რეგიონებში მცხოვრები ადამიანების ხმა, ვინც მხოლოდ ადგილობრივი, დამოუკიდებელი მედიის მეშვეობით აცნობს საზოგადოებას თავის გასაჭირს.

ეს კანონპროექტი არის პასუხი ძალადობის, კორუფციის, უკანონობისა და შერჩევითი სამართლის იმ ასობით ფაქტზე, რომელსაც საზოგადოებრივი ორგანიზაციები და დამოუკიდებელი მედია ვსწავლობთ და ვასაჯაროვებთ.

რუსეთში ანალოგიური კანონის მიღების შემდეგ ბევრმა ორგანიზაციამ უარი თქვა მის აღსრულებაზე და დაიხურა. ვინც განაგრძო ფუნქციონირება, მზარდი კონტროლის, შევიწროებისა და რეპრესიების მსხვერპლი გახდა. რუსული კანონი არ არის საქართველოს არჩევანი, რისთვისაც ათწლეულებია ვიბრძვით.

ამ კანონპროექტის მიღება იქნება შეტევა მთავარ ქართულ ფასეულობებზე - ღირსების განცდაზე, დამოუკიდებლობასა და სამოქალაქო სოლიდარობაზე. გარდა ამისა, კანონპროექტის მიღება სერიოზულად დააზიანებს ქვეყნის ევროპასთან ინტეგრაციის პროცესს, მათ შორის დააბრკოლებს საქართველოს სვლას ევროკავშირის წევრობისკენ, რომლის არც ერთ წევრ ქვეყანაში მსგავსი კანონი არ მოქმედებს. ამასთანავე, ამ კანონის აღსრულება შეუძლებელი იქნება საქართველოს ასიათასობით მოქალაქისთვის განუზომელი ზიანის მიყენების გარეშე.
 

ბოლო ამბები
ტრენინგების ციკლი „იყავი მის ადგილას“  2023 წელსაც აქტიურად გრძელდება

ტრენინგის მიზანია ცნობიერების ამაღლება და დამოკიდებულების ცვლილება იმ მავნე გენდერული სტერეოტიპებისა და სოციალური ნორმების შესახებ, რომლებიც ძალადობას აპროვოცირებენ

სრულად 
ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა

სამუშაო შეხვედრა მიზნად ისახავდა სამიზნე მუნიციპალიტეტებში მცხოვრები, კონფლიქტის შედეგად დაზარალებული და ე.წ. გამყოფ ხაზთან მცხოვრები ქალებისა და ახალგაზრდების მხარდაჭერას

სრულად 
 ღონისძიებები
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი ანალიტიკური სტატიების კონკურსს აცხადებს
სრულად 
 ანაზღაურებადი სტაჟირება ქალთა საინფორმაციო ცენტრში
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს კონკურს ბლოგების/ვლოგების/ფოტო რეპორტაჟების შექმნისთვის
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა

სამუშაო შეხვედრა მიზნად ისახავდა სამიზნე მუნიციპალიტეტებში მცხოვრები, კონფლიქტის შედეგად დაზარალებული და ე.წ. გამყოფ ხაზთან მცხოვრები ქალებისა და ახალგაზრდების მხარდაჭერას

სრულად 
ქალთა საინფორმაციო ცენტრისა და ისრაელის საელჩოს პირველი ერთობლივი ღონისძიება გაიმართა

მეგობრული შეხვედრის ფარგლებში, ისრაელის ელჩმა, ჰადას მეიცადმა ქალთა საინფორმაციო ცენტრის გუნდი და თემის ლიდერი ქალები სპექტაკლზე მიიწვია

სრულად 
თუკი ქართული სამოქალაქო სექტორი დასუსტდება და ვერ უზრუნველყოფს მსგავს ღონისძიებებს, ვერ განვითარდება სამშვიდობო საქმიანობა

გთავაზობთ, აზერბაიჯანელი კოლეგის, ქალთა პრობლემების კვლევის კავშირის - ქალთა ინსტიტუტის ხელმძღვანელის, პროფესორის, საჯიდა აბდულვაჰაბოვას კომენტარს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“კანონპროექტის ავ-კარგიანობის შესახებ

სრულად