გენდერული სიახლეები
ქალთა კვლა დაუბადებელი ქალებიდან იწყება. ფეტიციდი და ფემიციდი სწორედ მავნე სტერეოტიპებისა და ძალადობის შედეგია
2022-10-24 12:53:34

"კაცის ტვინი აქვს", "ტექნიკური საგნები ბიჭებს უფრო ეხერხებათ", "კაცია და ეპატიება", "კაცმა უნდა გადადგას ურთიერთობაში პირველი ნაბიჯი", "პოლიციელობა რა გოგოს საქმეა?!", "კაცი ექიმი ჯობს ქალ ექიმს" და მრავალ სხვა გამოთქმას ვისმენთ ყოველ დღე, რომლებსაც იმდენად მივეჩვიეთ, რომ აღარც გვიკვირს ამ ყველაფრის გაგება. ყველა ამ გამონათქვამში იგრძნობა კაცის პრიორიტეტულობა ქალზე. 

სტერეოტიპები ადამიანზე მოქმედებას ემბრიონობის პერიოდიდან იწყებს, როდესაც ბავშვის სქესს გებულობენ ხშირია იმედგაცრუება, რადგან მამას "გვარის გამგრძელებელი" უნდოდა. უკიდურეს შემთხვევაში, ხდება სელექციური აბორტი. რთულია ზუსტი სტატისტიკის განსაზღვრა, რადგან ამგვარი აბორტები კეთდება სახლში, სარდაფში უკანონოდ  და მალულად, ორსულობის იმ ვადაზე, როდესაც ეს უკვე კანონით აკრძალულია.

ქალთა კვლა დაუბადებელი ქალებიდან იწყება. ფეტიციდი და ფემიციდი სწორედ მავნე სტერეოტიპებისა და ძალადობის შედეგია. რას ნიშნავს გენდერული თანასწორობა? რატომ იწვევს უთანასწორობა ასეთ სავალალო შედეგებს? თანასწორობა უპირველეს ყოვლისა ქალისა და მამაკაცისთვის თანაბარი შესაძლებლობების მინიჭებაში უნდა გამოიხატოს. თუ ქალს არ მივცემთ იგივე შესაძლებლობებს, რასაც მამაკაცს ვაძლევთ, იგი ვერასოდეს გახდება კარგი ექიმი, პოლიციელი, ფეხბურთელი, პარლამენტარი და სხვა. 

ბევრი იკითხავს: ვინ უშლით ქალებს ხელს წარმატების მიღწევაში? პასუხი მარტივია. როდესაც ქალი ოჯახს ქმნის, მასზე გადმოდის მთელი საოჯახო სამუშაოს შესრულების ტვირთი, ბავშვების მოვლისა და აღზრდის ჩათვლით. ,,აბა ღირსეული კაცი სახლში ჭურჭელს ხომ არ გარეცხავს და სახლს ხომ არ დაალაგებს?!’’. ქალს ორმაგი შრომა აწვება კისერზე, საშინაო და საგარეო. მას უნდა რომ საკუთარ საქმეში განვითარდეს, პროფესიულად რეალიზებული იყოს, მაგრამ ასევე ოჯახს უნდა მიხედოს. რათა ქმარი სახლში  რომ დაბრუნდება საჭმელი მზად იყოს, მისი ტანსაცმელი მოწესრიგებული, ბავშვები მოვლილი. 

ის ქალი კი, ვინც  მთელ საკუთარ ენერგიასა და დროს კარიერას უძღვნის, მაინც ვერ აღწევს სასურველ მიზანს, რადგან წამყვან პოზიციებზე ყოველთვის კაცი მოიაზრება, რადგან ბევრი პროფესია ქალისთვის "შეუფერებლადაც" კი მიიჩნევა საზოგადოებაში, ანდაც მხოლოდ იმ მარტივი მიზეზით, რომ ის ქალია, ,,სუსტი’’ სქესის წარმომადგენელი. 
იარლიყების მიკვრა მარტივია, მათ მოსაშორებლად კი ქალები მთელი ცხოვრება იბრძვიან და ზოგჯერ სწირავენ კიდეც საკუთარ სიცოცხლეს ამ საქმეს. 

საზოგადოებაში კაცის მიერ ქალის ღალატი ტრაგედიას არ წარმოადგენს. ბევრ ქალს საყოველთაო მოსაზრების გავლენით უპატიებია კაცისთვის ღალატი, თვალი დაუხუჭავს მასზე, რათა ოჯახი შეენარჩუნებინა. მაგრამ რა ხდება თუ ქალი უღალატებს საკუთარ მეუღლეს? როგორც ხშირ შემთხვევაში ხდება, ეს ფაქტი შეიძლება ქალისთვის ფატალური შედეგით დასრულდეს და მისმა საკუთარმა მეუღლემ იგი შესაძლოა სიცოცხლეს გამოასალმოს.  საბედნიეროდ, სახელმწიფოში გატარებული პოლიტიკის შედეგად, დამნაშავე არ დარჩება დაუსჯელი და სამართალდამცავები ყველაფერს გააკეთებენ ამისათვის. მაგრამ ბევრი ადამიანი ამ კაცს გაამართლებს, რადგან მან მათ წარმოდგენაში ოჯახის ,,ღირსება’’ დაიცვა. ეს იმ ადამიანთა კატეგორიაა, ვინც იგივე სიტუაციაში იგივენაირად მოიქცევა. თუ არ დავეხმარეთ მათ იმის გათვიცნობიერებაში, რომ არავის აქვს ადამიანის სიცოცხლის ხელყოფის უფლება და ღალატისთვის "სასჯელი" საკმარისია ქორწინების შეწყეტითაც შემოიფარგლოს. 

საქართველოში მომხდარა უფრო ტრაგიკული შემთხვევებიც. როდესაც ბაბუამ არასრულწლოვანი შვილიშვილი შეყვარებულთან ურთიერთობის გამო მოკლა. 

როდემდე უნდა იყოს ქალი ობიექტი და არა სუბიექტი?! ობიექტი, რომლის დედამთილიც პირველი ღამის შემდეგ ამოწმებს იყო თუ არა გოგო ქალიშვილი, ან როდესაც დედამთილს გოგო გინეკოლოგთან მიჰყავს, იმის გასარკვევად ჰქონია თუ არა მას როდესმე სექსუალური ურთიერთობა. როდემდე უნდა იყოს ქალის ფიზიოლოგია მისი პატიოსნების საზომი? სანამ ეს ასე იქნება, მანამდე ქალებს მოკლავენ, მოკლავენ იმიტომ რომ ის ქალია. 

***

ბლოგი მომზადებულია ქალთა საინფორმაციო ცენტრის პროექტის “ქალთა გაძლიერება და სრულფასოვანი მონაწილეობა ადგილობრივი გენდერული პოლიტიკის განხორციელებაში“ ფარგლებში, რომელიც დანიური ორგანიზაცია KVINFO-სა და დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება. 



 

გვანცა ჩიქოვანი
ბოლო ამბები
პარლამენტმა გენდერული კვოტირების ვალდებულების გაუქმებაზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია

პარლამენტმა საარჩევნო სიების ფორმირების პროცესში გენდერული კვოტირების ვალდებულების გაუქმებაზე პრეზიდენტის ვეტო დასძლია

სრულად 
საქართველოს 20-ზე მეტი უნივერსიტეტი "რუსული კანონის" წინააღმდეგ

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ნაწილში, აუდიტორიები ცარიელია. სტუდენტები და ლექტორები გაფიცულები არიან და საპროტესტო აქციას უერთდებიან

სრულად 
 ღონისძიებები
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს საინფორმაციო მასალების (ბლოგები/ვლოგები/ფოტო ამბები/სტატიები) კონკურსს
სრულად 
 დანიის გენდერისა და თანასწორობის ცოდნის ცენტრი KVINFO აცხადებს მკვლევრის ვაკანსიას
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
პარლამენტმა გენდერული კვოტირების ვალდებულების გაუქმებაზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია

პარლამენტმა საარჩევნო სიების ფორმირების პროცესში გენდერული კვოტირების ვალდებულების გაუქმებაზე პრეზიდენტის ვეტო დასძლია

სრულად 
ბოლო არჩევნებზე ნახევარი მლნ ქალი არ მივიდა - როგორ ჩავრთოთ ემიგრანტები ხმის მიცემის პროცესში?

საქსტატის მონაცემებით, მხოლოდ 2023 წელს ქვეყნიდან გავიდა 245 064 მოქალაქე და შემოვიდა 205 857 მოქალაქე 

სრულად 
ქალთა მოძრაობამ თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში ქალთა მარში გამართა

ქალთა მოძრაობა ამბობს, რომ ქვეყანაში ამომრჩეველ 53% ქალს "რუსული კანონით" ვერ გააჩუმებენ და ეს კანონი ეხება ყველა ქალს

სრულად