გენდერული სიახლეები
"სახლის საქმეები, ბავშვები, სადილი, სად გვაქვს ამდენი დრო" - რატომ არ ისმის ქალის ხმა სოფლად? 
2022-07-28 10:05:04

"ქალს იმდენი საქმე აქვს სახლში, სად სცალია სოფლის პრობლემების მოსაგვარებლადაც იაროს", "ქალები კაცებზე წინ ხომ ვერ წავალთ, რასაც გადაწყვეტენ იმას გააკეთებენ", "ჩვენ ვინ გვკითხავს, როგორც თვითონ უნდათ, ისე მოიქცევიან" - ასეთი ფრაზები ისმის სოფლად მცხოვრებ მოსახლეობაში, რომელთა ავტორები ძირითადად ისევ ადგილობრივი ქალები არიან. 

დასახლების საერთო კრებებზეც, სადაც სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხების გახარჯვას განიხილავენ, უმრავლეს შემთხვევაში კაცები ჭარბობენ. სოფლის კრებებზე მისული ქალების უმრავლესობას კი ძირითადად საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებული პირები შეადგენენ. შედარებით უკეთესი ვითარებაა ამ მხრივ იმ დასახლებებში, სადაც არასამთავრობო ორგანიზაციები მუშაობენ. 

რაშია პრობლემა და რატომ ვერ უზრუნველყოფენ ადგილობრივი მუნიციპალიტეტები ქალთა გააქტიურებას და ჩართულობის გაზრდას ადგილობრივ დონეზე? 

"დასახლებაში,   სადაც   არჩეულია   საერთო   კრების   რჩეული,   მუნიციპალიტეტის მერი ვალდებულია საკუთარი ინიციატივით უზრუნველყოს საერთო კრების მოწვევა წელიწადში არანაკლებ 2-ჯერ მაინც. საერთო კრების საქმიანობაში უზრუნველყოფილი უნდა იქნეს ქალისა და მამაკაცის თანასწორი მონაწილეობის შესაძლებლობა". მაგრამ სოფლად მცხოვრები ადამიანების ნაწილს არც "რჩეულის" შესახებ სმენია და არც კრების უფებამოსილების შესახებ იცის. 

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში თითოეული სოფელი, მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით, იღებს 10 000-დან 20 000-მდე ლარს. დასაფინანსებელ პროექტებს თავად მოსახლეობა ირჩევს. თითოეულ დასახლებაში ინიშნება ან სოფლის კრება ან კეთდება ამომრჩეველთა გამოკითხვა, სადაც მოსახლეობა კენჭს უყრის წინასწარ განსაზღვრულ 14 პუნქტიან ინფრასტრუქტურულ საპროექტო სიას (მაგ: სასმელი და სარწყავი წყლის სისტემები, გზები, სკოლები, სპორტული მოედნები, სკვერები და სხვა). საშუალოდ, ქვეყნის მასშტაბით ყოველ წელს 5 000-მდე პროექტი ფინანსდება.
სად არიან ამ დროს ქალები და რატომ არ ისმის სათანადოდ მათი ხმა სოფლად? 

ის ვინც ემიგრაციას აცდა, სოფლის ყოველდღიურობით აგრძელებს ცხოვრებას. ეს ყოველდღიურობა კი საკმაოდ მძიმე შრომას და დატვირთულ რეჟიმს გულისხმობს. 

ქალების ნაწილმა თავის დროზე უარი თქვა ან ვერ შეძლო სწავლის გაგრძელება დაოჯახების ან/და სხვა მიზეზის გამო. ახლა მათი ნაწილის პროფესია სოფლის მეურნეობაშია და იქაც ძირითადად დაქირავებული მუშის სტატუსით. ან სულაც ე.წ. "სახლის საქმეები" მიაბარეს და ოჯახის მოვლა-პატრონობის გეგმა შეუდგინეს. არა და მათი ბავშვობის დროინდელი ოცნებები სულ სხვა გარემოს ასახავდა. 

ბოლო პერიოდში არაერთ სოფელში ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ ადგილობრივი ქალები არა თუ პასიურობენ თემში არსებული საჭიროებების გაწყვეტის პროცესში, არამედ არ აქვთ ინფორმაცია როგორაა შესაძლებელი მათი მონაწილეობით ცვლილებების განხორციელება. 

"არც ვიცით კრებას სად და როდის ატარებენ, ან რა თანხა დაიხარჯება ჩვენი სოფლისთვის და რისთვის", "კარდაკარ დადიან და ხელს გვაწერინებენ უკვე გადაწყვეტილ საკითხებზე", "მთავარია რამე გაკეთდეს და რაშიც უნდა დახარჯონ ფული" - ინფორმაციის ნაკლებობა სოფლად მცხოვრებ ქალებში აშკარაა. 

განსხვავებული სიტუაციაა ქალთა იმ ჯგუფებში, რომლებმაც გადაწყვიტეს საკუთარი თემის განვითარებაში წვლილის შეტანა და საჭირო კონტაქტები დაამყარეს, თუმცა ეს ყველაფერი ისევ სტერეოტიპული განწყობებისა და თანასოფლელების კრიტიკის ფონზე. მიუხედავად იმისა, რომ აქტიური ქალის ცხოვრება დღემდე განსჯის თემა ხდება, სოფლად რჩებიან ქალები, რომლებიც სხვა ქალების გააქტიურებას და ინფორმირებულობას ცდილობენ. 

თუმცა მხოლოდ ერთეული შემთხვევები ვითარებას ვერ შეცვლის. ეს ყველაფერი დიდ დროსა და ენერგიას მოითხოვს, თუ ამ პროცესში მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურებიც სათანადოდ არ იაქტიურებენ. 

აქტიურობა მხოლოდ ერთჯერადი ვიზიტებით და საინფორმაციო ბროშურების დარიგებას არ ნიშნავს, სოფლად მცხოვრებ ქალებთან მუშაობა მუდმივ რეჟიმში უნდა ხორციელდებოდეს და მათთვის საკუთარი უფლებების განხილვა მხოლოდ არასამთავრობო სექტორის კომპეტენციად არ უნდა მიიჩნეოდეს. 

სოფლად მცხოვრებ ქალებში ნამდვილად არსებობს იმის პოტენციალი, რომ სხვადასხვა მიმართულებით გაიუმჯობესონ უნარები, მოიძიონ საჭირო მხარდაჭერის გზები და გახდნენ ცვლილებების ინსპირატორები, სხვა შემთხვევაში ისინი მომავალ თაობას ისევ იმ ცხოვრების "ნორმას" დაუწესებენ, რაც თავის დროზე მათ შეუქმნა ოჯახმა თუ  საზოგადოებამ. ქალის ხმას "ახშობს" ყველაზე მთავარი  - ინფორმაციის ნაკლებობა საკუთარ უფლებებზე და რაც ყველაზე მთავარია, გარშემო არსებული სტერეოტიპული მიდგომები, რასაც ხელს ისევ ჩვენს გარშემომყოფი ადამიანები უწყობენ. არა და ქალებს ბევრად მნიშვნელოვანი საკითხების გაჟღერება და გადაწყვეტა შეუძლიათ, რაც უფრო მეტად მრავალფეროვანს, აქტიურს და საინტერესოს გახდიდა თემს. 

ამისთვის, მუნიციპალიტეტებმა გენდერული თანასწორობის საბჭოსთან ერთად, უნდა გაწერონ სპეციალური საქმომედო გეგმა სოფლად მცხოვრები ქალების გააქტიურებასა და ჩართულობის გაზრდის მიზნით, იმგვარად, რომ ეს პროგრამა თითოეულ ბენეფიციარში მონაწილეობის აუცილებლობის და ვალდებულების განცდას ტოვებდეს. 

***

ბლოგი მომზადებულია ქალთა საინფორმაციო ცენტრის პროექტის “ქალთა გაძლიერება და სრულფასოვანი მონაწილეობა ადგილობრივი გენდერული პოლიტიკის განხორციელებაში“ ფარგლებში, რომელიც დანიური ორგანიზაცია KVINFO-სა და დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.

 

 

ნინო ჩიბჩიური
ბოლო ამბები
საკონსტიტუციომ რუსული კანონის მოქმედება არ შეაჩერა, თუმცა სარჩელი წარმოებაში მიიღო

საკონსტიტუციო სასამართლომ რუსული კანონის მოქმედება არ შეაჩერა, თუმცა სარჩელი წარმოებაში მიიღო. მოსამართლეთა პლენუმმა გადაწყვეტილება სათათბიროდ გასვლიდან 1 თვის შემდეგ მიიღო.

სრულად 
თიბისის სპეციალური შეთავაზება ქალი მეწარმეებისათვის

თიბისი ქალი მეწარმეების ბიზნესის მხარდაჭერისათვის სპეციალურ შეთავაზებას აკეთებს. პროექტის ბენეფიციარიც შეიძლება გახდეს ნებისმიერი კომპანია, რომლის დამფუძნებელთა სიაში არის ქალი ან დირექტორი ქალია. 

სრულად 
 ღონისძიებები
 პეკინი +30 რეგიონული მიმოხილვა - ონლაინ კონსულტაცია სამოქალაქო საზოგადოებისთვის
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს - გენდერული დეზინფორმაცია
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს - გენდერული დეზინფორმაცია
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
2024 წლის საპარლამენტო არჩევნები: ქალთა მაჩვენებელი პარტიულ სიებში 

ქალი კანდიდატების პროცენტულ მაჩვენებელს პარტიული სიების პირველ 10-ეულში, 20-ეულსა და 50-ში

სრულად 
დეზინფორმაციასთან ბრძოლის საუკეთესო გზად აუდიტორიის კრიტიკული აზროვნება მიმაჩნია

"..თუკი არასწორ ინფორმაციას დროულად შევამოწმებთ და მას აღარ გადავაზიარებთ, უკვე ნახევარი საქმე გაკეთებულია.” - ამბობს WIC-თან ინტერვიუშიუ ჟურნალისტი და ციფრული კომუნიკაციების სპეციალისტი, სოფო დათიშვილი

სრულად 
არჩევნები, კვოტებით თუ მის გარეშე

კანონი პარტიებს აღარაფერს ავალდებულებს და როგორც მინისტრი ამბობს თავის საჯარო პოსტში, "კვოტები აღარაა და ეგებ რამდენიმემ მაინც შეჰყოთ ლამაზი ცხვირები საკანონმდებლოში"

სრულად