გენდერული სიახლეები
სექსუალური განათლება, როგორც ძალადობის მავთულხლართებისგან განთავისუფლების საშუალება
2022-12-09 11:06:09

საქართველო ეს არის ქვეყანა, რომელშიც ჩვენ ადამიანები ხშირად ვამაყოფთ წარსულით, წარსულის ისტორიით, ტრადიციებით, ჩვენი კულტურით, ენითა თუ ბუნებით, თუმცა ხშირად გვავიწყდება, რომ მხოლოდ წარსული არ ქმნის ჩვენს ისტორიას, არამედ ჩვენი ისტორიის განუყოფელი ნაწილია აწმყოც, სადაც ვცხოვრობთ, ვვითარდებით და ვყალიბდებით ინდივიდებად. აწმყო კი არც თუ ისე საამაყო და მოსაწონი გვაქვს. 

ჩვენ გვკლავენ, მოძალადე კაცები ქალებზე ძალადობენ.

საქართველოში ეს პრობლემა დიდია, ვრცელია, მისი ფესვები ჩვენს საზოგადოებაში ღრმად გადგმულია, მაგრამ ჩვენ ყველამ ერთად და ცალ-ცალკე უნდა დავიწყოთ ფემიციდის შემთხვევებთან ბრძოლა. მთავარი ამ ბრძოლაში არის ის, რომ ჩვენ კაცებმავე ჩვენზე არსებული სტერეოტიპები დავამსხვრიოთ, დიახ მეც ვტირი და დიახ მეც ემოციური ვარ, დიახ მეც მიყვარს ფერადი ტანსაცმელი, დიახ მეც ვალაგებ სახლს, დიახ კაცებიც მონაწილეობენ შვილის აღზრდაში, დიახ თითოეული ჩვენგანის ხმა მნიშვნელოვანია ქალთა უფლებების დაცვის გზაზე, რადგან ჩვენთვითონვე ხელი შევუწყოთ ჩვენივე საზოგადოებაში ფესვგადგმული პატრიარქალური წყობის ნგრევას.

ჩვენი საზოგადოება ძალიან ჰგავს იმ პატარა ბავშვს, რომელიც თეფშს დაამტვრევს და მერე ამის დაბრალებას სხვაზე ცდილობს, არა და ეს თეფში ჩვენ ყველამ ერთად დავამტვრიეთ, ყველამ ერთად დავლეწეთ ჩვენივე დუმილით.

დავლეწეთ თეფში, რომლის ნამთელებისგან ისევ მთელის აწყობას ვცდილობთ, მაგრამ მთელი აღარ გამოდის. ასე იქცევიან ჩვენი ნათესავები, მეზობლები და გარშემომყოფები, რათა სხვის თვალში დამალონ ძალადობა, დამტვრეული თეფშის გამთელებას ცდილობენ. რეალურად კი დამტვრეული ნაწილების შეერთებით კვლავ ახალ ძალადობას დადებენ. ის ერთხელ დაიფშვნა ვეღარ გამთელდება, ამიტომ ძალადობაზე თვალის დახუჭვა, სხვისთვის მოწოდებაა, რომ თვალი დახუჭოს ძალადობაზე. ასე მივდივართ ძალადობამდე, თვალის დახუჭვით, ჩვენი მეზობლების მოსმენით, მათი წახალისებით, რომ მოძალადესთან უნდა იცხოვროთ. არა მეგობრებო, მოძალდესთან ერთი წუთით გაჩერება თქვენი საყვარელი ადამიანის სტრესს უდრის, ამიტომ არ უნდა შეეგუოთ ძალადობას.

მთავარი პრობლემის ფესვები კი განათლებაშია, განათლებაში, რომელიც არ არის ორინეტირებული ადამიანის უფლებების დაცვასა და განვითარებაზე, განათლება, რომელიც აუცილებლად საჭიროებს სექსუალური განათლების შემოტანას
ბოლო დროს ხშირად ვსაუბრობ სექსუალური განათლების მნიშვნელობასა და როლზე, დღესაც ამ დღეს ამ საკითხს გვერდს ვერ ავუვლი, რადგან სექსუალური განათლება მესახება პრობლემის შემცირების ერთ-ერთ გზად, სწორედ იმიტომ, რომ :

ეს არის ახალგაზრდების ცოდნით, უნარებით, ღირებულებებითა და ფასეულობებით უზრუნველყოფა ;

სწორედ სექსუალური განათლება არის გზა, რომელიც ეხმარება ინდივიდს მშვიდად გაუმკლავდეს, აღიქვას, გაიაზროს, გაანალიზოს და პრევენცია მოახდინოს გენდერული სტერეოტიპების ;

გარდა ამისა, სექსუალური განათლება არის ბერკეტი, რომლითაც შემცირდება არასასურველი ორსულობის რიცხვი, სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების გავრცელება ;

რაც მთავარია, ჩვენ ყველა ერთად შევძლებთ სწორად გადავამუშავოთ ცრუ და ურთიერთგამომრიცხავი გზავნილები სექსუალურ ურთიერთობებთან დაკავშირებით ;

და დიახ, ამ თემებზე საუბარი არასდროს არის ადრე, არც გაზრდა და დაფრთიანება სჭირდება.

პოლიტიკის ყველა ეტაპზე უნდა დადგეს აქტიურად საკითხის განხილვა, ვისაუბროთ ყველამ ერთად, რადგან რაც უფრო გვიან დავიწყებთ პრობლემის მოგვარებას მით უფრო გვიან მივიღებთ მის შედეგს.

პოლიტიკა ეს არის სისტემა, რომელშიც ყოველი ერთი ჯაჭვი მეორეს ებმის, ყოველი ერთი არასწორი სისტემური ცვლილება იწვევს სრულიად სისტემის შენელებას და მისთვის აუცილებელი მთავარი ორი ფაქტორის - მდგრადობისა და სტაბილზიაციის მოშლას, ამიტომ ჩვენ უნდა დავიწყოთ პოლიტიკის აგრერირების ეტაპზე ამ თემებზე საუბარი, რადგან ჩვენ ყველას, ყოველდღე, კიდევ ერთი მოძალადე, თითოეულ ჩვენგანს სიცოცხლეს ართმევს და გვახსოვდეს, რომ ყოველი ქალის წართმეული სიცოცხლე ჩვენი კაცების კისერზეა, და როგორც საუბრის დასაწყისში ვთქვი დიახ ჩვენ ყველამ ერთად უნდა დავამსხვრიოთ და დავანგრიოთ ჩვენივე საზოგდოებაში არსებული პატრიარქალური წყობა, რომლის ერთ-ერთი ნაწილი და ფემიციდის შეჩერების ნაბიჯი სწორედ სკოლებში სექსუალური განათლების დანერგვაა.

***

ბლოგი მომზადებულია ქალთა საინფორმაციო ცენტრის პროექტის “ქალთა გაძლიერება და სრულფასოვანი მონაწილეობა ადგილობრივი გენდერული პოლიტიკის განხორციელებაში“ ფარგლებში, რომელიც დანიური ორგანიზაცია KVINFO-სა და დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.

 

ვანო გომურაშვილი
ბოლო ამბები
გენდერული კვოტირების გაუქმების კანონპროექტს პრეზიდენტმა ვეტო დაადო

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ვეტოს საკითხი გადაეცა იურიდიულ კომიტეტს. საბოლოოდ საკითხი პლენარულ სხდომაზე განიხილება

სრულად 
ვინ დაუჭირა „აგენტების კანონს“ მხარი პირველი მოსმენით

საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების კანონი, რომელსაც ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. კანონპროექტს მხარი დაუჭირა 83-მა დეპუტატმა

სრულად 
 ღონისძიებები
 დანიის გენდერისა და თანასწორობის ცოდნის ცენტრი KVINFO აცხადებს მკვლევრის ვაკანსიას
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების კონკურსს
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
გენდერული კვოტირების გაუქმების კანონპროექტს პრეზიდენტმა ვეტო დაადო

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ვეტოს საკითხი გადაეცა იურიდიულ კომიტეტს. საბოლოოდ საკითხი პლენარულ სხდომაზე განიხილება

სრულად 
სამოქალაქო ორგანიზაციების განცხადება

სავალდებულო გენდერული კვოტის გაუქმება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციაში ასახულ ხალხის ნებას, არღვევს ქალთა უფლებებს და აფერხებს ევროინტეგრაციის პროცესს

სრულად 
ომბუდსმენი კვოტების გაუქმებაზე: უგულებელვყოფთ ქალების მრავალწლიანი ბრძოლის შედეგებს

საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება და უარყოფითად აფასებს საქართველოს პარლამენტში ინიციირებულ კანონპროექტს, რომლის მიზანიც საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანის გზით გენდერული კვოტირების გაუქმებაა

სრულად