გენდერული სიახლეები
პარლამენტმა „საარჩევნო კოდექსში“ „გენდერული კვოტირების“ წესთან დაკავშირებული ცვლილება პირველი მოსმენით მიიღო
2023-02-10 10:38:41

საქართველოს პარლამენტმა, 90 ხმით ერთის წინააღმდეგ, პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით, „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილება მიიღო, რომელიც „გენდერული კვოტირების“ წესს შეეხება.

კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორის, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გივი მიქანაძის განცხადებით, ცვლილება შეეხება „საარჩევნო კოდექსის“ 203-ე მუხლს. მისი თქმით, ცვლილება ძირითადად ორ მნიშვნელოვან საკითხს არეგულირებს.

„მოქმედ კანონმდებლობაში საუბარია ამ კვოტების თაობაზე 2032 წლამდე. ჩვენ გვსურს, რომ ეს ვადა გადავწიოთ 2032 წლის ოქტომბრის ჩათვლით ჩასატარებელ არჩევნებთან მიმართებაში. ასევე, მოქმედი კანონით, როგორც პარლამენტიდან, ასევე საკრებულოდან ქალი დეპუტატის გასვლის შემთხვევაში, მას ანაცვლებს რიგით შემდეგი ქალი დეპუტატი, ხოლო მამაკაცის შემთხვევაში, მას ანაცვლებს მამაკაცი. გენდერული კვოტის გაზრდისა და ქალების პოლიტიკაში წახალისების მიზნით მიზანშეწონილად მიგვაჩნია, რომ მამაკაცის გასვლის შემთხვევაში მოხდეს მისი ჩანაცვლება არა მომდევნო მამაკაცით ავტომატურად, არამედ სიის მომდევო წევრით, რაც იძლევა იმის საშუალებას, რომ სიის მომდევნო წევრი იყოს ქალი დეპუტატი“, - აღნიშნა მომხსენებელმა.

 

ბოლო ამბები
ბოლო არჩევნებზე ნახევარი მლნ ქალი არ მივიდა - როგორ ჩავრთოთ ემიგრანტები ხმის მიცემის პროცესში?

საქსტატის მონაცემებით, მხოლოდ 2023 წელს ქვეყნიდან გავიდა 245 064 მოქალაქე და შემოვიდა 205 857 მოქალაქე 

სრულად 
საქსტატი: 2023 წელს, წინა წელთან შედარებით ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა

2023 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 95.6 პროცენტით მეტია, ხოლო იმიგრანტების რიცხოვნობა 14.5 პროცენტით გაიზარდა და 205 857 კაცი შეადგინა

სრულად 
 ღონისძიებები
 დანიის გენდერისა და თანასწორობის ცოდნის ცენტრი KVINFO აცხადებს მკვლევრის ვაკანსიას
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების კონკურსს
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
ბოლო არჩევნებზე ნახევარი მლნ ქალი არ მივიდა - როგორ ჩავრთოთ ემიგრანტები ხმის მიცემის პროცესში?

საქსტატის მონაცემებით, მხოლოდ 2023 წელს ქვეყნიდან გავიდა 245 064 მოქალაქე და შემოვიდა 205 857 მოქალაქე 

სრულად 
ქალთა მოძრაობამ თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში ქალთა მარში გამართა

ქალთა მოძრაობა ამბობს, რომ ქვეყანაში ამომრჩეველ 53% ქალს "რუსული კანონით" ვერ გააჩუმებენ და ეს კანონი ეხება ყველა ქალს

სრულად 
გენდერული კვოტირების გაუქმების კანონპროექტს პრეზიდენტმა ვეტო დაადო

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ვეტოს საკითხი გადაეცა იურიდიულ კომიტეტს. საბოლოოდ საკითხი პლენარულ სხდომაზე განიხილება

სრულად