გენდერული სიახლეები
რას ვირჩევ?!  
2022-08-04 15:01:53

სკოლაში კარგად სწავლობდა ანა, მშობლებიც უმაღლესდამთავრებული ყავდა, ნათესაური წრეც და თანაკლასელებიც მოწოდებული წიგნისთვის (მაშინ წიგნი იყო პოპულარული), ნამდვილი ნიშნები ეწერა, ცოდნის შესაბამისი, იმავე წელს ჩააბარა თსუ - ში, თავისი ცოდნით, რეპეტიტორების გარეშე, უნივერსიტეტშიც კარგად სწავლობდა, რთული წლები დაემთხვა სტუდენტობას: უპურობა, უგაზობა, კრიმინალების თარეში... მერე რა? იცოდა განათლება უნდა მიეღო, ამის გარეშე ცხოვრებას ჩამორჩებოდა, სამსახურს ვერ იშოვიდა, შესაფერისი ქმარი და ოჯახი ვერ ეყოლებოდა.

რამდენიმე კვირა უკლდა უნივერსიტეტის დამთავრებას, რომ გათხოვდა, მანამდე როგორ შეიძლებოდა გვერდზე გაეხედა? დაამთავრა და აწი სრული უფლება  ქონდა ცხოვრების მეგზური აერჩია, რამდენად სწორად გააკეთა ეს მეტად მნიშვნელოვანი არჩევანი, ეს მერე ცხოვრებამ არაერთხელ მწარედ შეახსენა... ანა ჯერ კიდევ ვერ აცნობიერებდა რამდენს ნიშნავდა ქალისთვის სამსახურის დაწყება, მითუმეტეს თუ ამას თავის პროფესიას შეუსაბამებდა, ჯერ კიდევ ვარდისფერი სათვალიდან იმზირებოდა, დედამ მოიყვანა აზრზე, ანასაც და მის ახალ ოჯახსაც მუშაობის დაწყება მოსთხოვა არგუმენტირებულად, რომ შენ ეს გჭირდება, რისთვის ისწავლე? შენი შემოსავალი ხომ გინდა და ასე შემდეგ.

ანას სამსახურის მოძიების საქმეში მამა ჩაერთო აქტიურად, ნაცნობ - უცნობი შეაწუხა, დედა არ ასვენებდა, ანას ოჯახს ამ საქმეში მონაწილეობა არ მიუღია, ალბათ ფიქრობდნენ, რა დროს ახალი გათხოვილი ქალის მუშაობააო, ჯერ ბავშვი უნდა გააჩინოს, გაზარდოს, ქმარი მოუტანს... მოუტანს კი? ანა მერე და მერე მიხვდა, რომ ქმარი, დედამთილი, მული მართლა ასე ფიქრობდნენ, დიდად არ ეპიტნავებოდათ რამდენიმე თვის შემოსული რძლის სახლიდან გასვლა, მითუმეტეს ცოტა ხმაურიან დაწესებულებაში, რომელიც მაშინდელი საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა, როგორც ახალი და უცხო ხილი, თუმცა ანას მშობლებისთვის წინააღმდეგობის გაწევას ვერ ბედავდნენ. ანას კი გაუმართლა, რომ მისი სამსახური მისი პირდაპირი პროფესია იყო, პირველივე დღიდან მოიხსნა ვარდისფერი სათვალე და შეუყვა ცხოვრების ოღრო - ჩოღროს, იტანდა ოჯახის ბუზღუნს, სახლში გვიან მოდიხარ, რანაირი სამსახურია, უგრაფიკო, შაბათ - კვირა არ იცი, მეზობლების მრცხვენია სახლში არასდროს არ ხარ... არადა ოჯახი დიდწილად ანას ხელფასზე იყო დამოკიდებული, კიდევ კარგი ისწავლა, კიდევ კარგი მუშაობს! 

ნანა ბავშვობიდან ყოჩაღი, ხალისიანი, ხელსაქმით და კულინარიით დაინტერესებული იყო, ცოტა რომ წამოიზარდა წნევის გაზომვა, ნემსის გაკეთება, ჭრილობის დამუშავება - გადახვევა ისწავლა, სკოლის დამთავრებისთანავე გათხოვდა, 6 შვილი გააჩინა, ოჯახში არ უჭირდათ, მაგრამ ნანამ ექთნის კურსების გავლა, სერტიფიკატის აღება და რაღა თქმა უნდა სამუშაოს მოძებნა მოინდომა. ეს დიდი სურვილი მეზობლებს გაანდო კეთილი გულით და მოლოდინით, რომ მოუწონებდნენ ჩანაფიქრს, ცივი წყალი გადაასხეს, რათ გინდა სწავლა, რა დროს სწავლაა, 6 შვილი მისახედი გყავს... მიხვდა ნანა, თურმე რა ოსტატურად ფუთავდნენ ,, გულშემატკივარი“ ქალბატონები ავ თვალს ღიმილსა და თეთრ კბილში, დაასკვნა, არავისაც არ უნდა უსმინო, მხოლოდ საკუთარ გულისხმას მიენდო, შენი შესაძლებლობები აწონ - დაწონო და განვითარებისკენ გაბედულად გადადგა ნაბიჯი. გაათმაგებული ენერგიით შეუდგა მამის დატოვებულ სასადილოში მუშაობას, ყველაფერს ასწრებდა, კერძის მომზადებას, კლიენტის მომსახურებას, ალაგებას, გარკვეულ თანხას უნდა მოუყაროს თავი, არ სურს მთლიანად ოჯახს დააწვეს, ექთნის საქმე კვალიფიციურად უნდა შეისწავლოს! აწი მდუმარე ღიმილით უსმენს საღამოობით სახლის წინ ჩამომჯდარ გოგო - ქალებს: ,, როგორ გამუშავებს შენი ქმარი“, ,,რა გიჭირს სამაგისო“ ,,რატომ უნდა ემსახურო ვიღაც კაცებს“...

სიმღერა ბავშვობიდან უყვარდა დალიკას, პროფესიად არ აურჩევია, მაგრამ არც ძირითადი საქმიანობისას შეუწყვეტია მუსიკასთან ურთიერთობა, წლების მანძილზე შეინარჩუნა მისი სიყვარული და ბოლოს მაინც დაუფასდა, სარესტორნო ქსელი რომ კარგად განვითარდა და გაფართოვდა, დალიკა მეგობრების რეკომენდაციით  ერთ პრესტიჟულ რესტორანში მოეწყო - საღამოობით პუბლიკის წინაშე მღეროდა, საყვარელი საქმე - საქმედ და შემოსავალიც თავისთავად მოვიდა. ვინ იცის, ვინ რა თვალით უყურებდა დალიკას სილამაზეს, სასიმღერო ნეტარებით ხან დამთბარ, ხან შემცბარ მის სახეს, ან რა ყურით ისმენდა მის წკრიალა ხმას? მაგრამ ფაქტია: ერთი ადამიანის გული სამუდამოდ დაიპყრო! დალიკა და თემური მალევე შეუღლდნენ, თემურის სოფელში ყავდა ოჯახი, გაუგიათ მომღერალი მოიყვანაო, ერთი ვაი - ვიში ატეხეს, რამ გააგიჟა ეს კაცი, ამდენი წლები იმიტომ იყო უცოლოდ, ბოლოს რესტორნის მომღერალი (ამ სიტყვას ათასნაირი ეპიტეთებით შემკულს წარმოსთქვამდნენ) „შეტენვოდაო“... რაღას იზავდნენ, ვერაფერი გააწყვეს სიყვარულთან, დანებდნენ, მიიღეს რძალი და ცოტა ხანში შერცხვათ თავიანთი სიტყვების, დალიკა წესიერი, მოსიყვარულე, მოფუსფუსე გოგო გამოდგა, ორი ბიჭიც გაუჩინა და იყვნენ ბედნიერები.

ცხოვრებაში გვქონია მომენტები, სხვაგვარად ვფიქრობთ, მაგრამ სრულიად საპირისპიროდ მომხდარა, შედეგი სწორედ ადამიანის მოტივაციაზე, ცვლილებების უპირობო სურვილზეა დამოკიდებული, მთავარია, დროულად და სწორად შევაფასოთ, ვინ არიან ჩვენს გვერდით, ვისთვის გვინდა, რა ღირებულებისთვის უნდა ვიბრძოლოთ. სტიგმა, სტერეოტიპი, ჩარჩო - ესეც ჩვეულებრივმა, მოკვდავმა ადამიანებმა გამოიგონეს საკუთარი უმოქმედობის გასამართლებლად, დღესაც არსებობს, მაგრამ ჩვენ ვირჩევთ, სად გავინაპიროთ და სად დინების საწინააღმდეგ ვიაროთ. 

***

ბლოგი მომზადებულია ქალთა საინფორმაციო ცენტრის პროექტის “ქალთა გაძლიერება და სრულფასოვანი მონაწილეობა ადგილობრივი გენდერული პოლიტიკის განხორციელებაში“ ფარგლებში, რომელიც დანიური ორგანიზაცია KVINFO-სა და დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.

 

 

 

ირინე გოცირიძე
ბოლო ამბები
საკონსტიტუციომ რუსული კანონის მოქმედება არ შეაჩერა, თუმცა სარჩელი წარმოებაში მიიღო

საკონსტიტუციო სასამართლომ რუსული კანონის მოქმედება არ შეაჩერა, თუმცა სარჩელი წარმოებაში მიიღო. მოსამართლეთა პლენუმმა გადაწყვეტილება სათათბიროდ გასვლიდან 1 თვის შემდეგ მიიღო.

სრულად 
თიბისის სპეციალური შეთავაზება ქალი მეწარმეებისათვის

თიბისი ქალი მეწარმეების ბიზნესის მხარდაჭერისათვის სპეციალურ შეთავაზებას აკეთებს. პროექტის ბენეფიციარიც შეიძლება გახდეს ნებისმიერი კომპანია, რომლის დამფუძნებელთა სიაში არის ქალი ან დირექტორი ქალია. 

სრულად 
 ღონისძიებები
 პეკინი +30 რეგიონული მიმოხილვა - ონლაინ კონსულტაცია სამოქალაქო საზოგადოებისთვის
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს - გენდერული დეზინფორმაცია
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს - გენდერული დეზინფორმაცია
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
2024 წლის საპარლამენტო არჩევნები: ქალთა მაჩვენებელი პარტიულ სიებში 

ქალი კანდიდატების პროცენტულ მაჩვენებელს პარტიული სიების პირველ 10-ეულში, 20-ეულსა და 50-ში

სრულად 
დეზინფორმაციასთან ბრძოლის საუკეთესო გზად აუდიტორიის კრიტიკული აზროვნება მიმაჩნია

"..თუკი არასწორ ინფორმაციას დროულად შევამოწმებთ და მას აღარ გადავაზიარებთ, უკვე ნახევარი საქმე გაკეთებულია.” - ამბობს WIC-თან ინტერვიუშიუ ჟურნალისტი და ციფრული კომუნიკაციების სპეციალისტი, სოფო დათიშვილი

სრულად 
არჩევნები, კვოტებით თუ მის გარეშე

კანონი პარტიებს აღარაფერს ავალდებულებს და როგორც მინისტრი ამბობს თავის საჯარო პოსტში, "კვოტები აღარაა და ეგებ რამდენიმემ მაინც შეჰყოთ ლამაზი ცხვირები საკანონმდებლოში"

სრულად