გენდერული სიახლეები
„გოგოა და ქმარი მიხედავს“ - რა მოაქვს გენდერულ სტერეოტიპებს, რომელიც ამ დრომდე თაობიდან თაობაში გადადის?
2022-08-01 13:58:39

სტერეოტიპი-ამ სიტყვის გაგონებისას ყველა ადამიანს განსხვავებული აზრი ებადება, ადამიანთა ნაწილს კი უბრალოდ სმენია ეს სიტყვა და იმეორებს დაუსრულებლად ისე რომ, არც კი იცის რას ნიშნავს ის.

ლექსიკონში თუ ჩავიხედავთ, წავიკითხავთ სტერეოტიპი ეს არის... ,,საყოველთაოდ მიღებული, ორიგინალობას მოკლებული აზრი, შეხედულება,ფორმა.’’ ან ,,გარკვეული სოციალური ჯგუფის შესახებ ინდივიდის ცოდნა, რწმენები და მოლოდინები.’’

ერთი შეხედვით, არაფერს აშავებს ეს განმარტება და ძალიან ნორმალურადაც ჩანს მაგრამ, რეალურად ამ ყოველივეს მიღმა იმალება უამრავი აგრესია, შიში, კომპლექსები, განათლების მიღმა დარჩენილი გოგონები...ბიჭები,რომლებმაც საკუთარი სურვილები ვერ დაიკმაყოფილეს და ბოლოს ყველაზე მთავარი,სადამდეც სტერეოტიპებს მივყავართ არის საზოგადოება, რომელიც პირდაპირ თუ ირიბად ძალადობს ერთმანეთზე.

სანამ უშუალოდ თითოეულ ზემოთ ნახსენებს განვიხილავთ, მოდი ყველაფერი დავიწყოთ თავიდან, საიდან ჩამოყალიბდა სტერეოტიპები და როგორ გარდაიქმნა ისინი ზიანის მომტანად ადამიანებისათვის? 

პირველად სიტყვა ,,სტერეოტივი’’ 1922 წელს იქნა გამოყენებული და იგი იმის აღსაწერად გამოიყენეს, თუ როგორ იქმნიან ადამიანები გონებაში სხვა ადამიანთა ჯგუფების შესახებ წარმოდგენებს, აღსანიშნავია ისიც რომ, ერთსა და იმავე ჯგუფში მყოფ სხვადასხვა ადამიანს ერთსა და იმავე თვისებებსაც კი მიაწერდნენ. დროთა განმავლობაში, ტრადიციები, ცრუ რწმენები, ფსიქოლოგიური ფაქტორი, ოჯახური ფაქტორი თუ საცხოვრებუელი გარემო გახდა სტერეოტიპთა გამრავალფეროვნების, გაღრმავებისა და საზოგადოებაში ფესვების გადგმის მიზეზი. 98 წელი გავიდა მას შემდეგ რაც ეს ტერმინი პირველად გამოიყენეს, უამრავი თაობა შეიცვალა და თითოეული მათგანი ისე იყენებდა ამ ტერმინს, როგორც აწყობდა, საზოგადოება ვითარდებოდა, ადამიანები სიახლეებისკენ მიიწევდნენ, ტექნოლოგიები იქმნებოდა და ადამიანების შეხედულებები იცვლებოდა, მხოლოდ ერთი რამ რჩებოდა უცვლელი მუდამ, ყოველთვის არსებობდა და არსებობს სტერეოტიპები,როელიც უარყოფით გავლენას ახდენდა და ახდენს,როგორც სრულიად საზოგადოებაზე ისე კონკრეტულ ინდივიდებზე.

21-ე საუკუნეში,როდესაც ყველაფერი წინ მიიწევს, საზოგადოება ვითარდება და მფრინავი მანქანები გამოიგონეს,როდესაც შეგვიძლია დედამიწის ერთი ბოლოდან მეორეში დავუკავშირდეთ ადამიანებს... ჯერ კიდევ არსებობს შეხედულებები,როლმებიც საზოგადოების ერთი მხარიდან მეორეს დაბულინგებას იწვევს,სწორედ ესაა სტერეოტიპები.

რამდენჯერ გსმენიათ სიტყვები: ,,ქალი ვიცი კუხნაში’’, ,,ფრთხილად, საჭესთან ქალია’’, ,, მათემატიკაში ძლიერები ბიჭები არიან’’, ,,სათვალიანია და ნიჭიერი იქნება’’ ,,ქერა გოგონები სულელები არიან’’, ,,გოგოა და ქმარი მიხედავს’’ ,, ქალმა ოჯახის საქმეს უნდა მიხედოს’’ და ა.შ ხედავთ რამდენი სტერეოტიპი დავწერე? ახლა იმასაც დააკვირდით, რომ ერთი მხარე ყოველ წინადადებაში დაკნინებულია, სწორედ აქედან გამომდინარე შეგვიძლია ვიმსჯელოთ იმაზე რომ აფსოლუტურად ყველა სტერეოტიპი არის ნეგატიური სახის და ყოველთვის მიზანმიმართულია ერთი მხარის დამცირებისკენ.

მახსოვს,როდესაც ბავშვი ვიყავი, გოგონები მე-9 კლასიდან თხოვდებოდნენ, თუ მათ არავინ ითხოვდა ჭორებსაც კი უგორებდნენ, თითქოს დააგვიანდა გათხოვება, ამის გამო  ბევრი გოგონა დარჩა განათლების მიღებისა და სიახლეების შეცნობის მიღმა, ისიც მახსოვს, მშობლის სიტყვებიც გამიგია „ბიჭია და ოჯახი უდა არჩინოს, მაგისთვის სჭირდება სწავლა შენ გოგო ხარ და ქმარი მოგხედავსო’’ რომ ეუბნებოდა ერთ-ერთ შვილს. 

ეს დღესაც ხდება, დღესაც არ უწყობენ გოგონებს განათლების მიღებაში ხელს, დღესაც ათხოვებენ ნაადრევად, დღესაც მიიჩნევენ რომ ქალის საქმე ოჯახისა და შვილების მოვლაა, დღესაც მიიჩნევენ რომ თუ გოგონას საკუთარი თავი არ აკომპლექსებს და იცვამს იმას, რაც უნდა, ის წესიერი არაა... რა თქმა უდნა, ეს ყველგან არ ხდება, რა თქმა უნდა ეს ყველას არ ეხება, საბედნიეროდ საზოგადოების დიდმა ნაწილმა, ფეხი აუწყო ცხოვრებას და განვითარდა დროის სვლასთან ერთად, მაგრამ მაინც რჩება სტერეოტიპები მათში, ძალიან მცირე დოზით, მაგრამ მაინც...

და მაინც, ვერასდროს გავიგებ, რატომ უნდა მიშლიდეს დასაქმებაში ხელს ჩემი ტატუები, რატომ უნდა აღმიქვამდეს თუნდაც საზოგადოების ნაწილი მანქანად, რომელსაც ბავშვების გაჩენის გარდა არაფერი ევალება, რატომ არ უნდა შემეძლოს გავთხოვდე მაშინ, როდესაც მინდა? 

შენ ძვირფასო მკითხველო, დაფიქრდი რამდენჯერ გქონია კონკრეტულ თემასთან დაკავშირებით სტერეოტიკული დამოკიდებულება? რამდენჯერ გიფიქრია, როდესაც მანქანა ცუდად დაპარკინგებული ან ცუდი მანევრით მოძრავი შეგინიშნავს რომ საჭესთან ქალია? რამდენი ადამიანია შენს გარშემო, რომელიც ფიქრობს, რომ ოჯახს ქალმა უნდა მიხედოს? 
ახლა მხოლოდ ერთსღა გეტყვი, ნებისმიერი სტერეოტიპი საწყისია ძალადობისა და შენ, როდესაც რაღაც თემას სტერეოტიპულად უყურებ ხდები პირდაპირი ან ირიბი მოძალადე, გვინდა ძალადობით სავსე სამყაროში ცხოვრება?

 

***

ბლოგი მომზადებულია ქალთა საინფორმაციო ცენტრის პროექტის “ქალთა გაძლიერება და სრულფასოვანი მონაწილეობა ადგილობრივი გენდერული პოლიტიკის განხორციელებაში“ ფარგლებში, რომელიც დანიური ორგანიზაცია KVINFO-სა და დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.

 

რუსკა ბუზიაშვილი
ბოლო ამბები
საკონსტიტუციომ რუსული კანონის მოქმედება არ შეაჩერა, თუმცა სარჩელი წარმოებაში მიიღო

საკონსტიტუციო სასამართლომ რუსული კანონის მოქმედება არ შეაჩერა, თუმცა სარჩელი წარმოებაში მიიღო. მოსამართლეთა პლენუმმა გადაწყვეტილება სათათბიროდ გასვლიდან 1 თვის შემდეგ მიიღო.

სრულად 
თიბისის სპეციალური შეთავაზება ქალი მეწარმეებისათვის

თიბისი ქალი მეწარმეების ბიზნესის მხარდაჭერისათვის სპეციალურ შეთავაზებას აკეთებს. პროექტის ბენეფიციარიც შეიძლება გახდეს ნებისმიერი კომპანია, რომლის დამფუძნებელთა სიაში არის ქალი ან დირექტორი ქალია. 

სრულად 
 ღონისძიებები
 პეკინი +30 რეგიონული მიმოხილვა - ონლაინ კონსულტაცია სამოქალაქო საზოგადოებისთვის
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს - გენდერული დეზინფორმაცია
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს - გენდერული დეზინფორმაცია
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
2024 წლის საპარლამენტო არჩევნები: ქალთა მაჩვენებელი პარტიულ სიებში 

ქალი კანდიდატების პროცენტულ მაჩვენებელს პარტიული სიების პირველ 10-ეულში, 20-ეულსა და 50-ში

სრულად 
დეზინფორმაციასთან ბრძოლის საუკეთესო გზად აუდიტორიის კრიტიკული აზროვნება მიმაჩნია

"..თუკი არასწორ ინფორმაციას დროულად შევამოწმებთ და მას აღარ გადავაზიარებთ, უკვე ნახევარი საქმე გაკეთებულია.” - ამბობს WIC-თან ინტერვიუშიუ ჟურნალისტი და ციფრული კომუნიკაციების სპეციალისტი, სოფო დათიშვილი

სრულად 
არჩევნები, კვოტებით თუ მის გარეშე

კანონი პარტიებს აღარაფერს ავალდებულებს და როგორც მინისტრი ამბობს თავის საჯარო პოსტში, "კვოტები აღარაა და ეგებ რამდენიმემ მაინც შეჰყოთ ლამაზი ცხვირები საკანონმდებლოში"

სრულად