გენდერული სიახლეები
კანონი - ფურცელზე დარჩენილი სასჯელი და ძალადობას შეწირული ქალები
2022-10-27 10:22:13

გინახავთ რამდენი კანონი, წესი, აკრძალვა ან/და შეზღუდვა არსებობს ქალთა მიმართ ძალადობასა და ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებით?! პირდაპირ გეტყვით, რომ ამ თემებთან დაკავშირებით მუდმივად მიმდინარეობს მუშაობა საქართველოს პარლამენტში, იქმნება უამრავი კომიტეტი, მუდმივად მუშაობენ იმაზე რომ "დაიცვან" ქალთა უფლებები, მაგრამ რეალობა სულ სხვა ფაქტებს გვაჩვენებს. სტატისტიკურად საქართველოში, 7 ქალიდან 1 მაინც გამხდარა ფიზიკური, სექსუალური და ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი მისი პარტნიორისგან. ყველაზე სამწუხარო კი ისაა რომ, საზოგადოების დიდი ნაწილი ამას ჩვეულებრივ ამბად აღიქვამს, მეორე ნაწილი იბრძვის რეალობის შესაცვლელად მაგრამ, ამაოდ.

თანმიმდევრულად რომ მივყვეთ, ძალადობა სულ მცირე დეტალებით იწყება…დამცირება, ერთი შეხვედვით უბრალო აკრძალვები, სტერეოტიპები რომლის მსხვერპლიც ხდები, მაგრამ ყურადღებას არ აქცევ, თითქოს არაფერია, როდესაც ქმარი გეუბნება, რომ სამსახურს თავი უნდა დაანებო და ოჯახს მიხედო, ან/და სკოლას ან უნივერსიტეტს და ოჯახის საქმეებზე გადაერთო, მაგრამ ეს სულაც არაა ნორმალური. აქედანვე თუ არ დაიცავთ საკუთარ უფლებებს და საკუთარ მომავალს, საბოლოოდ, აღმოჩნდებით იმ რეალობის წინაშე, რომელშიც ძალადობის მსხვერპლ ქალთა დიდი ნაწილია. 

ამ ერთი შეხედვით უბრალო "კომპლიმენტებს", საბოლოოდ, მაღალ ხმაზე საუბარი, ყვირილი, დამცირება, ბოლოს…ბოლოს ხელით შეხებასა და ფიზიკური ძალადობის მსხვერპლნი ხდებიან ქალები, რომლებიც პირველივე წამიდან არ იცავენ საკუთარ უფლებებს, იშვიათ შემთხვევაში, მაგრამ.. ქალების ნაწილი ამ დროს მაინც ბედავს ხმის ამოღებას და საკუთარი უფლებების დაცვას კანონის ძალით იწყებ. 

სტატისტიკას, ძალადობის მსხვერპლ ქალთა რაოდენობის შესახებ, შინაგან საქმეთა სამინისტროს გვერდზე ვხვდებით. ამ გვერდის მიხედვით 2022 წლის იანვარი-აგვისტოს მონაკვეთში, საქართველოში 4574 ძალადობის მსხვერპლი ქალია. ეს იცით როდის? როდესაც სტატისტიკა მხოლოდ იმ ქალების რაოდენობას გვიჩვენებს, რომლებმაც გარისკეს და საკუთარი თავის დასაცავად პოლიცია გამოიძახეს, პოლიციამ კი მოძალადეს შემაკავებეი ორდერი დაუწერა. ახლა დაფიქრდით, რამდენი ადამიანი არ იღებს ხმას ძალადობაზე? აღსანიშნავია, რომ ეს მხოლოდ 8 თვის მონაცემებია თუ გავითვალისწინებთ, რომ აგვისტოდან წლის დასასრულამდე 4 თვეა. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზარდა და იზრდება...2021 წელს კი, მთელი წლის მანძილზე, პოლიციის მიერ აღრიცხული იქნა 6940 შემთხვევა. როგორც უკვე აღვნიშნე ეს იმ ქალების რიცხვია, რომლებმაც დარეკეს პოლიციაში ან მათ გარშემო მყოფები მიხვდნენ, რომ მოქმედების დრო იყო. დრო გადის...კანონები იწერება... მაგრამ, ციფრები ისევ საგანგაშოა, ერთადერთი გამოსავალი საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებაა, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ პოლიციის გამოძახება მათი უფლებაა.

პოლიციის გამოძახების შემდეგ, კანონის თანახმად, მოძალადეს მსხვერპლთან შემაკავებელ ორდერს უწერენ, სულ რაღაც 1 თვიანს…

თქვენი აზრით, აკონტროლებს ვინმე ამ ორდერის დაცვას? არა, საერთოდ არავინ! თუკი მოძალადე მსხვერპლს მიუახლოვდება არავინ არაა ხმის ამომღები, თუ თავად მსხვერპლი არ უჩივლებს მას, ორდერის დარღვევაზე.

თქვენი აზრით, ქალი, რომელიც ამდენხანს იტანდა ძალადობას და ხმას არ იღებდა ორდერის დარღვევაზე შეიტანს სარჩელს? გამონაკლისებიც არსებობს, მაგრამ შემთხვევათა 90% საბოლოოდ მოძალადის მსხვერპლთან დაბრუნებით სრულდება და გრძელდება აგრესია. ყველაზე სამწუხარო ისაა, რომ ხშირ შემთხვევაში ამ ყველაფრის, მუდმივი აგრესიისა და ოჯახში კონფლიქტის მომსწრენი არასრულწლოვანი შვილები არიან, ბავშვები, რომლებიც თავად ხდებიან მსხვერპლნი.

ამ მცირე მონათხრობის შემდეგ, დაფიქრდით ბოლო პერიოდში რამდენჯერ გაიგეთ ამბავი ქმრის მიერ მოკლულ ცოლზე? თქვენი აზრით, ქალს რომ პირველივე წამიდან დაეწყო საკუთარი თავის დაცვა, ქმარი ავტობუსში მოკლავდა? მეორე ქალს, პირველივე წამიდან რომ გაეაზრებინა, რომ ის ქალია და აქვს უფლება დაიცვას თავი და არავის არ აქვს უფლება ტონს აუწიოს მასთან, შვილების წინ მოკლავდა ქმარი? მე ვთვლი რომ არა.

და ბოლოს, შენი აზრით, მეზობლებს, მეგობრებს, ნათესავებს რომ ხმა ამოეღოთ, დღეს რამდენი ქალი იქნებოდა ცოცხალი? ხოდა შენ არ გაჩუმდე ძვირფასო მკითხველო, გახსოვდეს, რომ ფრაზას "ოჯახია და თვითონ მოგვარდებიან’" ყოველ მეორე კვირას ერთი ქალის სიცოცხლე ეწირება და კანონი, რომელიც მათი უფლებების დასაცავადაა შექმნილია კანონად რჩება.

***

ბლოგი მომზადებულია ქალთა საინფორმაციო ცენტრის პროექტის “ქალთა გაძლიერება და სრულფასოვანი მონაწილეობა ადგილობრივი გენდერული პოლიტიკის განხორციელებაში“ ფარგლებში, რომელიც დანიური ორგანიზაცია KVINFO-სა და დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება. 

 

რუსუდან ბუზიაშვილი 
ბოლო ამბები
პარლამენტმა გენდერული კვოტირების ვალდებულების გაუქმებაზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია

პარლამენტმა საარჩევნო სიების ფორმირების პროცესში გენდერული კვოტირების ვალდებულების გაუქმებაზე პრეზიდენტის ვეტო დასძლია

სრულად 
საქართველოს 20-ზე მეტი უნივერსიტეტი "რუსული კანონის" წინააღმდეგ

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ნაწილში, აუდიტორიები ცარიელია. სტუდენტები და ლექტორები გაფიცულები არიან და საპროტესტო აქციას უერთდებიან

სრულად 
 ღონისძიებები
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს საინფორმაციო მასალების (ბლოგები/ვლოგები/ფოტო ამბები/სტატიები) კონკურსს
სრულად 
 დანიის გენდერისა და თანასწორობის ცოდნის ცენტრი KVINFO აცხადებს მკვლევრის ვაკანსიას
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
პარლამენტმა გენდერული კვოტირების ვალდებულების გაუქმებაზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია

პარლამენტმა საარჩევნო სიების ფორმირების პროცესში გენდერული კვოტირების ვალდებულების გაუქმებაზე პრეზიდენტის ვეტო დასძლია

სრულად 
ბოლო არჩევნებზე ნახევარი მლნ ქალი არ მივიდა - როგორ ჩავრთოთ ემიგრანტები ხმის მიცემის პროცესში?

საქსტატის მონაცემებით, მხოლოდ 2023 წელს ქვეყნიდან გავიდა 245 064 მოქალაქე და შემოვიდა 205 857 მოქალაქე 

სრულად 
ქალთა მოძრაობამ თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში ქალთა მარში გამართა

ქალთა მოძრაობა ამბობს, რომ ქვეყანაში ამომრჩეველ 53% ქალს "რუსული კანონით" ვერ გააჩუმებენ და ეს კანონი ეხება ყველა ქალს

სრულად