გენდერული სიახლეები
საქართველოს კანონში "გენდერული თანასწორობის შესახებ“ ცვლილებები შევიდა
2022-12-15 15:15:11

საქართველოს პარლამენტმა, მესამე მოსმენით, მიიღო გენდერული გავლენის ანალიზის (GIA) ინსტიტუციონალიზაცია, რომლის მიხედვით ყველა საკანონმდებლო ინიციატივის განმარტებით ბარათში დაემატება პუნქტი გენდერული თანასწორობის შესახებ, რომელიც ახსნის რა გავლენა აქვს ინიციატივას ქალებსა და კაცებზე.

ცვლილებები საქართველოს კანონში „გენდერული თანასწორობის შესახებ“ და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში - კანონპროექტით განისაზღვრა, რომ სახელმწიფო გარდა ფორმალური თანასწორობის განმტკიცებისა, უზრუნველყოფს ქალებსა და კაცებს შორის რეალური თანასწორობის დამკვიდრებას და ფაქტობრივი უთანასწორობის აღმოფხვრას.

ეს ხელს შეუწყობს საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის რეალიზებას, კერძოდ, სახელმწიფო პოლიტიკის დაგეგმვასა და განხორციელებას იმგვარად, რომ გარდა ქალსა და კაცს შორის De jure თანასწორობისა, პოლიტიკა ორიენტირებული იქნება De Facto უთანასწორობის აღმოფხვრაზე.

ბოლო ამბები
საქართველოს 20-ზე მეტი უნივერსიტეტი "რუსული კანონის" წინააღმდეგ

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ნაწილში, აუდიტორიები ცარიელია. სტუდენტები და ლექტორები გაფიცულები არიან და საპროტესტო აქციას უერთდებიან

სრულად 
უდიდესი საპროტესტო ტალღის მიუხედავად, საქართველოს პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო რუსული კანონი

უდიდესი საპროტესტო ტალღის მიუხედავად, საქართველოს პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო რუსული კანონი, რომელმაც რუსეთში გააქრო დემოკრატიული ინსტიტუტები და გაამყარა ვლადიმერ პუტინის რეჟიმი

სრულად 
 ღონისძიებები
 დანიის გენდერისა და თანასწორობის ცოდნის ცენტრი KVINFO აცხადებს მკვლევრის ვაკანსიას
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების კონკურსს
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
ბოლო არჩევნებზე ნახევარი მლნ ქალი არ მივიდა - როგორ ჩავრთოთ ემიგრანტები ხმის მიცემის პროცესში?

საქსტატის მონაცემებით, მხოლოდ 2023 წელს ქვეყნიდან გავიდა 245 064 მოქალაქე და შემოვიდა 205 857 მოქალაქე 

სრულად 
ქალთა მოძრაობამ თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში ქალთა მარში გამართა

ქალთა მოძრაობა ამბობს, რომ ქვეყანაში ამომრჩეველ 53% ქალს "რუსული კანონით" ვერ გააჩუმებენ და ეს კანონი ეხება ყველა ქალს

სრულად 
გენდერული კვოტირების გაუქმების კანონპროექტს პრეზიდენტმა ვეტო დაადო

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ვეტოს საკითხი გადაეცა იურიდიულ კომიტეტს. საბოლოოდ საკითხი პლენარულ სხდომაზე განიხილება

სრულად