გენდერული სიახლეები
ქალთა საინფორმაციო ცენტრმა გაფართოებული შეხვედრა გამართა
2022-12-21 13:18:04

ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, გაფართოებული შეხვედრა - „ქალთა პოლიტიკური მონაწილეობისა და გენდერული სტერეოტიპების შესახებ კვლევების პრეზენტაცია /კარგი პრაქტიკების გაზიარება“- გაიმართა. შეხვედრა პროექტის ფარგლებში, “ქალთა გაძლიერება და სრულფასოვანი მონაწილეობა ადგილობრივი გენდერული პოლიტიკის განხორციელებაში" ჩატარდა. 

ღონისძიების მიზანს წარმოადგენდა პროექტის ფარგლებში ჩატარებული კვლევების -  "გენდერული სტერეოტიპები და მავნე წეს-ჩვეულებები“ და „სავალდებულო გენდერული კვოტების მექანიზმის ზეგავლენა ადგილობრივი თვითმმართველობის პოლიტიკაზე“ - პრეზენტაცია; ამასთან, შეხვედრა მიზნად ისახავდა სამიზნე მუნიციპალიტეტებისა და ლიდერი ქალების თანამშრომლობის ხელშეწყობას. 

კვლევების პრეზენტაციას ესწრებოდნენ  ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილების მიმღები პირები, პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების და მედიის წარმომადგენლები.  ასევე, მონაწილეებს შორის იყვნენ  მუნიციპალიტეტებში მცხოვრები ლიდერი ქალები და  ქალთა საინფორმაციო ცენტრის კონკურსებში გამარჯვებული მონაწილეები. 

"ქალთა უფლებების გაძლიერების და მათი უფლებების დაცვის პროცესში,  ერთ-ერთი დამაბრკოლებელი სწორედ გენდერული სტერეოტიპებია. ღონისძიების ფარგლებში, მნიშვნელოვანი კვლევები წარმოვადგინეთ - ერთი, რომელიც სამიზნე მუნიციპალიტეტებში არსებულ გენდერულ სტერეოტიპებს ეხება და მეორე,  რომლითაც შევისწავლეთ ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის კუთხით არსებული სურათი. შევისწავლეთ ,ასევე,  ქალი პოლიტიკოსების მიერ, ამ პერიოდში, განხორციელებული საქმიანობები.  ჩვენი მიზანია, რომ, კიდევ ერთხელ, დავანახოთ საზოგადოებას, რა როლი აქვთ ქალებს პოლიტიკასა და საზოგადოებაში" -განაცხადა  ქალთა საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა, ელენე რუსეცკაიამ. 

კვლევების მნიშვნელობაზე ისაუბრეს  ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა და საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატებმა, რომლებიც დეტალურად გაეცნენ ქალთა საინფორმაციო ცენტრის მკვლევრების მიერ წარდგენილ პრეზენტაციებს. 

"ქალების უფლებების დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს ქვეყანაში, ბოლო პერიოდში, მთავრობამ ხელშესახები ნაბიჯები გადადგა ამ მიმართულებით და ჩვენ დავამტკიცეთ ორი სამოქმედო გეგმა - ერთი, რომელიც ეხება გენდერული თანასწორობას და ქალთა მიმართ ან/და ოჯახში ძალადობას, ხოლო მეორე #1325-ის რეზოლუციას. აქტიურად ვთანმშრომლობთ თვითმმართველობებთან იმისთვის, რომ ქალთა უფლებების დაცვა არ დარჩეს მხოლოდ ცენტრლურ დონეზე, არამედ ეს პოლიტიკა გატარდეს შემდეგ უკვე ადგილობრივ დონეზე. მივესალმებით, არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან, ნებისმიერ პროექტსა და აქტივობას ამ მიმართულებით" - განაცხადა ნიკო თათულაშვილმა, ადამიანის უფლებათა დაცვის აკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა. 

"მორიგი საინტერესო კვლევის შედეგებს გავეცანით. მნიშვნელოვანია, ზოგადად, კვლევასა და სანდო ინფორმაციაზე დაფუძნებული სხვადასხვა პროგრამის მომზადება და ამ ღნისძიებაზე ჩვენი დასწრება, მუნიციპალიტეტების დასწრება, იმისთვის, რომ თანხვედრაში იყოს კვლევები  იმ პროგრამებთან, რომელიც ხორციელდება.  მნიშვნელოვანია ეს წარმომადგენლობა, რომ ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის განსაზღვრული მიართულებები, რომელიც, მათ შორის, პოლიტიკის განსაზღვრას ემსახურება, თანხვედრაში იყოს." - განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ,  მზია გიორგიბიანმა.

"ქალების გაძლიერება და გენდერული თანასწორობა, რომელიც ეხება, ჩვენს ქვეყანაში, პოლიტიკაში ქალების ჩართვას, ის საკითხებია, რომლებიც 12-პუნქტიან რეკომენდაციებში შედის. მნიშნელოვანია ყველა იმ აქტორის ჩართულობა, რომელიც მუშაობს ქალების გაძლიერების მიმართულებით და მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესებში ქალი პოლიტიკოსები მაქსიმალურად ჩართულები ვიყოთ."- ხათუნა სამნიძე, პარლამენტის დეპუტატი. 

პროექტის მიზანია გენდერული სამართლიანობის გაუმჯობესება საქართველოში, ქალთა ლიდერობისა და პოლიტიკური მონაწილეობის სფეროებში. პროექტი დანიური ორგანიზაცია KVINFO-სა და დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.


 

ბოლო ამბები
კერძო სექტორში დასაქმებულებისთვის, სახელმწიფოს მიერ დეკრეტული შვებულების პერიოდში ანაზღაურება გაორმაგდება

2023 წლის 1 იანვრიდან, კერძო სექტორში დასაქმებულებისთვის, სახელმწიფოს მიერ დეკრეტული შვებულების პერიოდში ანაზღაურება გაორმაგდება და 2000 ლარი გახდება

სრულად 
მეთოდოლოგიური კრებული „ონლაინ რადიკალიზაციის პრევენცია"

კრებული „ონლაინ რადიკალიზაციის პრევენცია: მეთოდოლოგიური წინადადებები გერმანიიდან, საფრანგეთიდან და რუსეთიდან“ საერთაშორისო ექსპერტული საზოგადოების ერთობლივი მუშაობის შედეგია და მიზნად ისახავს ისეთი პრაქტიკული მეთოდოლოგიების შექმნას, რომელიც უზრუნველჰყოფს ახალგაზრდებში ონლაინ რადიკალიზაციის პრევენციას

სრულად 
 ღონისძიებები
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი ანალიტიკური სტატიების კონკურსს აცხადებს
სრულად 
 ანაზღაურებადი სტაჟირება ქალთა საინფორმაციო ცენტრში
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს კონკურს ბლოგების/ვლოგების/ფოტო რეპორტაჟების შექმნისთვის
სრულად 
 ვაკანსია: სოციალური მედიის მენეჯერი
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
კერძო სექტორში დასაქმებულებისთვის, სახელმწიფოს მიერ დეკრეტული შვებულების პერიოდში ანაზღაურება გაორმაგდება

2023 წლის 1 იანვრიდან, კერძო სექტორში დასაქმებულებისთვის, სახელმწიფოს მიერ დეკრეტული შვებულების პერიოდში ანაზღაურება გაორმაგდება და 2000 ლარი გახდება

სრულად 
ქალთა მიმართ ძალადობა: ეთნიკურ და რელიგიურ ჭრილში არსებული გამოწვევები

საქართველოს ტოლერანტობის ცენტრის ორგანიზებით,  ქალთა მიმართ ძალადობის, ეთნიკურ და რელიგიურ ჭრილში არსებული გამოწვევების შესახებ, კონფერენცია გაიმართა

სრულად 
ქალთა პოლიტიკური მონაწილეობისა და გენდერული სტერეოტიპების შესახებ კვლევების პრეზენტაცია

ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, გაფართოებული შეხვედრა - „ქალთა პოლიტიკური მონაწილეობისა და გენდერული სტერეოტიპების შესახებ კვლევების პრეზენტაცია /კარგი პრაქტიკების გაზიარება“- გაიმართა

სრულად