გენდერული სიახლეები
როგორ დააღწიეს თავი ძალადობას ქალებმა
2022-09-22 11:09:07

„27 წლის განმავლობაში ვითმენდი. რამდენჯერ მივმართე ადრე მილიციას, პოლიციას, მაშინ არანაირი რეაგირება არ ჰქონდათ. ახლა, კანონმა შედარებით დაგვაფასა ქალები და ბაშვები. შემდეგ, გამოვაშვებინე ციხიდან, შემეცოდა...  მაგრამ, ამ ორი წლის განმავლობაში, სამჯერ ჰქონდა შემაკავებელი ორდერი. მაინც, ყოველდღე ვეუბნებოდი, ჭკვიანად იყავი, თორემ წახვალ ისევ-მეთქი. 

იცით რა არის, დაუსჯელობის სინდრომიც დაემატა, ვაჟკაცები ჰგონიათ საკუთარი თავი, მაგრამ როგორი ვაჟკაცი იყო, ხომ გავუშვი... 

არ ისმენენ, ქალს როგორც ნივთს ისე აღიქვამენ და ექცევიან, ეგოისტები არიან, ზოგი სვამს, ზოგი იკეთებს, ზოგს რაღაც სასწაულები სჭირს და ექიმთან მისვლას, ნორმალურად ცხოვრებას და ოჯახთან ყოფნას, ურჩევნიათ ასე მოიქცნენ და თავი იმართლონ. გამამართლებელი არ არის ეს, აქ ჩვენც ვზარალდებით, შვილებიც ზარალდებიან! - გვიყვება თავის ისტორიას ელენე (სახელი შეცვლილია).

„ვცდილობდი რომ შემენარჩუნებინა ოჯახი, მაგრამ, მასიურად გვქონდა უთანხმოება, ჩხუბი. ახლა იყო ასეთი სიტუაცია: იყო წასული და ვუთხარი, რომ უნდა დავამთავროთ ეს ყველაფერი, შემდეგ ჩამოვიდა და მითხრა, უნდა დავილაპარაკოთო. რომ მოვიდა სახლში, მითხრა დაჯექი მანქანაში, უნდა დაგელაპარაკოო. ჩამსვა მანქანაში, დამიხურა კარები და დიდი სისწრაფით წამიყვანა ტყისკენ, გზაში მეუბნებოდა, ახლა შენ უნდა მოგკლაო. რადგან ჩემთან ცხოვრება არ გინდა, მაშინ მოგკლავო. ვუთხარი, დამშვიდდი, მოდი ვილაპარაკოთ, კარგი, ვცადოთ კიდევ ერთხელ-მეთქი... ანუ, ის ვუთხარი, რისი მოსმენაც მას ენდომებოდა. როგორღაც დაწყნარდა და წავიდა, მაგრამ, მეორე დღეს ისევ მოვიდა. მეორე დღეს რომ მოვიდა ისევ დამიწყო იმაზე ლაპარაკი, რომ უნდა მოგკლა... შემდეგ მცემა! 

ასეთი შემთხვევები ბევრჯერ გვქონია, რომ ვუცემივარ, გვიჩხუბია და მერე ისევ შევრიგებულვართ. აქამდე იმიტომ არ განვაცხადე, რომ შვილი მყავდა და რა თქმა უნდა იმასაც ვფიქრობდი, ხალხი რას იტყვის, კიდევ რა იქნება... ყოველი შემთხვევის შემდეგ, მიხდიდა ბოდიშს, მეუბნებოდა, რომ აღარ განმეორდებოდა, რომ შეცდა, გამოსწორდებოდა და მეც რაღაცნაირად ვფიქრობდი, რომ იქნებ ვცადოთ კიდევ, იქნებ რაღაც მოხდეს და მართლა გამოსწორდეს, მაგრამ, ვერ მივაღწიეთ!  

მე ვითმენდი ამ ყველაფერს იმის გამო, რომ მქონოდა ოჯახი, მაგრამ ადამიანმა ვერ შეიგნო. შემიზღუდა ყველაფერი, არც სამსახური, არც მეზობელი, არც სადმე გასვლა, ადამიანებთან ურთიერთობაც კი შემიზღუდა. ამიტომ, მოთმენასაც აზრი არ ჰქონდა! შვილი გვყავს, ეს ბავშვი  გაიზარდა და ბევრი რამ ესმოდა უკვე, ეს ყვირილიც და ყველაფერიც... 
იმ დღეს,  როგორც კი მანქანა დაქოქა და წავიდა, ეგრევე დავრეკე 112-ში! - გაიხსენა საკუთარი ამბავი თამუნამ (სახელი შეცვლილია). 

„ჩემი ყოფილი მეუღლე ჩემზე ძალადობდა როგორც ფსიქოლოგიურად, ასევე ფიზიკურად. მემუქრებოდა ცივი იარაღით. მიზეზი ალბათ ის იყო, რომ თვითონ იყო აღზრდილი ძალადობის ქვეშ და როცა ის გაიზარდა, ეს აგრესია გადმოიტანა საკუთარ ოჯახში. 

თავი დავაღწიე საპატრულო პოლიციის დახმარებით და პატრულს წამოვაყვანინე თავი, რომ ჩემ მშობლებთან მიმეღწია როგორმე. მანამდე იმიტომ არ მივმართე არავის, რომ იქნებ შეწყვიტოს ეს ძალადობა, იქნებ მოეგოს გონს-მეთქი, მაგრამ, არა! არ გამოვიდა. 

ამჟამად ვმუშაობ, ბავშვები დამყავს სკოლაში და უფრო ბედნიერი ვარ, რადგან არ მეშინია იმის, რომ ვინმე დამარტყამს, ან მცემს და თუნდაც რაღაცის გამო გაბრაზდება და ჯავრს იყრის ჩემზე ან ჩემს შვილებზე“ - ამბობს მარიკა (სახელი შეცვლილია).

ელენეს, თამუნას და მარიკას მსგავსად, ძალადობა ოჯახში უამრავ ქალს განუცდია. მსოფლიოში ყოველი მესამე ქალი ცხოვრების განმავლობაში ფიზიკური ან სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გამხდარა - აღნიშნულია  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO), 2021 წელს გამოქვეყნებულ სტატისტიკაში. ზოგი ამის შესახებ საუბრობს, თავის დაღწევას და გადარჩენას ცდილობს, ზოგი კი დუმილს ამჯობინებს, „შვილების“ „ხალხი რას იტყვის“ და სხვა არაერთი ხელოვნურად გამოგონილი მიზეზის გამო. 

მთავარი ერთია, თუ განიცდით ოჯახში ძალადობას, დარეკეთ ცხელ ხაზზე 112. ან მიმართეთ, ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე სამთავრობო უწყებებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს საქართველოს რეგიონების მიხედვით.

 

***

ბლოგი მამზადებულია ქალთა საინფორმაციო ცენტრის პროექტის “ქალთა გაძლიერება და სრულფასოვანი მონაწილეობა ადგილობრივი გენდერული პოლიტიკის განხორციელებაში“ ფარგლებში, რომელიც დანიური ორგანიზაცია KVINFO-სა და დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება

 

ნინო ვართაპეტიანი
ბოლო ამბები
საკონსტიტუციომ რუსული კანონის მოქმედება არ შეაჩერა, თუმცა სარჩელი წარმოებაში მიიღო

საკონსტიტუციო სასამართლომ რუსული კანონის მოქმედება არ შეაჩერა, თუმცა სარჩელი წარმოებაში მიიღო. მოსამართლეთა პლენუმმა გადაწყვეტილება სათათბიროდ გასვლიდან 1 თვის შემდეგ მიიღო.

სრულად 
თიბისის სპეციალური შეთავაზება ქალი მეწარმეებისათვის

თიბისი ქალი მეწარმეების ბიზნესის მხარდაჭერისათვის სპეციალურ შეთავაზებას აკეთებს. პროექტის ბენეფიციარიც შეიძლება გახდეს ნებისმიერი კომპანია, რომლის დამფუძნებელთა სიაში არის ქალი ან დირექტორი ქალია. 

სრულად 
 ღონისძიებები
 პეკინი +30 რეგიონული მიმოხილვა - ონლაინ კონსულტაცია სამოქალაქო საზოგადოებისთვის
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს - გენდერული დეზინფორმაცია
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს - გენდერული დეზინფორმაცია
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
2024 წლის საპარლამენტო არჩევნები: ქალთა მაჩვენებელი პარტიულ სიებში 

ქალი კანდიდატების პროცენტულ მაჩვენებელს პარტიული სიების პირველ 10-ეულში, 20-ეულსა და 50-ში

სრულად 
დეზინფორმაციასთან ბრძოლის საუკეთესო გზად აუდიტორიის კრიტიკული აზროვნება მიმაჩნია

"..თუკი არასწორ ინფორმაციას დროულად შევამოწმებთ და მას აღარ გადავაზიარებთ, უკვე ნახევარი საქმე გაკეთებულია.” - ამბობს WIC-თან ინტერვიუშიუ ჟურნალისტი და ციფრული კომუნიკაციების სპეციალისტი, სოფო დათიშვილი

სრულად 
არჩევნები, კვოტებით თუ მის გარეშე

კანონი პარტიებს აღარაფერს ავალდებულებს და როგორც მინისტრი ამბობს თავის საჯარო პოსტში, "კვოტები აღარაა და ეგებ რამდენიმემ მაინც შეჰყოთ ლამაზი ცხვირები საკანონმდებლოში"

სრულად