2022 წელი კიდევ ერთი ნაყოფიერი წელი იყო ქალთა საინფორმაციო ცენტრისთვის. ჩვენ მადლობელი ვართ ჩვენი პარტნიორებისა და მხარდამჭერების.
როგორც წინა წლებში, წელსაც WIC აქტიურად თანამშრომლობდა საერთაშორისო, რეგიონულ და ადგილობრივ არასამთავრობო/სათემო ორგანიზაციებთან და ქალ აქტივისტებთან.
WIC პროექტების ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე/ტრენინგებზე/კონფერენციებზე აქტიურად მუშაობდა შემდეგ სამიზნე ჯგუფებთან: გადაწყვეტილების მიმღები პირები, საჯარო მოხელეები, სპეციალური პენიტენციური სამსახურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, ქალები თემის ლიდერები, სოფლად მცხოვრები ქალები, კონფლიქტის შედეგად დაზარალებული და იძულებით გადაადგილებული ქალები, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და სხვა მოწყვლადი ჯგუფები.
გთავაზობთ ქალთა საინფორმაციო ცენტრის 10 მთავარ მიღწევას: