გენდერული სიახლეები
გოგონა, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ თოჯინებით თამაშობდა, ახლა საკუთარ შვილს ზრდის
2022-12-12 14:04:11

საქართველოში ბავშვთა ქორწინების მავნე პრაქტიკა დიდი ხნის განმავლობაში არსებობდა და სამწუხაროდ, ზოგჯერ დღესაც გვხვდება. 

საქართველოს კანონის ,,ბავშვის უფლებათა კოდექსის’’ მიხედვით, ბავშვს წარმოადგენს 18 წლამდე არასრულწოვანი. შესაბამისად, 18 წლამდე პირის ქორწინების შემთხვევაში, საქმე გვაქვს ბავშვის ქორწინებასთან, რომლის შედეგადაც ირღვევა ადამიანის უფლებები. მისი მსვერპლები ძირითადად პატარა გოგოები ხდებიან.  საქართველოს კანონმდებლობა კრძალავს 18 წლამდე ასაკის პირთა ქორწინებას, თუმცა ეს შეიძლება მოხდეს მალულად, ოფიციალური რეგისტრაციის გარეშე. ბავშვის ნებაზე ზემოქმედება ბევრად მარტივია, მან შესაძლოა ისე გადადგას ეს ნაბიჯი რომ არ ჰქონდეს გააზრებული მისი შედეგები, საკუთარი ასაკისა თუ გამოცდილების ნაკლებობის გამო. 

ქორწინება წარმოადგენს ქალისა და კაცის ნებაყოფლობით კავშირს, რომელიც უფლებრივ თანასწორობაზეა დამყარებული. სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, ქორწინების იძულება, როგორც რეგისტრირებულის, ასევე არარეგისტრირებულის წარმოადგენს დანაშაულს და ისჯება. აგრეთვე, დასჯადია სრულწლოვნის მიერ 16 წლის ასაკის მიუღწეველი პირის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევა ან გარყვნილი ქმედება. ამ შემთხვევაში, 16 წლამდე ასაკის პირის თანხმობას მნიშვნელობა არ ენიჭება. რაც სრულიად მართებულია, რადგან ამ ასაკში ბავშვი ფსიქიკურად არ არის ბოლომდე ჩამოყალიბებული და ხშირად ახასიათებს გადაწყვეტილების შეცვლა. მის ნებაზე ზემოქმედებაც გაცილებით მარტივია, განსაკუთრებით სრულწლოვნის მიერ. 
მიუხედავად პროგრესული კანონმდებლობისა, როდესაც არასრულწლოვანი გოგო დგამს ამ ნაბიჯს და ქორწინების რეგისტრირება შეგნებულად არ ხდება, ასეთი შემთხვევები იმალება.

სტერეოტიპები, მავნე ტრადიციები, მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა, განათლების ნაკლებობა - ეს ის ჩამონათვალია, რომელსაც ბავშვთა ქორწინებამდე მივყავართ.

ხშირად არასრულწლოვანი გოგონები დაუფიქრებლად და გაუაზრებლად ქორწინდებიან, რადგან მათ არ აქვთ საკმარისი ინფორმაცია საკუთარი უფლებების, სექსუალური განათლების, მოსალოდნელი რისკებისა და სირთულეების შესახებ. 

ზღაპრებში, რომელზეც ბავშვები იზრდებიან, როგორც წესი, ბედნიერი დასასრული პრინცზე დაქორწინებაა. მაგრამ არცერთ მათგანში არ წერია თუ როგორ წარიმართება ქორწინების მერე მათი ცხოვრება. გოგოებსაც ვარდისფერი სათვალე უკეთიათ და სჯერათ, რომ ყველაფერი ისეთი მარტივია, როგორც ზღაპრებშია აღწერილი. 

ყველაზე მძიმე და ტრაგიკული კი რაც ამ ყველაფერშია, არის ის, რომ ბავშვი კარგავს ბავშვობას. გოგო, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ თოჯინებით თამაშობდა, ახლა საკუთარ შვილს ზრდის. რის გამოც, თვითონ უწევს სწრაფად გაიზარდოს, აიღოს მთელი რიგი პასუხისმგებლობები, მოწყდეს სწავლა-განათლებას, საკუთარ მიზნებს და ოცნებებს, უარი თქვას მათზე. ჯერ კიდევ თვითონ ბავშვი არ არის მზად არც ფიზიკურად, არც ფსიქოლოგიურად და არც ეკონომიკურად თავი გაართვას მასზე დაკისრებულ მოვალეობებს. ამიტომ აქამდე მშობლებზე დამოკიდებული ბავშვი, მეუღლეზე ხდება დამოკიდებული. რაც უფრო ზრდის მათ მოწყვლადობას ძალადობის მიმართ. კაცს მეტად უჩნდება მესაკუთრეობის განცდა გოგოზე. 

განათლებას უდიდესი როლი აქვს თითუელი ადამიანის წარმატებული და ბედნიერი მომავლისთვის. სკოლის ასაკში დაოჯახებული გოგოთა უმეტესობა ზოგად განათლებასაც ვერ ასრულებს. ასევე, რჩება უმაღლესი განათლების გარეშე. ამის გამო, მათთვის ბევრი შესაძლებლობის კარი დახურული რჩება. მათ აღარ ეძლევათ ვრცელი ასპარეზი, რათა დაკავდნენ საკუთარი საქმით, მოიპოვონ მატერიალური კეთილდღეობა და დამოუკიდებლობა.

ადრეული ქორწინება ჯანმრთელობისთვისაც დამაზიანებელია. მოზარდობის ასაკში ორსულობა და მშობიარობა გოგოს ბევრი გართულების წარმოქმნის რისკის წინაშე აყენებს, რადგან 18 წლამდე ასაკში ორგანიზმი ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე მომწიფებული და ჩამოყალიბებული.

ერთიანად თავს დამტყდარი ბევრი გამოწვევა და პრობლემა ბავშვის ფსიქიკურ მდგომარეობაზეც უარყოფითად აისახება, რასაც ხშირად მოსდევს დეპრესია და მენტალური ჯანმრთელობის სხვა პრობლემები. 

საბოლოო ჯამში, ადრეულ ქორწინების შედეგები ცხოვრების ყველა ასპექტზე მოქმედებს, რის შედეგადაც ირღვევა ბავშვის საუკეთესო ინტერესები. 

ბავშვობა განუმეორებელი პერიოდია, ნუ ეცდებით სწრაფად შეწყვიტოთ ის. დავაცადოთ ბავშვებს იყვნენ ბავშვები და აიხდინონ საკუთარი ოცნებები. 

***

ბლოგი მომზადებულია ქალთა საინფორმაციო ცენტრის პროექტის “ქალთა გაძლიერება და სრულფასოვანი მონაწილეობა ადგილობრივი გენდერული პოლიტიკის განხორციელებაში“ ფარგლებში, რომელიც დანიური ორგანიზაცია KVINFO-სა და დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება

გვანცა ჩიქოვანი
ბოლო ამბები
ბოლო არჩევნებზე ნახევარი მლნ ქალი არ მივიდა - როგორ ჩავრთოთ ემიგრანტები ხმის მიცემის პროცესში?

საქსტატის მონაცემებით, მხოლოდ 2023 წელს ქვეყნიდან გავიდა 245 064 მოქალაქე და შემოვიდა 205 857 მოქალაქე 

სრულად 
საქსტატი: 2023 წელს, წინა წელთან შედარებით ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა

2023 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 95.6 პროცენტით მეტია, ხოლო იმიგრანტების რიცხოვნობა 14.5 პროცენტით გაიზარდა და 205 857 კაცი შეადგინა

სრულად 
 ღონისძიებები
 დანიის გენდერისა და თანასწორობის ცოდნის ცენტრი KVINFO აცხადებს მკვლევრის ვაკანსიას
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების კონკურსს
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
ბოლო არჩევნებზე ნახევარი მლნ ქალი არ მივიდა - როგორ ჩავრთოთ ემიგრანტები ხმის მიცემის პროცესში?

საქსტატის მონაცემებით, მხოლოდ 2023 წელს ქვეყნიდან გავიდა 245 064 მოქალაქე და შემოვიდა 205 857 მოქალაქე 

სრულად 
ქალთა მოძრაობამ თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში ქალთა მარში გამართა

ქალთა მოძრაობა ამბობს, რომ ქვეყანაში ამომრჩეველ 53% ქალს "რუსული კანონით" ვერ გააჩუმებენ და ეს კანონი ეხება ყველა ქალს

სრულად 
გენდერული კვოტირების გაუქმების კანონპროექტს პრეზიდენტმა ვეტო დაადო

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ვეტოს საკითხი გადაეცა იურიდიულ კომიტეტს. საბოლოოდ საკითხი პლენარულ სხდომაზე განიხილება

სრულად