გენდერული სიახლეები
სუპერ გმირი მოძალადე
2022-12-06 11:17:24

ბავშვობაში ყველა გოგო წარმოიდგენს ხოლმე სუპერ გმირებს. სუპერ გმირებს დიდი მოსასხამით, რომელსაც ბოროტების დროს გადაგვაფარებენ და სამყაროში არსებული საფრთხეებისგან დაგვიცავენ.

ჩვენ ასე ვიზრდებოდით, ამ სცენარის ანიმაციური ფილმებით, ზღაპრებით, ასეთ სათავგადასავლო ამბებს გვიყვებოდნენ. გონებაში ყოველთვის წარმოვიდგენდით მეორე ადამიანს, რომელიც თავად გვიპოვიდა, განსაცდელისგან დაგვიხსნიდა, ხელს ჩაგვკიდებდა და "ვიცხოვრებდით დიდხანს და ბედნიერად". მერე ზღაპრები დავივიწყეთ და სუპერ გმირების ძებნა რეალობაში დავიწყეთ.

გოგოობაში გვეუბნებოდნენ, რომ მეორე ნახევარი სწორად უნდა შეგვერჩია, უნდა ყოფილიყო ჭკვიანი, წარმატებული, ძლიერი, რომ კარგად ეზრუნა ჩვენზე, ზამთარში თბილი ტანსაცმელი და ზაფხულში მთა და ბარი არ მოგვკლებოდა, ჩვენც ბავშვობიდან ამ „გადამრჩენელს“ ველოდებოდით.

მერე ვიპოვეთ ბიჭები და მათგან სუპერ გმირების ხატები შევქმენით, ზოგის მოლოდინები მეტ-ნაკლებად გამართლდა, ზოგიერთთან კი, სამწუხაროდ, ზღაპარი ერთ საშინელ ეპიზოდში გაიჭედა, რომელშიც სუპერ გმირი მოძალადედ იქცა. ზღაპრების ასაკში ამას ყველაზე მისტიკურ სცენარშიც ვერ წარმოიდგენდით ხომ?

სუპერ გმირების მოძალადედ გადაქცევა და ქალების პიროვნული კვდომა ნელ პროცესად წარმომიდგენია, და დიახ, მოძალადეებსაც დრო სჭირდებათ, რომ კარგად გამოიკვებონ ქალების თავისუფალი ენერგიით, ფსიქოლოგიურად დასტრესონ, უსუსურობა შეუსისხლხორცონ და დააჯერონ, რომ ზუსტად ასეთი ცხოვრებისთვის დაიბადნენ, რომ დახმარების ხელს არავინ გამოუწვდით.

ძალადობის ეპიზოდებზე აქ უნდა გავჩერდეთ და დასაწყისში დავბრუნდეთ, სადაც სინამდვილეში ამ ბლოგის მთავარი ამბავი იწყება. იმ ასაკში უნდა დავბრუნდეთ, რომელშიც ვერასდროს წარმოვიდგენდით, რომ ჩვენ სულიერ სამყაროს ვინმე ჯინის ბოთლში გამოკეტავდა. ეს ამბავი მანამდე ხდება, სანამ ჩვენი სუპერ გმირი კვდომას დაიწყებს და ჩვენც მოგვკლავს.

ჩვენ ჯერ კიდევ მაშინ გვასწავლეს მორჩილება, როცა მეზობელმა ახლადდაბადებულებს "გოგოებისთვის განკუთვნილი" საჩუქარი მოგვიტანა, როცა სკოლაში კაბები ჩაგვაცვეს, გვასწავლეს, რომ რაღაც მხოლოდ იმიტომ უნდა გვეკეთებინა ან არ გვეკეთებინა, რომ გოგოებად დავიბადეთ. 

"მოთხრობები გოგოებისთვის" და "მოთხრობები ბიჭებისთვის" არ შეგხვედრიათ? მერე პროფესიის არჩევის დრო მოვიდა და ბიძამ, ბებიამ, ბიცოლამ და ბაბუამ გადაწყვიტეს, რომ  "ეს გოგოსთვის შესაფერისი“ პროფესიაა და აქ ოცნებები შეზღუდული გვაქვს. ვერ გაამტყუნებ, ომგამოვლილ, ჭირ-ვარამ გამოვლილ თაობას გენდერულ თანასწორობასა და ახალ შესაძლებლობებზე ფიქრის დრო უბრალოდ არ ჰქოდა. მათაც ასე ასწავლეს, ისინიც ამგვარად გაზარდეს და თითქოს, მემკვიდრეობასავით გადმოგვცემდნენ ხოლმე ტრადიციაამოფარებულ მცდარ შეხედულებებს. არავინ გვითხრა, რომ სუპერ გმირები არ არსებობენ და თუ არსებობენ, ის მხოლოდ საკუთარ თავებში უნდა ვეძებოთ.

მთავარი გმირების საკუთარ თავში აღმოჩენა მგონია სიძლიერის ყველაზე დიდი გარანტი და ეს ზუსტადაც, ბავშვობიდან უნდა დაიწყოს. თუ არ მოვძებნით კაცებში მოსასხამიან მანათობელ პერსონაჟებს, მერე ნაკლოვანებებზე თვალის დახუჭვა არ მოგვიწევს სტანდარტულ შემთხვევებში და როცა საქმე მოძალადესთან გვექნება, ჩვენი „ჯადოსნური მოსასხამი“, ჩვენივე სუპერ ძალა, საკუთარი თავის რწმენა დაგვეხმარება.

საკუთარი ძლიერი თავი დაგვეხმარება, არ მივიღოთ ჩაგვრა, არ დავუჯეროთ იმ გამიზნულ ზეწოლას, რომელსაც მოძალადე კაცები ქალებს თავზე ახვევენ. იოცნებეთ მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი თავის საუკეთესო ვერსიაზე, ძლიერი, თანასწორი ქალობისთვის ბრძოლა ბავშვობიდან იწყება.

***

ბლოგი მომზადებულია ქალთა საინფორმაციო ცენტრის პროექტის “ქალთა გაძლიერება და სრულფასოვანი მონაწილეობა ადგილობრივი გენდერული პოლიტიკის განხორციელებაში“ ფარგლებში, რომელიც დანიური ორგანიზაცია KVINFO-სა და დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება. 

ქრისტინა ასლამაზაშვილი
ბოლო ამბები
ვინ დაუჭირა „აგენტების კანონს“ მხარი პირველი მოსმენით

საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების კანონი, რომელსაც ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. კანონპროექტს მხარი დაუჭირა 83-მა დეპუტატმა

სრულად 
სამოქალაქო პლატფორმა მშვიდობისთვის: განცხადება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით

სამოქალაქო პლატფორმა მშვიდობისთვის, რომელიც მშვიდობის მშენებლობის საკითხზე მომუშავე 60-ზე მეტ საზოგადოებრივ ორგანიზაციასა და დამოუკიდებელ ექსპერტს აერთიანებს, გმობს ე.წ. „რუსული კანონის“ ხელახლა ინიციირებას

სრულად 
 ღონისძიებები
 დანიის გენდერისა და თანასწორობის ცოდნის ცენტრი KVINFO აცხადებს მკვლევრის ვაკანსიას
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების კონკურსს
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
სამოქალაქო ორგანიზაციების განცხადება

სავალდებულო გენდერული კვოტის გაუქმება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციაში ასახულ ხალხის ნებას, არღვევს ქალთა უფლებებს და აფერხებს ევროინტეგრაციის პროცესს

სრულად 
ომბუდსმენი კვოტების გაუქმებაზე: უგულებელვყოფთ ქალების მრავალწლიანი ბრძოლის შედეგებს

საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება და უარყოფითად აფასებს საქართველოს პარლამენტში ინიციირებულ კანონპროექტს, რომლის მიზანიც საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანის გზით გენდერული კვოტირების გაუქმებაა

სრულად 
ამომრჩეველი ქალები ამ უსამართლობას არ შევეგუებით – “ქალთა მოძრაობა” კვოტების გაუქმებაზე

სრულად