გენდერული სიახლეები
დაუგეგმავი ოჯახი, როგორც მავნე პრაქტიკა 
2022-12-05 12:34:12

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) განმარტებით, „ოჯახის დაგეგმვა“ მოიცავს ღონისძიებათა კომპლექსს, რაც ერთდროულად რამდენიმე ამოცანას გადაჭრის: 

  • არასასურველი ორსულობის თავიდან აცილებას; 
  • შვილების სასურველი რაოდენობის ყოლა; 
  • ორსულობებს შორის ინტერვალის რეგულირებას; 
  • ბავშვის დაბადების დროის შერჩევას მშობლების ასაკის მიხედვით.

ოჯახის დაგეგმვა არა მხოლოდ ადამიანის უფლებების საკითხია, არამედ ის მნიშვნელოვანი და აუცილებელი წინაპირობაა ქალთა გაძლიერების, სიღარიბის შემცირებისა და ქვეყნის მდგრადი განვითარებისთვისაც.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად ნაადრევად ითვლება ქორწინება, როცა ერთ-ერთი მხარე მაინც 18 წელსაა მიუღწეველი, რაც ნიშნავს არა მხოლოდ დაკარგულ ბავშვობას,  არამედ უფლებების, ჯანმრთელობის, განათლებისა და  პიროვნული განვითარების შესაძლებლობების შეზღუდვასაც, არის ძალადობის ფორმა და კანონით დასჯადია.

მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობა აღიარებს ქორწინებისათვის სრულწლოვანად 18 წელს მიღწეულ ახალგაზრდას შეიძლება ჩაითვალოს, რომ ეს  არასაკმარისი საფუძველია  ოჯახის შექმნისათვის, რადგან ამ ასაკს მიღწეული ადამიანი ჯერ კიდევ ვერ ფლობს ისეთ მნიშვნელოვან უნარებს, როგორიცაა ოჯახის დაგეგმვა და მისი აუცილებელი ასპექტები. მაგალითად: ფინსანსური დამოუკიდებლობა, ფსიქოლოგიური და სოციალური, თუნდაც ფიზიკური მზაობა, ხელისშემშლელი ფაქტორი ხდება მისი განათლებისათვის, პიროვნული და  პროფესიული განვითარებისათვის. არ არიან მზად შვილის აღზრდისათვის, რაც დაუგეგმავი ოჯახის ერთ-ერთი ყველაზე უარყოფითი ასპექტია.

ყველა ამის გათვალისწინებით, ხშირად ეზღუდებათ მათ გადაწყვეტილების მიღების უფლება. ჩვენი კულტურის გავლენით, უმეტესად ირღვევა გოგონების უფლებები, რაც კარგი ნიადაგია მათ მიმართ ძალადობრივი დამოკიდებულებების წარმოქმნისთვის, ბევრჯერ ფემიციდისაც.

დღეს საქართველოში გვაქვს  ნაადრევ ქორწინებაში მყოფ წყვილთა განქორწინების მრავალი ფაქტი, მარტოხელა დედების დიდი რაოდენობა, ოჯახური ძალადობის ფაქტები, მრავალშვილიანი ოჯახების ცუდი სოციალური პირობები, მათი განათლებისა და განვითარების, საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობის დაბალი დონე.

ასეთ ოჯახებში ხშირია ძალადობის ფაქტები, რომლის მსხვერპლიც უმეტესად ქალები არიან. ამ გარემოში დაბადებული ბავშვების მომავალიც, უმეტეს შემთხვევაში, უპერსპექტივოა. ისინი  მოკლებულნი არიან განვითარებისა და განათლებისათვის საჭირო პირობებს, სრულფასოვანი მოქალაქის ჩამოყალიბებისათვის საჭირო გარემოს, რომელიც სწორ ღირებულებებზე იქნება დამყარებული.

ოჯახის დაგეგმვის პრაქტიკა ჩვენი საზოგადოებისთვის ჯერ კიდევ მიუღებელია მთელი რიგი მიზეზების გამო, რომელშიც შედის მავნე ტრადიციები, სოციალურ-ეკონომიკური გარემოებები.

სამწუხაროდ, საზოგადოების ზემოქმედება კვლავ მუშაობს წყვილებს შორის ურთიერობებში. ოჯახის შექმნა, შვილის გაჩენა და შემდგომი ბავშვების ყოლა არის სხვების განხილვის საგანი და ხშირად გადაწყვეტილების მიმღებნიც ისინი არიან, წყვილების ნაცვლად.

სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყანა ერთ-ერთია იმ ქვეყნებიდან, სადაც ქალებს ჯერ კიდევ არ მიუწვდებათ ხელი ოჯახის დაგეგმვის უსაფრთხო და ეფექტურ მეთოდებზე. ამას ემატება ინფორმაციის ნაკლებობა, საზოგადოებისგან ზეწოლა და რაც მთავარია, პარტნიორის მხრიდან მხარდაჭერის არარსებობა. ამის გამო, ძირითადად ქალები, ვნებენ თავიანთ ჯანმრთელობას, ვერ უქმნიან უკეთეს მომავალს, როგორც საკუთარ ოჯახს, ისე მთელ საზოგადოებას.

ამის გასამყარებლად გაკეთდა რაოდენობრივი კვლევა, რომლის მიზანი იყო, ეჩვენებინა არსებობს თუ არა ოჯახის დაგეგმვის პრაქტიკა საქართველოში და რა დამოკიდებულება ,ან ინფორმირებულობაა ამ მიდგომის მიმართ.

გამოიკითხა ქალების მცირე ჯგუფი (22 ქალი), რომლებიც არიან დაოჯახებულები და ჰყავთ 1 ან მეტი შვილი. კვლევამ აჩვენა, რომ გამოკითხულთა უმეტეს ნაწილს არ აქვს საკმარისი ინფორმაცია რეპროდუქციასთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, კითხვაზე ჩაუტარებიათ თუ არა შესაბამისი გამოკვლევები მათ, ან მათ პარტნიორებს ორსულობის დაგეგმვამდე, დიდმა ნაწილმა დააფიქსირა უარყოფითი პასუხი. ასეთი პასუხის მიზეზები კი ასეთია: ქალების შემთხვევაში, დაახლოებით 42% აფიქსირებს, რომ არ ჩაუტარებიათ ამ ტიპის გამოკვლევები, რადგან არ თვლიდნენ საჭიროდ ან არ ჰქონიათ ამაზე სათანადო ინფორმაცია. 18% მიზეზად ასახელებს ფინანსური საშუალების არქონას, რადგან ამ ტიპის კვლევევბი დიდ ხარჯებს მოითხოვს. (იხ. გრაფიკი 1)

 

 

პარტნიორთან დაკავშირებული კითხვების შემთხვევაში უარყოფითი პასუხის მიზეზები ანალოგიურია, მაგრამ პროცენტული მაჩვენებლები ასეთია: დაახლოებით 49% აფიქსირებს, რომ წინასწარი კვლევების ჩატარება არ ჩათვალეს საჭიროდ, ფინასნური სახსრების არქონა დაასახელა 11%-მა. ამას ემატება ის 8%, რომელმაც პარტნიორი ვერ დაითანხმა კვლევების ჩატარებაზე. (იხ. გრაფიკი 2)
 
 

 
 

გამოკითხვიდან ასევე გამოიკვეთა ორი მნიშვნელოვანი დეტალი. 

-    ერთი ის - საზოგადოებაში ჯერ კიდევ არაა „ოჯახის დაგეგმვის“ კულტურა დამკვიდრებული, რადგან გამოკითხვაში მონაწილე ქალების უმეტესობა ფინანსური შესაძლებლობის მიუხედავად არ იტარებს გამოკვლევებს და არ ამოწმებს რეპროდუქციულ ჯანმრთელობას იქამდე, სანამ რაიმე არ შეაწუხებთ.
-    მეორე დეტალი ეხება სახელმწიფოს მიერ განხორციელებულ რეგულაციებს და ქალების საჭიროებებზე მორგებული სერვისების არარსებობას.

გამოკითხულთა უმეტესობას არასასურველი ორსულობის დადგომისას არ მიუმართავს აბორტისთვის. ამის მიზეზად შეიძლება ჩაითვალოს 2014 წელს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ მიღებული ბრძანება ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის განხორციელების წესების დამტკიცების თაობაზე, რომელიც ხელს შეუწყობდა უსაფრთხო აბორტისთვის სწორი და გამართლებული სტრატეგიების შემუშაოვებას.

აქედან გამომდინარე სახელმწიფოს მხრიდან განხორცილებული სხვა რეგულაციები, რომლებიც მორგებული იქნება ქალების საჭიროებებზე, მნიშვნელოვნად შეცვლის არსებულ მდგომარეობას და თითოეული ოჯახის კულტურაში მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს ოჯახის დაგეგმვის პრაქტიკა, რომელიც მთელი რიგი ნაბიჯების ერთობლიობაა, რომელიც ეხება ფსიქოლოგიას, რეპროდუქციას, სამოქალაქო განათლებასა თუ სოციალურ საკითხებს.

ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქალებისთვის, რადგან ძირითადად ოჯახის შექმნის შემდეგ მათ უჭირთ თავიანთი უფლებების დაცვა, ისინი ხდებიან დისკრიმინაციის მსხვერპლნი, მათი ჯანმრთელობასა და ფსიქოლოგიურ მდგომარეობას ექმნება საფრთხე, შვილებს ვერ უქმნიან ჯანსაღ გარემოსა და მომავალს, რადგან ვერ ახდენენ თავიანთი შესაძლებლობების რეალიზებას. ამას იწვევს დაუგეგმავი ქორწინება, დაუგეგმავად შვილების ყოლა და ზოგადად პრიორიტეტების არასწორად დალაგება.

ამიტომ საზოგადოების თითოეულმა წევრმა უნდა ისწავლოს, როგორ გადადგას ისეთი ნაბიჯები, რომელიც იქნება მაქსიმალურად გააზრებული, პირველ რიგში იზრუნოს თავის თავზე და თავისი შესაძლებლობები მიმართოს სწორი გზით, რათა მომავალი მისი ოჯახისთვის, შვილებისთვის იყო ჯანსაღი და რეალიზებული.

ადრეული ქორწინებისა და ოჯახის დაგეგმვის გარეშე გადადგმული ნაბიჯები არაპოზიტიურ გავლენას ახდენს საზოგადოების, ქვეყნის განვითარების პერსპექტივებზე. მყარი ოჯახი მნიშვნელოვანი ინსტიტუტია, შეუქმნას მომავალ თაობას თანაბარი განვითარებისა და განათლების, სწორ ღირებულებებზე დაფუძნებული გარემო. ეს კი ქვეყნის გაძლიერების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობაა.

***

ანალიტიკური სტატია მომზადებულია ქალთა საინფორმაციო ცენტრის პროექტის “ქალთა გაძლიერება და სრულფასოვანი მონაწილეობა ადგილობრივი გენდერული პოლიტიკის განხორციელებაში“ ფარგლებში, რომელიც დანიური ორგანიზაცია KVINFO-სა და დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება. 

მარიამ ლომიძე
ბოლო ამბები
გენდერული კვოტირების გაუქმების კანონპროექტს პრეზიდენტმა ვეტო დაადო

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ვეტოს საკითხი გადაეცა იურიდიულ კომიტეტს. საბოლოოდ საკითხი პლენარულ სხდომაზე განიხილება

სრულად 
ვინ დაუჭირა „აგენტების კანონს“ მხარი პირველი მოსმენით

საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების კანონი, რომელსაც ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. კანონპროექტს მხარი დაუჭირა 83-მა დეპუტატმა

სრულად 
 ღონისძიებები
 დანიის გენდერისა და თანასწორობის ცოდნის ცენტრი KVINFO აცხადებს მკვლევრის ვაკანსიას
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების კონკურსს
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
გენდერული კვოტირების გაუქმების კანონპროექტს პრეზიდენტმა ვეტო დაადო

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ვეტოს საკითხი გადაეცა იურიდიულ კომიტეტს. საბოლოოდ საკითხი პლენარულ სხდომაზე განიხილება

სრულად 
სამოქალაქო ორგანიზაციების განცხადება

სავალდებულო გენდერული კვოტის გაუქმება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციაში ასახულ ხალხის ნებას, არღვევს ქალთა უფლებებს და აფერხებს ევროინტეგრაციის პროცესს

სრულად 
ომბუდსმენი კვოტების გაუქმებაზე: უგულებელვყოფთ ქალების მრავალწლიანი ბრძოლის შედეგებს

საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება და უარყოფითად აფასებს საქართველოს პარლამენტში ინიციირებულ კანონპროექტს, რომლის მიზანიც საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანის გზით გენდერული კვოტირების გაუქმებაა

სრულად