გენდერული სიახლეები
14 წელში, ცხინვალთან ახლოს, ომგამოვლილმა ქალებმა ბაღ-ვენახების აყვავება შევძელით
2022-09-06 10:33:01

აგვისტოს ომის შემდეგ,  სოფლად დაბრუნებულ მოსახლეობას სახლები გადამწვარი, ნაკვეთები გადამხმარი და ყველაფერი განადგურებული დაგვხვდა. ჩემი სოფელიც რამდენიმე კილომეტრითაა დაშორებული ცხინვალთან და მუდმივად შიშის ქვეშ გვიწევს ცხოვრება.

მიუხედავად რთული მდგომარეობისა, მოვახერხეთ და შევძელით, რომ ამ 14 წელში,  ყველაფერი ახლიდან დაგვეწყო და საკუთარი მოსავალი წლიდან-წლამდე გაგვეუმჯობესებინა.

2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთის ჯარი უკვე ჩვენი სოფლის სიახლოვეს იყო. ტყვიავიდან გვესმოდა აფეთქებები, მკვლელობები, მშვიდობიან მოსახლეობას სახლებს უწვავდნენ, რის შემდეგაც გავიქეცით თბილისში და დროებით, 21-ე სკოლის შენობას შევაფარეთ თავი. 

დაბრუნებისას ყველაფერი გაცამტვერებული დაგვხვდა, მაგრამ ახლიდან ცხოვრება დავიწყეთ. ბავშვობისას იურისტობაზე ვოცნებობდი, მაგრამ მშობლები ადრეულ ასაკში გარდაგვეცვალა და ოთხი და,  ნაომარ სოფელში დავრჩით. უფლება არ გვქონდა რამეს შევშინებოდით და მამაპაპისეული მიწა დაგვიწყებოდა. ამიტომ გადავწყვიტეთ, სოფლის მეურნეობაში აქტიურად ჩავრთულიყავით და სხვა ქალების დასაქმების შესაძლებლობაც გვქონოდა. შრომა უკვალოდ არასდროს ჩაივლის და თანდათან გაცამტვერებულ ნაკვეთებზე ხილის, ბოსტნეულის და მარცვლეულის მოყვანა შევძელით. 

წელს დაახლოებით 100-მდე ქალი დავასაქმეთ,  როგორც სოფლებიდან, ისე გორიდანაც. ახლა უკვე ვაშლს და ატამს ვკრეფთ, შემოდის მსხალი,  ცოტა ხანში ლობიოსაც ავიღებთ.

სოფლად ქალის ცხოვრება რთულია, მაგრამ თუ იშრომებს, ოჯახის გამოკვება არ გაუჭირდება. აპრილიდან გვიან შემოდგომამდე, ჩვენი სამუშაო დღე 09:00 საათიდან იწყება და 18:00 საათამდე გრძელდება. ზოგჯერ გაუსაძლისია პაპანაქება სიცხეში მუშაობა, მაგრამ ყველას კარგად გვესმის, რომ უშრომელად არაფერი მოდის. დღიურად დაახლოებით 45-50 ლარს გამოვიმუშავებთ. თუ წვიმიანი ამინდია, მხოლოდ მაშინაა ჩვენთვის დასვენების დღე. ხშირად გვესმის, რომ სამუშაო ადგილები არ არის, გოგოები/ქალები ვერ საქმდებიან, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ დროს, ასეთ რთულ პირობებში შუახნის ქალებთან ერთად, 18-19 წლის გოგოებიც კი არ თაკილობენ ნაკვეთებში მუშაობას და ოჯახში მცირე შემოსავლის შესატანად  თავებს არ ზოგავენ, ყოველდღიურ რეჟიმში მაქსიმალურად იხარჯებიან. რეგიონის ქალაქებიდანაც  ჩამოდიან და სოფლად მცხოვრებ ქალებთან ერთად შრომობენ. იმისთვის, რომ სამუშაო და შემოსავალი გვქონდეს,  უმაღლესი განათლების მიღება არაა აუცილებელი.

ქალების გარკვეული კატეგორია ზის სახლში და ფინანსურად სხვებზეა დამოკიდებული, რაც არასწორია. თუ  ქალს ჯანმრთელობის მდგომარეობა ხელს უწყობს, შრომაში სათაკილო არაფერია. 22 წელი ქარხანაში ვმუშაობდი, მაგრამ ახლა სხვა რეალობა გვაქვს. მივდევ სოფლის მეურნეობას და შემოსავლის წყაროს ამ სფეროში, სხვა ქალებსაც ვუქმნი.

***

ბლოგი მომზადებულია ქალთა საინფორმაციო ცენტრის პროექტის “ქალთა გაძლიერება და სრულფასოვანი მონაწილეობა ადგილობრივი გენდერული პოლიტიკის განხორციელებაში“ ფარგლებში, რომელიც დანიური ორგანიზაცია KVINFO-სა და დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.

თეა რაზმაძე 
ბოლო ამბები
განცხადება ქალთა და გოგოების მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

ყველა დაინტერესებულ მხარეს, მათ შორის პოლიტიკურ პარტიებს, მთავრობას, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, და მედიას მოვუწოდებთ, რომ სამომავლოდ ქალთა გაძლიერებისთვის იმოქმედონ

სრულად 
თამუნა მუსერიძე BBC-ის 2023 წლის 100 ყველაზე გავლენიანი ქალის სიაში მოხვდა

თამუნა მუსერიძემ შექმნა Facebook ჯგუფი „ვეძებ”, რომელმაც ხელი შეუწყო სამშობიაროებიდან არალეგალური გაშვილების შესახებ საჯარო დისკუსიის დაწყებას

სრულად 
 ღონისძიებები
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს პოსტერების კონკურსს "ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან"
სრულად 
 „ქალთა საინფორმაციო ცენტრი“ თბილისის ცენტრალურ ლოკაციაზე მდებარე სასტუმროებისთვის აცხადებს ტენდერს
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
არ არის ის დრო, რომ საზოგადოებრივ სტერეოტიპებს დაუწყონ ყურება და ლოდინი

სოფ.ჭალადიდის მცხოვრები ქ-ნი მზია ნატრიაშვილი, რომელმაც გაგვიწია გიდობა და გაგვაცნო მისი ყოვლედღიურობა

სრულად 
გაფართოებული შეხვედრა: იგპ და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალებისა და ახალგაზრდების გადაუდებელი საჭიროებები

გაფართოებული შეხვედრა გაიმართა იძულებით გადაადგილებული და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალებისა და ახალგაზრდების გადაუდებელი საჭიროებების მოგვარების მიზნით

სრულად 
შენი ქმარი ისეთი კარგი ბიჭია, ალბათ შენ ვერ აჩენ

ანა 54 წლისაა და მეუღლესთან 35 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ გადაწყვიტა, მოძალადე მეუღლისა და მისი ოჯახისთვის თავი დაეღწია

სრულად