გენდერული სიახლეები
Baby shower - ქართულად
2022-12-12 13:17:57

შენ გოგო გინდა თუ ბიჭი?- ეს კითხვა დავსვი და უცბად ვიგრძენი მთელი ამ შეკითხვის სიმძიმე.

რას ნიშნავს გოგო მიდნა და ბიჭი არა, ან ბიჭი მინდა და გოგო არა. რით ვთრგუნავთ ახალი სიცოცხლის მოლოდინის სიხარულს?

პირველი სერია:

ემოციური დღეა. ყველა ბედნიერია. ყველაფერი ბრჭყვიალა, წინასწარ დაგეგმილი. მეგობრები, მშობლები, ნათესავები, მეზობლები ელოდებიან გოგო გეყოლება თუ ბიჭი. წინასწარ მომზადებულ დეკორაციებთან ფოტოებს იღებენ მოწვეული სტუმრები, დღის ბოლოს სოციალური ქსელები აჭრელდება ფოტოებით და მოლოცვებით. ერთ-ერთი სტუმარი ვიდეოს იღებს, ყველა სტუმარს ეკითხება გოგოს მოლოდინი აქვს თუ ბიჭის.

მოლოდინები როგორ ნაწილდება? დიახ, როგორც თქვენ ფიქრობთ.

"მთავარია ჯანმრთელი იყოს" - ბებო ჩუმად იძახის.

მეორე სერია:

დიდი შავი ბუშტი, რომელზეც კითხვის ნიშანია გამოსახული, გახეთქეს გულის ფანცქალითა და ემოციებით- გოგოა. მამა იღიმის -  შემდეგი ხომ იქნება ბიჭი? დედა ბედნიერია, თუმცა შორიდან ჩაესმის ხმები. ჯერ პირველი ბავშვის მოლოდინშია და უკვე მეორე ორსულობაზე საუბრობენ. მამის ძმაკაცები ღლაბუცობენ, იცინიან, ულოცავენ, მაგრამ თან "საღადაო თემა’’ მიეცათ. ჩემი ბიჭი დაიცავს, "არ ინერვიულო შენ"- მიაძახა ერთ-ერთმა ახლო მეგობარმა მამას. გაიცინა ყველამ.

გოგოს მეგობრები ხტიან, უხარიათ და უკვე ბჭობენ, როგორ გამოპრანჭავენ პატარა გოგოშკას...

ახლა გოგოს სქესის აღმნიშვნელ დეკორაციებთან მხოლოდ გოგონები იღებენ ფოტოებს.

გულის სიღრმეში შეიძლება მამასაც ძალიან უხარია, რომ გოგოს მამა გახდება, მაგრამ ამის ხმამაღლა თქმა არ იქნება მისაღები დამსწრე საზოგადოებისთვის.

ბაბუა ნერვიულობს "გვარის გამგრძელებელი" რომ არ ჰყავს, მაგრამ თან გულს იმშვიდებს, რომ სამაგიეროდ გოგო თბილი იქნება და მოეფერება სიბერეში.

ბებია ჩუმად ზის და მილოცვებს იღებს...

მე ვფიქრობ, ნეტავ, რომ გაიზრდება ჯერ არ დაბადებული გოგო, რას მოუყვებიან ამ დღესთან დაკავშირებით?

ვის გაუხარდა და ვის არა, მაგრამ ფაქტია, რომ გოგო დაიბადება! მაგრამ რას ამბობენ ნეტა იმ გოგოებზე, რომლებიც ვერ მივიდნენ Baby shower-მდე და ე.წ ექოსკოპიის შემდეგ გაქრნენ?

რამხელა სევდაა დიდი სიხარულის უკან.

***

ბლოგი მომზადებულია ქალთა საინფორმაციო ცენტრის პროექტის “ქალთა გაძლიერება და სრულფასოვანი მონაწილეობა ადგილობრივი გენდერული პოლიტიკის განხორციელებაში“ ფარგლებში, რომელიც დანიური ორგანიზაცია KVINFO-სა და დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება

ნინო აბულაძე
ბოლო ამბები
კერძო სექტორში დასაქმებულებისთვის, სახელმწიფოს მიერ დეკრეტული შვებულების პერიოდში ანაზღაურება გაორმაგდება

2023 წლის 1 იანვრიდან, კერძო სექტორში დასაქმებულებისთვის, სახელმწიფოს მიერ დეკრეტული შვებულების პერიოდში ანაზღაურება გაორმაგდება და 2000 ლარი გახდება

სრულად 
მეთოდოლოგიური კრებული „ონლაინ რადიკალიზაციის პრევენცია"

კრებული „ონლაინ რადიკალიზაციის პრევენცია: მეთოდოლოგიური წინადადებები გერმანიიდან, საფრანგეთიდან და რუსეთიდან“ საერთაშორისო ექსპერტული საზოგადოების ერთობლივი მუშაობის შედეგია და მიზნად ისახავს ისეთი პრაქტიკული მეთოდოლოგიების შექმნას, რომელიც უზრუნველჰყოფს ახალგაზრდებში ონლაინ რადიკალიზაციის პრევენციას

სრულად 
 ღონისძიებები
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი ანალიტიკური სტატიების კონკურსს აცხადებს
სრულად 
 ანაზღაურებადი სტაჟირება ქალთა საინფორმაციო ცენტრში
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს კონკურს ბლოგების/ვლოგების/ფოტო რეპორტაჟების შექმნისთვის
სრულად 
 ვაკანსია: სოციალური მედიის მენეჯერი
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
კერძო სექტორში დასაქმებულებისთვის, სახელმწიფოს მიერ დეკრეტული შვებულების პერიოდში ანაზღაურება გაორმაგდება

2023 წლის 1 იანვრიდან, კერძო სექტორში დასაქმებულებისთვის, სახელმწიფოს მიერ დეკრეტული შვებულების პერიოდში ანაზღაურება გაორმაგდება და 2000 ლარი გახდება

სრულად 
ქალთა მიმართ ძალადობა: ეთნიკურ და რელიგიურ ჭრილში არსებული გამოწვევები

საქართველოს ტოლერანტობის ცენტრის ორგანიზებით,  ქალთა მიმართ ძალადობის, ეთნიკურ და რელიგიურ ჭრილში არსებული გამოწვევების შესახებ, კონფერენცია გაიმართა

სრულად 
ქალთა საინფორმაციო ცენტრმა გაფართოებული შეხვედრა გამართა

ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, გაფართოებული შეხვედრა - „ქალთა პოლიტიკური მონაწილეობისა და გენდერული სტერეოტიპების შესახებ კვლევების პრეზენტაცია /კარგი პრაქტიკების გაზიარება“- გაიმართა

სრულად