გენდერული სიახლეები
მოძალადეს არანაირი შანსი აღარ აქვს, როცა მსხვერპლი გადარჩენას გადაწყვეტს
2022-12-13 12:43:26

იცით? ადრე ვერაფრით წარმოვიდგენდი, როგორ შეიძლებოდა ადამიანი  ძალადობის მსხვერპლი გამხდარიყო. ძალიან მოსიყვარულე ოჯახში გავიზარდე. ჩემს მშობლებს ერთმანეთი, ჯერ კიდევ სკოლაში შეუყვარდათ და მას მერე ერთად არიან. მამა მთელი ცხოვრება აღმერთებდა დედას და ჩემ გარშემოც, არასოდეს შევსწრებივარ ქალებთან ცუდად მოპყრობის ფაქტს. სწორედ ეს იყო ალბათ მიზეზი, თუ რატომაც ვისხლეტდი ხოლმე ნეგატიურ ინფორმაციას. კი თანავუგრძნობდი ძალადობა გამოვლილ ქალებს, მაგრამ სიტუაციის ბოლომდე აღქმა მიჭირდა. ვერაფრით ვხვდებოდი ან როგორ აირჩიეს ასეთი ადამიანი, ან დროულად როგორ ვერ მიატოვეს მეთქი?! ჯიუტად არ ვიხსნიდი ვარდისფერ სათვალეს და ღრმად მწამდა, რომ მე არასდროს არაფერი მსგავსი არ შემემთხვეოდა - მე ხომ ეს არ დამიმსახურებია? მაშინ არ მესმოდა, რომ მსხვერპლად ყოფნას არ სჭირდება კონკრეტული კრიტერიუმები. არ აქვს მნიშვნელობა მაღალი იქნები, დაბალი, დიასახლისი თუ კარიერისტი, ნაზი თუ ხისტი..., - ნესბისმიერ ადამიანს შეიძლება ეს შეგვემთხვას.

გარეშე პირებისთვის, ძალიან რთულია ამ ყველაფრის გაგება და სიმძიმის სრულად აღქმა. გვერდიდან, სხვისი ომის მოგება ძალიან მარტივი ჩანს და იმიტომ. მე ოთხ თვეზე ნაკლები ვიცხოვრე მოძალადესთან და დიახ, ამან ჩემი ცხოვრება სრულიად შეცვალა. 

სხვა ადამიანები ყოველთვის ვერ აცნობიერებენ, რომ საქმეები ურთიერთობის დასრულებისთანავე, ჯადოსნურად,  ჯოხის ერთი აქნევით არ წყდება. ძალადობის შედეგებთან გამკლავება შეიძლება ისევე გფიტავდეს, როგორც მოძალადესთან თანაცხოვრების პერიოდი. 

ჩემთვის ყველაზე  საშიში სიმართლის თქმის შიში იყო. ჩემი საყვარელი მოძალადე საერთო მეგობრების წრეში გავიცანი. როგორც მოძალადეების უმეტესობას ახასიათებს, ის ძალიან გალანტური, ქარიზმატული და მომხიბვლელი იყო. სწორედ ამან გამიმძაფრა შიში, რომ მე არავინ დამიჯერებდა. არავინ იცოდა როგორი იყო „ნიკა“ დახურულ კარს მიღმა. იმის შიში, რომ არ დამიჯერებენდნ და გამკიცხავდნენ, გადაულახავი მეგონა. ხმის ამოღების რისკი ძალიან დიდი მეჩვენებოდა და ამიტომაც ვდუმდი.

სამწუხაროდ, რამდენად რთულიც გადარჩენილთათვის მათ ისტორიაზე ხმამაღლა საუბარია, როგორც ჩანს, სოციუმისთვის ამის მოსმენა კიდევ უფრო რთულია.  ნებისმიერ შემთხვევაში, ხალხი მაინც ფიქრობს, რომ კარგია გადარჩენილების თავიდან მსხვერპლად ქცევა, მომხდარში დადანაშაულება და უბრალოდ არდაჯერება.

მე მაინც შევძელი და ხმა ამოვიღე. ჯერ ჩურჩულით და შიშით. დღეს კი, მე ვსაუბრობ ხმამაღლა, იმიტომ რომ მე ვარ ყველა, იმ ძალადობა გამოვლილი ქალის ხმა და ნუგეში, რომელსაც საუბრის ეშინია. 
და იცით რა მოხდა? იმაზე მეტი ძალა და მხარდაჭერა ვიგრძენი, ვიდრე ველოდი. ახლანდელი გადმოსახედიდან, სიმართლის გამჟღავნება არც ისე საშიში ჩანს.

დღეს უკვე დარწმუნებული ვარ, რომ მოძალადეს არანაირი შანსი აღარ აქვს, როცა მსხვერპლი გადარჩენას გადაწყვეტს. (რაე სმიტი)

ძალადობა ნამდვილად ცვლის ჩვენს ცხოვრებას. მოძალადე გპარავს შენს ხმას და საკუთარ თავზე საუბრის უნარს. კი, საკუთარი მეს დაბრუნება ნამდვილად შემზარავი პროცესია, მაგრამ ჩვენს სიტყვებს აქვს ძალა, ჩვენს ისტორიებს აქვს ძალა. ხმამაღლა საუბარი კი, პირველი ნაბიჯია თვითგადარჩენისკენ.

***

ბლოგი მომზადებულია ქალთა საინფორმაციო ცენტრის პროექტის “ქალთა გაძლიერება და სრულფასოვანი მონაწილეობა ადგილობრივი გენდერული პოლიტიკის განხორციელებაში“ ფარგლებში, რომელიც დანიური ორგანიზაცია KVINFO-სა და დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.

 

ნანა ჯინჭარაძე
ბოლო ამბები
ევროპარლამენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკომისიის პრეზიდენტად დაამტკიცა

ლაიენს მხარი 401-მა დეპუტატმა დაუჭირა, 284 წინააღმდეგი იყო, 15-მა კი თავი შეიკავა

სრულად 
რუსული კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციოს NGO-ებმა და მედიაორგანიზაციებმაც მიმართეს

სარჩლით მოთხოვნილია კანონის გაუქმება, გადაწყვეტილების მიღებამდე კი მისი მოქმედების შეჩერება.

სრულად 
 ღონისძიებები
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს - გენდერული დეზინფორმაცია
სრულად 
 პეკინის დეკლარაციისა და სამოქმედო პლატფორმის 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით სამოქალაქო საზოგადოებასთან კონსულტაციები გაიმართება
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს საინფორმაციო მასალების (ბლოგები/ვლოგები/ფოტო ამბები/სტატიები) კონკურსს
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
ევროპარლამენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკომისიის პრეზიდენტად დაამტკიცა

ლაიენს მხარი 401-მა დეპუტატმა დაუჭირა, 284 წინააღმდეგი იყო, 15-მა კი თავი შეიკავა

სრულად 
რობერტა მეცოლა ევროპარლამენტის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს

ევროპარლამენტის არჩევნების შემდეგ გამართულ პირველ პლენარულ სხდომაზე ევროპარლამენტის ახალმა შემადგენლობამ რობერტა მეცოლა 562 ხმით პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩია

სრულად 
სახალხო დამცველის მიმართვის საფუძველზე, ეუთო/ოდირმა სამართლებრივი დასკვნა მოამზადა გენდერული კვოტების გაუქმებასთან დაკავშირებით

დასკვნაში დეტალურად არის მიმოხილული საერთაშორისო ვალდებულებები პოლიტიკურ და საჯარო ცხოვრებაში გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის მიმართულებით, ასევე მოცემულია კონკრეტული რეკომენდაციები

სრულად