გენდერული სიახლეები
ქალი მეწარმე-სტერეოტიპები გენდერული ნიშნით
2022-11-15 11:26:06

ბოლო პერიოდში ქვემო ქართლის რეგიონისთვის აქამდე ნაკლებად სახასიათო მიმართულება- მეღვინეობა აქტუალური და საინტერესო გახდა. ამის მთავარ მიზეზად შესაძლოა ის ფაქტიც მივიჩნიოთ, რომელიც ქვემო ქართლის რეგიონში, კერძოდ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ იმირში აღმოჩენილი არტეფაქტებით მტკიცდება, არქეოლოგიური აღმოჩენის თანახმად, საქართველოში ღვინოს ჯერ კიდევ 8 000 წლის წინ აყენებდნენ.

ღვინოზე საუბრისას, მეწარმე სუბიექტად, ნებსით თუ უნებლიედ, მაშინვე წარმოვიდგენთ ელეგანტურ მამაკაცს, მცირე თუ მსხვილი ქარხნის „ჯარისკაცებივით“ ჩაწყობილი კასრების დერეფანში მოსიარულეს, რომელიც ამაყად ჰყვება მიღწევებზე, რომელიც სულ „მარტომ“ გაიარა. არც კი დავუშვებთ, რომ სოფლის მეურნეუბაში, კერძოდ კი მეღვინეობაში შესაძლოა ქალმა უფრო მნიშვნელოვანი და ღირებული შექმნას, მათ შორის ინოვაციურიც.

მინდა 20 წლის ლიკაზე მოგიყვეთ. გოგოზე, რომელმაც მისი ყოველდღიური დაუღალავი შრომითა და აღმოჩენებით დაამტკიცა, რომ ღვინო მხოლოდ კაცის საქმე არ არის! ის, სოფელ შულავერში ღვინის წარმოებით არის დაკავებული. მან, მცირე ასაკში გადაწყვიტა ოჯახის საქმიანობის გაგრძელება და პროფესიად მეღვინეობა აირჩია. პანდემიამ, გაყიდვების ნიშნული მკვეთრად შეამცირა თუმცა, მეწარმე ფიქრობს, რომ ეს მხოლოდ დროებითია და სწორი მენეჯმენტით ეს პრობლემა მალე დაიძლევა.

ლიკა კონცელიძე- მეღვინე გოგო, მარნეულიდან:

„მეღვინე ქალებს არასოდეს კითხავენ აზრს, მაგალითად რომელ ჭურჭელში სჯობს ამა თუ იმ ჯიშის ყურძნის დავარგება. იმიტომ, რომ ის ქალია, ეს სტერეოტიპი მე, როგორც მეღვინე ქალმა მინდა რომ სამუდამოდ დავამსხვრიო. იმის, მიუხედავად რომ ჯერ მხოლოდ 20 წლის ვარ. ვფიქრობ, არსებული გამოცდილება და პროფესია, რომელიც ავირჩიე აუცილებლად დამეხმარება ამ მიზნის მიღწევაში. ხშირად უთქვამთ, კონკრეტულ ქმედებაზე, რომ მე ქალი ვარ და ამას ვერ შევძლებ, თუმცა ეს მხოლოდ მათი აზრია და რეალობა სრულიად სხვაა. ქალებს ყველაფერი შეუძლიათ! ნუ შეუშინდებიან პრინციპულ გადაწყვეტილებებს, მიზნის მიღწევა ხომ რთული გზის გავლით არის ყველაზე სასიამოვნო“.

ლიკა ძლიერი ქალია! თუმცა ჩვენს გვერდით ცხოვრობენ სხვა ქალებიც, რომლებიც სწორედ გენდერული ჭრილით, სტერეოტიპების ეპოქას ვერ უმკლავდებიან და არსებულს ეგუებიან. ბიზნეს სექტორის ანალიზი გენდერულ ჭრილში სწორედ წარმოების პროცესის ორ ძირითად ფაქტორს მოიცავს: შრომას (დაქირავებით დასაქმებულები) და კაპიტალს (მეწარმეები/ბიზნესის მფლობელები). როგორც შრომის ბაზრის განხილვისას არის წარმოდგენილი, ქალები ნაკლებად არიან დასაქმებულები და მათი ხელფასიც დაბალია, თითქმის ყველა ეკონომიკურ სექტორში. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2020 წლის მონაცემებით საწარმოებში დასაქმებულ ქალთა ხელფასი 30-35% პროცენტით ნაკლებია მამაკაცთა სარგოსთან შედარებით. მაგალითისთვის, ქალის თვიური ხელფასი საშუალოდ 856 ლარია, კაცის კი 1 321 ლარი. იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო ათწლეულში ქალის როლი ოჯახის შენახვის (მატერიალური უზრუნველყოფის) მიმართულებით მკვეთრად გაზრდილია, მცირე ანაზღაურებად სამსახურებში ქალები დასაქმებაზე უარს ვერ/არ ამბობენ.

ბოლო წლებში სახელმწიფოს მხრიდან არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება მცირე და მსხვილი ფერმერების მხარდასაჭერად (აწარმოე საქართველოში, დანერგე მომავალი და სხვა), ამის მიუხედავდ საქართველოში აგრარული სექტორი მაინც მრავალი პრობლემისა და გამოწვევის წინაშე დგას. უახლესი მონაცემებით, ბიზნესის დამფუძნებელი კაცები თითქმის ორჯერ აღემატება ამავე კატეგორიის ქალების რიცხოვნობას. თუ განვიხილავთ ეკონომიკური სექტორების მიხედვით, ბიზნესის მფლობელი ქალების შედარებით მცირე რაოდენობა გვხვდება სამთომოპოვებით მრეწველობაში, მშენებლობაში, ტრანსპორტის და დასაწყობების სფეროში და სოფლის მეურნეობაში. მეორეს მხრივ, მფლობელი ქალების რიცხოვნობა გაცილებით მეტია, კაცი მფლობელების რიცხოვნობაზე საქმიანობის ისეთ სფეროებში, როგორიცაა განათლება, ჯანმრთელობა და სოციალური მომსახურება და სხვა სახის მომსახურებები. აღნიშნულის ერთ-ერთ ძირითად გამოწვევად კი კვლავ განათლება  და ინფორმაციისხელმისაწვდომობა რჩება.

ქვემო ქართლი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების დიდი პოტენციალის მქონე რეგიონია, რაც განპირობებულია ნიადაგურ-კლიმატური პირობებითა და წარმოებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მრავალფეროვნებით. ქვემო ქართლში სასოფლო სამეურნეო სავარგულები საშუალო ფართობი ერთ ფერმერზე 1.2 ჰა-ს შეადგენს, მათ შორის არის ლიკა კონცელიძის ვენახი, გოგო-მეწარმე, რომელიც ამსხვრევს სტერეოტიპებს.

***

ბლოგი მომზადებულია ქალთა საინფორმაციო ცენტრის პროექტის “ქალთა გაძლიერება და სრულფასოვანი მონაწილეობა ადგილობრივი გენდერული პოლიტიკის განხორციელებაში“ ფარგლებში, რომელიც დანიური ორგანიზაცია KVINFO-სა და დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება 

 

მარიამ სოლოღაშვილი
ბოლო ამბები
სამოქალაქო ორგანიზაციები: 17:00-ზე ყველას გელოდებით პარლამენტის უკან

სამოქალაქო ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას აკეთებენ და საზოგადოებას 5 საათზე პარლამენტთან აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებენ

სრულად 
სამოქალაქო საზოგადოება მოქალაქეებს 19:00 საათზე პარლამენტის წინ დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს

ხელისუფლებამ ღიად დააფიქსირა, რომ „რუსული კანონის“ მიღებით ისინი ხალხის წინააღმდეგ რეპრესიების გამოცხადებას გეგმავენ. ისინი აანონსებენ არჩევნების მიტაცებას, ცენზურას და საბჭოთა სტილის ტოტალიტარულ რეჟიმს

სრულად 
 ღონისძიებები
 დანიის გენდერისა და თანასწორობის ცოდნის ცენტრი KVINFO აცხადებს მკვლევრის ვაკანსიას
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების კონკურსს
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
ბოლო არჩევნებზე ნახევარი მლნ ქალი არ მივიდა - როგორ ჩავრთოთ ემიგრანტები ხმის მიცემის პროცესში?

საქსტატის მონაცემებით, მხოლოდ 2023 წელს ქვეყნიდან გავიდა 245 064 მოქალაქე და შემოვიდა 205 857 მოქალაქე 

სრულად 
ქალთა მოძრაობამ თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში ქალთა მარში გამართა

ქალთა მოძრაობა ამბობს, რომ ქვეყანაში ამომრჩეველ 53% ქალს "რუსული კანონით" ვერ გააჩუმებენ და ეს კანონი ეხება ყველა ქალს

სრულად 
გენდერული კვოტირების გაუქმების კანონპროექტს პრეზიდენტმა ვეტო დაადო

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ვეტოს საკითხი გადაეცა იურიდიულ კომიტეტს. საბოლოოდ საკითხი პლენარულ სხდომაზე განიხილება

სრულად