გენდერული სიახლეები
დღეს დავიბადე. დღეს მოვკვდი
2022-11-25 12:42:32

25 წლის წინ 25 ნოემბერს დავიბადე. გარიჟრაჟზე. მამალმა რომ იყივლა. მზის ჯერ კიდევ სუსტი სხივები დედაჩემის ბალიშს დასტრიალებდნენ. ცრემლებით რომ იყო სავსე. „გოგოა“. ერთი, მაგრამ სალი კლდესავით მტკიცე სიტყვა ითქვა ჩემი დაბადებისას. დუმილი. ოხვრა. ბალიშში ჩარგული დედაჩემის მოგუდული ტირილი, კვნესა, სიმწარე. 

ოჯახში მე-4 გოგო დავიბადე და სახელსაც არავინ მარქმევდა. სულერთი იყო. ჩემი სამი დაც უსახელოდ დადიოდა ჩემს დაბადებამდე. მამაჩემი იმ დღის მერე თვალით არავის უნახავს და დედაჩვენი გვზრდიდა მიტოვებულ სოფელში, მიტოვებულებს. 

„გოგოები არ უყვართ ამ ქვეყნად, ჩაგვჩურჩულებდა ხოლმე, ვითომ ზღაპრებში. გოგოდ დაბადებულმა იცოდა, რა ბედი გველოდა წინ. 

სკოლის ზღურბლზე, ჩემ თვალწინ მოიტაცეს ჩემი უფროსი და. 15 წლის შავბრიალათვალება ლალე. მისი ტირილი ცამდე აღწევდა და ჭექა-ქუხილში დაებედა ცხოვრება. თავისზე ორჯერ დიდმა კაცმა წაიყვანა. „გააბედნიერა“ თავისი არსებობით და კი გააუბედურა, საცოდავი ჩემი და გაუთავებელი სმა-ჭამით და ძმა-ბიჭობაში მოლხენით.

ქალაქში ცხოვრებასა და ექიმობაზე მეოცნებე ჩემს შუათანა დას აბა ვინ რას აცლიდა. სოფლად ისე ჭირდა მაშინაც ცხოვრება, ლუკმა-პურის საშოვნელად თუ გაგიშვებდნენ ქალაქში. „მეზობელი რას იფიქრებს, ქალაქში რას დაწანწალებსო“. დარჩა ასე უხელობო, უპროფესიო, საკუთარი ხელების ანაბარა: მიწაზე მუშაობდა და რაც მოჰყავდა, სულ საუკეთესო, ნარჩევ-ნარჩევი იყო. 

ჩემი მესამე და აკვანშივე დამხრჩვალა. გამაძღარ მამაჩებს, ყანწით ღვინო დაულევინებია, ემანდ ბიჭი არა მყავს, მაგრამ ეგება და იბიჭოსო და გაგუდულა საბრალო ბავშვი. ძლივს მოუყვანიათ დედაჩემი გონზე, შეძრწუნებული. 

რაღად დარჩი იმ კაცთანო, ვეკითხებოდი. მე როგორღა გამაჩინე-მეთქი, ვბრაზობდი კიდეც, მაგრამ აბა რა მექნა, შვილოო. ქმარი იყო და ცოლის წესი ეგააო. ვაჟი ოჯახის სიმდიდრე და ავლადიდებააო და აბა მე რა, განა არ მინდოდა ვაჟიო? ორივე შემზიზღდა. 
მე კი გამოვიქეც ქალაქად. ინსტიტუტში ჩავაბარე ჩემი შრომით და ჭკუით. უძინარი ვათენებდი ღამეებს, რომ მესწავლა და მემუშავა კიდევაც. მერე ჩემს უბნელზე დავქორწინდი და ვაჟიც გაგვიჩნდა. „კარგი ბიჭიაო“, ჩემს ქმარზე აბობდნენ მეზობლები. „ციდან მოწყვეტილი ვარსკვლავი“. ეტყობა შენ არ ივარგეო ცოლად, როცა დაშორება გადავწყვიტე, მე-100-დ რომ დამახალა წიხლი ცხვირ-პირში. 

ეს ჩემი პატარა ბიჭიც იდგა და მიყურებდა გაოცებული. ხან მე შემომხედავდა, ხან - იმას და არ იცოდა რა ეღონა, რა ექნა. უგუნოდ რომ დავენარცხე მიწაზე, მოჰკიდა ამ ჩემს პატარა ბიჭს ხელი და წაიყვანა, აცრემლებული თვალებით. 

ვიწექი უგონოდ იატაკზე სადამ კარის მეზობელმა შემომაკითხა. ბედად კარი ღიად დაუგდია იმ ოხერს. იმ ქალმა მიმკურნალა და ფეხზე დამაყენა. ფეხზე დავდექი თუ არა, სამსახური შევიცვალე, მეტი ფული რომ მეშოვნა, მარტოს გამეზარდა ჩემი ბიჭი, როცა დავიბრუნებდი. არაო, უარზე იყო, არც მანახებდა. 

ამ დილით 25-ის გავხდი. სახლიდან სამსახურის გზაზე წინ გადამიდგა და რაღაც ცივი სითხე შემომასხა. გამცრა მწარედ. ბენზინის სუნად ვყარდი. რას შვრები-მეთქი? და მოგკლავ, შე ნაბ**აროვო. ასანთების ასხმას გაუკიდა და ცეცხლის ალში გამხვია.
ამ დღეს დავიბადე თუ ამ დღეს მოვკვდი, აღარა ვიცი რა. 

***

ბლოგი მომზადებულია ქალთა საინფორმაციო ცენტრის პროექტის “ქალთა გაძლიერება და სრულფასოვანი მონაწილეობა ადგილობრივი გენდერული პოლიტიკის განხორციელებაში“ ფარგლებში, რომელიც დანიური ორგანიზაცია KVINFO-სა და დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება. 

 

 

ლილე კობაიძე
ბოლო ამბები
სამოქალაქო ორგანიზაციები: 17:00-ზე ყველას გელოდებით პარლამენტის უკან

სამოქალაქო ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას აკეთებენ და საზოგადოებას 5 საათზე პარლამენტთან აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებენ

სრულად 
სამოქალაქო საზოგადოება მოქალაქეებს 19:00 საათზე პარლამენტის წინ დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს

ხელისუფლებამ ღიად დააფიქსირა, რომ „რუსული კანონის“ მიღებით ისინი ხალხის წინააღმდეგ რეპრესიების გამოცხადებას გეგმავენ. ისინი აანონსებენ არჩევნების მიტაცებას, ცენზურას და საბჭოთა სტილის ტოტალიტარულ რეჟიმს

სრულად 
 ღონისძიებები
 დანიის გენდერისა და თანასწორობის ცოდნის ცენტრი KVINFO აცხადებს მკვლევრის ვაკანსიას
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების კონკურსს
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
ბოლო არჩევნებზე ნახევარი მლნ ქალი არ მივიდა - როგორ ჩავრთოთ ემიგრანტები ხმის მიცემის პროცესში?

საქსტატის მონაცემებით, მხოლოდ 2023 წელს ქვეყნიდან გავიდა 245 064 მოქალაქე და შემოვიდა 205 857 მოქალაქე 

სრულად 
ქალთა მოძრაობამ თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში ქალთა მარში გამართა

ქალთა მოძრაობა ამბობს, რომ ქვეყანაში ამომრჩეველ 53% ქალს "რუსული კანონით" ვერ გააჩუმებენ და ეს კანონი ეხება ყველა ქალს

სრულად 
გენდერული კვოტირების გაუქმების კანონპროექტს პრეზიდენტმა ვეტო დაადო

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ვეტოს საკითხი გადაეცა იურიდიულ კომიტეტს. საბოლოოდ საკითხი პლენარულ სხდომაზე განიხილება

სრულად