გენდერული სიახლეები
ქალთა მიმართ ძალადობა: ეთნიკურ და რელიგიურ ჭრილში არსებული გამოწვევები
2022-12-22 15:44:37

საქართველოს ტოლერანტობის ცენტრის ორგანიზებით,  ქალთა მიმართ ძალადობის, ეთნიკურ და რელიგიურ ჭრილში არსებული გამოწვევების შესახებ, კონფერენცია გაიმართა.

ღონისძიება ჩატარდა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროგრამის „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“ მხარდაჭერით, რომელსაც საქართველოს გაეროს ასოციაცია ახორციელებს.

შეხვედრა საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელმა, ბექა მინდიაშვილმა გახსნა.  კონფერენციას ესწრებოდნენ სახალხო დამცველის აპარატის, ტოლერანტობის ცენტრის, ეთნიკური უმცირესობებსა და ქალთა უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

კონფერენციის ფარგლებში, საუბარი შეეხო ისეთ საკითხებს, როგორებიცაა: რეგიონებში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ქალების წინაშე არსებული გამოწვევები და ამ მიმართულებით ადვოკატირების კამპანიის გააქტიურების აუცილებლობა, ბავშვთა ქორწინების საკითხი და განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდის საჭიროება, ენის ბარიერი და მისი აღმოფხვრის გზები, ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის ნაკლებობა და საინფორმაციო კამპანიების გააქტიურება, შესაბამისი აქტორების მხრიდან.

კონფერენციის ერთ-ერთი მომხსენებელი იყო ქალთა საინფორმაციო ცენტრის დირექტორი, ელენე რუსეცკაია, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას ორგანიზაციის მუშაობის ფარგლებში გამოკვეთილი გამოწვევები გააცნო  და სამიზნე მუნიციპალიტეტებში ჩატარებული კვლევების შედეგები მიმოიხილა. ასევე, WIC-ის დირექტორმა ყურადღება გაამახვილა მუნიციპალიტეტებში გენდერული თანასწორობის მიმართულებით არსებულ კარგ პრაქტიკებზე.

"კონფერენცია ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ იყო მიმართული. აუცილებელია ამ საკითხების შესახებ მრავალმხრივი დისკუსია, ძალადობის წყაროების განხილვა და მსჯელობა საზოგადოებაში ქალის ადგილთან დაკავშირებით, როგორც ეთნიკურ, ასევე რელიგიურ თემებში.ვფიქრობ, მსგავსი თემატური შეხვედრები ჩატარებულა, თუმცა ეს არის პირველი ფორმატი, მრავალმხრივი მონაწილეობით. მნიშვნელოვანია, რომ ამ შეხვედრამ გამოიწვია დიდი ინტერესი, რადგან ისეთ საკითხებზე გაკეთდა აქცენტი, რომლებიც, შესაძლოა, აქამდე არ დაფიქსირებულა, მათ შორის, როგორია ამა თუ იმ რელიგიური მოძღვრების დამოკიდებულება ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებთან მიმართებით.  ვიმსჯელეთ, რა შეიძლება გაკეთდეს სასულიერო პირების მხრიდან, რომ წინ აღვუდგეთ ძალადობას და ვებრძოლოთ უთანასწორობას, რომელიც შემდეგ წარმოშობს ხოლმე ძალადობას."- განაცხადა სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის  ცენტრის ხელმძღვანელმა, ბექა მინდიაშვილმა.

შეგახსენებთ, პროგრამას ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG), აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს  ფინანსური მხარდაჭერით.

 

ბოლო ამბები
განცხადება ქალთა და გოგოების მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

ყველა დაინტერესებულ მხარეს, მათ შორის პოლიტიკურ პარტიებს, მთავრობას, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, და მედიას მოვუწოდებთ, რომ სამომავლოდ ქალთა გაძლიერებისთვის იმოქმედონ

სრულად 
თამუნა მუსერიძე BBC-ის 2023 წლის 100 ყველაზე გავლენიანი ქალის სიაში მოხვდა

თამუნა მუსერიძემ შექმნა Facebook ჯგუფი „ვეძებ”, რომელმაც ხელი შეუწყო სამშობიაროებიდან არალეგალური გაშვილების შესახებ საჯარო დისკუსიის დაწყებას

სრულად 
 ღონისძიებები
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს პოსტერების კონკურსს "ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან"
სრულად 
 „ქალთა საინფორმაციო ცენტრი“ თბილისის ცენტრალურ ლოკაციაზე მდებარე სასტუმროებისთვის აცხადებს ტენდერს
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
არ არის ის დრო, რომ საზოგადოებრივ სტერეოტიპებს დაუწყონ ყურება და ლოდინი

სოფ.ჭალადიდის მცხოვრები ქ-ნი მზია ნატრიაშვილი, რომელმაც გაგვიწია გიდობა და გაგვაცნო მისი ყოვლედღიურობა

სრულად 
გაფართოებული შეხვედრა: იგპ და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალებისა და ახალგაზრდების გადაუდებელი საჭიროებები

გაფართოებული შეხვედრა გაიმართა იძულებით გადაადგილებული და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალებისა და ახალგაზრდების გადაუდებელი საჭიროებების მოგვარების მიზნით

სრულად 
შენი ქმარი ისეთი კარგი ბიჭია, ალბათ შენ ვერ აჩენ

ანა 54 წლისაა და მეუღლესთან 35 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ გადაწყვიტა, მოძალადე მეუღლისა და მისი ოჯახისთვის თავი დაეღწია

სრულად