გენდერული სიახლეები
რისი ეშინია შიშს?
2022-07-14 12:02:38

სადაც არ უნდა წავიდე, რაც არ უნდა ვნახო თუ გავიგო, ყველგან ყოველთვის ვამბობ, რომ საქართველო არის ქვეყანა, სადაც ქალს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ისტორიაში, მითოლოგიაში, რელიგიაში, ტრადიციებში თუ ყოველდღიურ ცხოვრებაში, თუმცა შეესაბამება ეს სინამდვილეს?

მოყვარეს პირში უძახე, მტერს პირს უკანაო, რაღა დაგიმალოთ და რაც თავი მახსოვს მუდამ მაწუხებს ის პრობლემები, რასაც ყოველ დღე ვაწყდებით ქალთა მიმართ. თუ ახლა ამას კითხულობ, შეიძლება თქვა: ნეტა ერთი, რაზე დარდობ, როცა ქვეყანაში ისედაც ამდენი პრობლემა გვაქვსო, მაგრამ მე გეტყვი, რომ ყველა პრობლემის სათავე სწორედაც რომ ესაა: ქალთა მიმართ
დამკვიდრებული არასწორი სტერეოტიპები და ძალადობა.

ყველაფერი მაშინ იწყება, როცა ჯერ კიდევ დედის მუცელში ხარ და შენი სხეული ჩამოყალიბების პროცესშია. როდესაც გაიგებენ რომ გოგონა ხარ, შეიძლება იქვე დაასრულონ შენი სიცოცხლე და არც გაღირსონ მზის შუქის ხილვა. თუ გაგიმართლა და დაიბადე, მაშინვე შემოგაჩეჩებენ ყველაფერს ვარდისფერს, რადგან ოდესღაც ვიღაცამ გადაწყვიტა რომ ვარდისფერი გოგოს ფერია, ცისფერი კი-ბიჭის. სინამდვილეში კი ფერების ასე დაყოფა კარგი მარკეტინგული ხერხია, თუმცა დღეს ამაზე არ ვისაუბრებთ.

ნელნელა ოჯახში მშობლები გაჩვევენ „ქალის საქმეს“, შემდეგ მოდის ბაღი, სადაც საუბედუროდ ისევ ქალი აღმზრდელები არიან, რომლებიც ისევე აღზარდეს და ისევე მიაჩვიეს „ქალის საქმეს“, როგორც შენ. (აბა მამაკაცმა როგორ შეიძლება აღმზრდელად იმუშაოს?!) შემდეგ არის სკოლა, უნივერსიტეტი და ა.შ. სადაც არ უნდა წახვიდე თითქმის ყველგან შეხვდები ასეთ აზრს: „ქალი ხარ და არ გეპატიება“, „რა გოგოსავით იქცევი“, „კაცების საუბარში ნუ ერევი, ქალი ხარ და შენი ადგილი იცოდე“. 

სწორად გამიგეთ, არაფერი მაქვს მოწესრიგებული, წესიერი, კარგად აღზრდილი, ზრდილობიანი ადამიანის საწინააღმდეგო, მაგრამ რატომ ვთხოვთ ამ ყველაფერს მხოლოდ ქალებს? რატომ ვასწავლით მათ რომ ოჯახი ყველაზე მნიშვნელოვანი რამაა მათ ცხოვრებაში და ვეუბნებით რომ რა არჩევანიც არ უნდა მიიღონ, ყოველთვის გაითვალისწინონ რომ ქორწინება ყველაზე მნიშვნელოვანი რამაა, როდესაც მამაკაცებს საპირისპიროს ვაჩვევთ? 

ჩვენი უბედურება დღესდღეობით იმაში მდგომარეობს რომ ჩვენი საზოგადოება (არ ვსაუბრობ იმ ნაწილზე, რომელიც დღის სინათლეზე დიდი ხანია გამოვიდა) ქალს აღიქვამს, როგორც ნივთს,რომელიც მამაკაცის ღირსების საზომია და რომელსაც ძალიან მცირე შეცდომის დაშვება სჭირდება იმისათვის რომ აღარ იყოს სასურველი ან მისაღები. სამაგიეროდ მამაკაცს ბევრი რამ ეპატიება, რაც ვფიქრობ მისი განვითარებისთვისვეა დამღუპველი. ალბათ ამიტომაც გვყავს ბევრი რეალობას აცდენილი კაცი, რომელსაც იმდენი ეძახეს, შენ კაცი ხარ ასეთი და ასეთი უნდა იყო, ამის და ამის უფლება გაქვს, შენ მეტი ხარ, შენ გეპატიება, მერე რა და ა.შ. მათ ყველაფერი აპატიეს, გაუტარეს, მისცეს უამრავი უფლება, მისცეს მეტი ხელფასი იგივე საქმეში, რასაც ქალიც აკეთებს, რითაც ერთგვარი დათვური სამსახური გაუწიეს და შეაფერხეს მათი განვითარება.

ისინი გაიყინნენ ერთ ადგილას, თავადაც ხვდებიან ამას და ამიტომ დაიბოღმნენ. დაიბოღმნენ ქალებზე, გოგონებზე, დებზე, ცოლებზე, რომლებიც ძალიან განვითარდნენ, რადგან ჰქონდათ ბევრი სტანდარტი დაწესებული, რომელიც უნდა დაეკმაყოფილებინათ.

შედეგად ეს იქცნენ მოძალადეებად, ვერ აიტანეს მათი „საკუთრების“ ასეთი წინ სვლა, სიცოცხლისა და პროგრესისკენ სწრაფვა. მათ შეეშინდათ იმ სიცოცხლისუნარიანი და განვითარებისკენ მიმსწრაფველი ქალების, რომლებიც ოჯახსაც ეხმარებოდნენ და ქვეყანასაც თავიანთი საქმით. შეეშინდათ, რადგან ბავშვობიდან იციან რომ ქალი ასეთი არ უნდა იყოს, იგი უნდა ემორჩილებოდეს კაცს.

მოკლედ რომ ვთქვა, ყველა ძალადობის უკან არის შიში. სინამდვილეში ყველა მოძალადე მშიშარაა, რომელსაც არ აქვს ღირსეული ადგილი საზოგადოებაში და ნებისმიერი ხერხით ცდილობს ვინმეზე მაინც ჰქონდეს გავლენა რომ საკუთარი ეგო დაიკმაყოფილოს, ეს ვინმე კი ხშირად ცოლი ან შვილია, მაგრამ თუ ცოლმა სცადა ამ ჯოჯოხეთისგან თავის დაღწევა, შეიძლება ფემიციდის მსხვერპლიც კი გახდეს.

სამწუხაროდ ძალიან მომრავლდნენ ავი ძაღლები ჩვენს ქვეყანაში, უფროსწორად კი არ მომრავლდნენ, თავები გამოააშკარავეს.

კიდევ ბევრი რამის დაწერა მინდა, მაგრამ ვფიქრობ პირველი მცდელობისთვის საკმარისზე მეტიც კია. ეს არის ყველაზე მცირედი, იმ უამრავი აზრიდან, რისი გადმოცემაც მინდოდა ამ ბლოგში.

იმედს ვიტოვებ, რომ მალე ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება, იქნება მეტი
სტერეოტიპებისგან თავისუფალი და ბედნიერი ადამიანი, რომელიც არა სიცოცხლის გადარჩენისთვის, არამედ ბედნიერებისთვის იბრძოლებს.

აქვე, გენდერული სტერეოტიპები მხოლოდ ქალებს არ ტანჯავს, ის ასევე აზარალებს კაცებს, თუმცა ამაზე სხვა დროს..

***

ბლოგი მამზადებულია ქალთა საინფორმაციო ცენტრის პროექტის “ქალთა გაძლიერება და სრულფასოვანი მონაწილეობა ადგილობრივი გენდერული პოლიტიკის განხორციელებაში“ ფარგლებში, რომელიც დანიური ორგანიზაცია KVINFO-სა და დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.

ანასტასია ლორთქიფანიძე
ბოლო ამბები
საკონსტიტუციომ რუსული კანონის მოქმედება არ შეაჩერა, თუმცა სარჩელი წარმოებაში მიიღო

საკონსტიტუციო სასამართლომ რუსული კანონის მოქმედება არ შეაჩერა, თუმცა სარჩელი წარმოებაში მიიღო. მოსამართლეთა პლენუმმა გადაწყვეტილება სათათბიროდ გასვლიდან 1 თვის შემდეგ მიიღო.

სრულად 
თიბისის სპეციალური შეთავაზება ქალი მეწარმეებისათვის

თიბისი ქალი მეწარმეების ბიზნესის მხარდაჭერისათვის სპეციალურ შეთავაზებას აკეთებს. პროექტის ბენეფიციარიც შეიძლება გახდეს ნებისმიერი კომპანია, რომლის დამფუძნებელთა სიაში არის ქალი ან დირექტორი ქალია. 

სრულად 
 ღონისძიებები
 პეკინი +30 რეგიონული მიმოხილვა - ონლაინ კონსულტაცია სამოქალაქო საზოგადოებისთვის
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს - გენდერული დეზინფორმაცია
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს - გენდერული დეზინფორმაცია
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
2024 წლის საპარლამენტო არჩევნები: ქალთა მაჩვენებელი პარტიულ სიებში 

ქალი კანდიდატების პროცენტულ მაჩვენებელს პარტიული სიების პირველ 10-ეულში, 20-ეულსა და 50-ში

სრულად 
დეზინფორმაციასთან ბრძოლის საუკეთესო გზად აუდიტორიის კრიტიკული აზროვნება მიმაჩნია

"..თუკი არასწორ ინფორმაციას დროულად შევამოწმებთ და მას აღარ გადავაზიარებთ, უკვე ნახევარი საქმე გაკეთებულია.” - ამბობს WIC-თან ინტერვიუშიუ ჟურნალისტი და ციფრული კომუნიკაციების სპეციალისტი, სოფო დათიშვილი

სრულად 
არჩევნები, კვოტებით თუ მის გარეშე

კანონი პარტიებს აღარაფერს ავალდებულებს და როგორც მინისტრი ამბობს თავის საჯარო პოსტში, "კვოტები აღარაა და ეგებ რამდენიმემ მაინც შეჰყოთ ლამაზი ცხვირები საკანონმდებლოში"

სრულად