გენდერული ძალადობა
დანაშაულის სტატისტიკაში ოჯახში ძალადობა მეორე ადგილზეა
2023-02-02 11:31:58

2022 წელს, საქართველოში რეგისტრირებული 54 435 დანაშაულიდან,  4 106 ოჯახში ძალადობის შემთხვევებს უკავშირდება. შსს-ს სტატისტიკის მიხედვით, გასულ წელს ჩადენილი ყველაზე მეტი დანაშაული ქურდობაზე მოდის, ოჯახში ძალადობის შემთხვევებს კი სტატისტიკით, მეორე ადგილი უკავია. უწყების მონაცემების თანახმად, პოლიციამ ოჯახში ძალადობის აღრიცხული 4 106 ფაქტიდან, 3 586 საქმე გახსნა.   

გასულ წელსვე აღირიცხა მუქარის 3 699 შემთხვევა, რომელთაგან 3 180 საქმეა გახსნილი.  ამასთან, 2022 წელს დაფიქსირდა გაუპატიურების 176 შემთხვევა, გაიხსნა 123.  "ამასთან, რეგისტრირებულ დანაშაულთა შორისაა სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის 1470 შემთხვევა, საიდანაც 212 გაიხსნა. მათ შორისაა განზრახ მკვლელობისა და დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის, შესაბამისად, 42 და 32 ფაქტი, საიდანაც სამართალდამცველებმა ჯამში 68 გახსნეს. ამასთან, აღირიცხა მკვლელობის მცდელობისა და დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის მცდელობის, შესაბამისად, 74 და 47 შემთხვევა, საიდანაც ჯამში 117 დანაშაული გაიხსნა. ასევე, რეგისტრირებულია თვითმკვლელობამდე მიყვანის 1070 შემთხვევა - გაიხსნა 21."

აღსანიშნავია, რომ წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, რეგისტრირებულ დანაშაულთა რაოდენობა 3.39%-ით არის შემცირებული. გაზრდილია დანაშაულთა გახსნის მაჩვენებელი - 2021 წლის იანვარ-ივლისში სამართალდამცავმა ორგანოებმა აღრიცხული 56343 დანაშაულიდან 49.82% გახსნეს.

ბოლო ამბები
ტრენინგების ციკლი „იყავი მის ადგილას“  2023 წელსაც აქტიურად გრძელდება

ტრენინგის მიზანია ცნობიერების ამაღლება და დამოკიდებულების ცვლილება იმ მავნე გენდერული სტერეოტიპებისა და სოციალური ნორმების შესახებ, რომლებიც ძალადობას აპროვოცირებენ

სრულად 
ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა

სამუშაო შეხვედრა მიზნად ისახავდა სამიზნე მუნიციპალიტეტებში მცხოვრები, კონფლიქტის შედეგად დაზარალებული და ე.წ. გამყოფ ხაზთან მცხოვრები ქალებისა და ახალგაზრდების მხარდაჭერას

სრულად 
 ღონისძიებები
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი ანალიტიკური სტატიების კონკურსს აცხადებს
სრულად 
 ანაზღაურებადი სტაჟირება ქალთა საინფორმაციო ცენტრში
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს კონკურს ბლოგების/ვლოგების/ფოტო რეპორტაჟების შექმნისთვის
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
ტრენინგების ციკლი „იყავი მის ადგილას“  2023 წელსაც აქტიურად გრძელდება

ტრენინგის მიზანია ცნობიერების ამაღლება და დამოკიდებულების ცვლილება იმ მავნე გენდერული სტერეოტიპებისა და სოციალური ნორმების შესახებ, რომლებიც ძალადობას აპროვოცირებენ

სრულად 
შსს-მ მარნეულში არასრულწლოვნის იძულებით დანიშვნის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინიტრომ დააკავა პირი, რომელიც 15 წლის გოგოს იძულებით ნიშნობაშია ბრალდებული. ინფორმაცია რადიო „მარნეულს“ შსს-ში დაუდასტურეს და თქვეს, რომ გოგო ახლა უსაფრთხო ადგილას იმყოფება

სრულად 
WIC-ის ვიზიტი ხაშურის მუნიციპალიტეტში გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში

სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, WIC-ის მიერ ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის, გენდერული სტერეოტიპებისა და ქალთა მიმართ ან/და ოჯახში ძალადობის საკითხებზე ხუთ მუნიციპალიტეტში ჩატარებული კვლევის პრეზენტაცია გაიმართა

სრულად