გენდერული სიახლეები
რაზე ფიქრობენ "ყოვლისშემძლე დიდი კაცები’’?
2022-12-09 15:11:36

ნისლიანმა, ჩუმმა და თითქოს მოწყენილმა საღამომ, ბევრ რამეზე შეიძლება დაგაფიქროს. ნაშუადღევს, მაღაზიაში ვიყავი გასული. მაღაზიის მიმდებარე ტერიტორია ყველაზე ხალხმრავალი ადგილია ზაფხულში, თუმცა ახლა, მხოლოდ ჩემი კლასელი დამხვდა. ახალგაზრდა გოგო ჩაფიქრებული იჯდა. განცდა გამიჩნდა, რომ ორივეს ერთი და იგივე ფიქრები გვქონდა. თითქოს უხმოდ გავიგეთ ერთმანეთის სათქმელი...

მაღაზიიდან ვბრუნდებოდი, როცა ჩემს წინ ჩემი ბავშვობის დიდი მეგობარი, მერი ბებო, ნელა და მძიმედ მიაბიჯებდა ჩვენს ორღობეში. დიდ ქვებზე მარტივად გადასვლა უკვე უჭირს. ეზოსთან რომ მივიდა, -შეისვენა, კარგად შეავლო თვალი წყლით სავსე თხრილს და მერე თითქოსდა დარწმუნებით, მოკრიბა მთელი ძალ-ღონე და გადააბიჯა ისე, რომ შეძლო და არ ჩავარდა. შევიდა სახლში... გზა განვარგრძე....

მოვედი... თითქოს ერთი ჩვეულებრივი საღამოა... ნათია შემოვიდა, ჩვენი მეზობელი. აღტაცებით ჰყვებოდა როგორ გეგმავენ საბავშვო ბაღში საახალწლო ზეიმს, როგორ უხარია მის სამივე შვილს ახალი წლის მოახლოვება და ამ სიცილნარევ მოყოლაში, ერთი კი ამოიკვნესა, -თითო ბავშვზე 5 ლარს აგროვებენ საახალწლოდ და 15 ლარი ჩემს დას უნდა ვთხოვო ხელფასზე, იქნებ გაახაროს ჩემი პატარებიო.

იქვე მოჰყვა, მეორე უბნიდან ლელა როგორ წავიდა სამუშაოდ საბერძნეთში და როგორ შეჰხაროდნენ მეზობელი ქალები მის ბედს - რა ბედნიერია, თავი დააღწია აქაურობასო, ის კი არავის წამოსცდენია, რომ კიდევ 2 შვილი გაიზრდება დედის გარეშე. 
რამდენ რამეს ვხედავთ, ხანდახან არც ვფიქრობთ და არც ვამბობთ...

ყველას გვტკივა, მაგრამ ყველას გვიმძიმს მოყოლა იმის თუ რა გვტკივა. ვისთან მიდის ჩვენი ტკივილები? ამ ფიქრებზე სულ ბებიაჩემის სიტყვები მახსენდება, თავდაჯერებით იტყოდა ხოლმე: „ოო მაი დიდი კაცი ყოფილაო’’. ამ ფრაზის გავლენით, მეგონა, რომ ყველა პოლიტიკოსი ყოვლისშემძლე იყო, ყველაფერი შეეძლოთ თავიანთი ,,დიდი კაცობით’’, რასაც კი მოინდომებდნენ. მონდომება, თორემ მთებს გადადგამდნენ ხალხის სასიკეთოდ... 

გამახსენდა ჩვენი სოფლის რწმუნებული. ისეთი კაცია, სათქმელად ცუდად ჟღერს, მაგრამ ჯმუხი და საშიში სახე აქვს. ვიფიქრე, მივიდე და გელას დაველაპარაკო, როგორ სჭირდებათ ბავშვებს საახალდლოდ 15 ლარი, ბებია როგორ ვერ მიდის სახლამდე უსაფრთხოდ, ქალები როგორ გარბიან  და ჩვენსას აღარ დაედგომებათ. კი, ვწერ... და მე თვითონ ვხედავ გელას  "შეშფოთებულ" სახეს, რომელიც ჩემი გამობრუნების შემდეგ ირონიულ გამომეტყველებად იცვლება. 

უცბად სიბრაზე მომდის: სად არიან "ის დიდი კაცები"? ან რატომ მაინდამაინც კაცები??? მეც ხომ შემიძლია ვიყო "დიდი ქალი’’!

მაგრამ მეც ამ სოფლის ნაწილი ვარ, ჩემი ისტორიით. დავამთავრე სკოლა და სხვა ჩემ 4 თანატოლთან ერთად შემოვრჩი სოფელს. ოჯახს ვეხმარები, ზაფხულში დილით  6 საათზეც კი ვდგები, მაგრამ უკვე მესამე წელია არაფერი იცვლება,  გეგმებიც არ მაქვს, ალბათ ისევ საახალწლოდ მოსული ნათესავები შემაქებენ, რომ ყოჩაღი გოგო ვარ, როგორ მხარში ვუდგავარ ოჯახს და სხვის ოჯახსაც როგორ გაუხარდება ჩემი შესვლა.

ბლოგის წერა დავიწყე,  მაგრამ ემოციებმა მძლიეს.  ვფიქრობ, ვფიქრობ... მაგრამ ნეტავ რაზე ფიქრობენ "ის ყოვლისშემძლე დიდი კაცები"?

ახლა დავიძინებ, დილით გავიღვიძებ, ოჯახს მივეხმარები და ჩემს ფიქრებში ყოველთვის ვეცდები გავხდე "ყოვლისშემძლე დიდი ქალი’’.

***

ბლოგი მომზადებულია ქალთა საინფორმაციო ცენტრის პროექტის “ქალთა გაძლიერება და სრულფასოვანი მონაწილეობა ადგილობრივი გენდერული პოლიტიკის განხორციელებაში“ ფარგლებში, რომელიც დანიური ორგანიზაცია KVINFO-სა და დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება. 

 

ნანა გამყრელიძე
ბოლო ამბები
გენდერული კვოტირების გაუქმების კანონპროექტს პრეზიდენტმა ვეტო დაადო

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ვეტოს საკითხი გადაეცა იურიდიულ კომიტეტს. საბოლოოდ საკითხი პლენარულ სხდომაზე განიხილება

სრულად 
ვინ დაუჭირა „აგენტების კანონს“ მხარი პირველი მოსმენით

საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების კანონი, რომელსაც ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. კანონპროექტს მხარი დაუჭირა 83-მა დეპუტატმა

სრულად 
 ღონისძიებები
 დანიის გენდერისა და თანასწორობის ცოდნის ცენტრი KVINFO აცხადებს მკვლევრის ვაკანსიას
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების კონკურსს
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
გენდერული კვოტირების გაუქმების კანონპროექტს პრეზიდენტმა ვეტო დაადო

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ვეტოს საკითხი გადაეცა იურიდიულ კომიტეტს. საბოლოოდ საკითხი პლენარულ სხდომაზე განიხილება

სრულად 
სამოქალაქო ორგანიზაციების განცხადება

სავალდებულო გენდერული კვოტის გაუქმება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციაში ასახულ ხალხის ნებას, არღვევს ქალთა უფლებებს და აფერხებს ევროინტეგრაციის პროცესს

სრულად 
ომბუდსმენი კვოტების გაუქმებაზე: უგულებელვყოფთ ქალების მრავალწლიანი ბრძოლის შედეგებს

საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება და უარყოფითად აფასებს საქართველოს პარლამენტში ინიციირებულ კანონპროექტს, რომლის მიზანიც საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანის გზით გენდერული კვოტირების გაუქმებაა

სრულად