მოვლენები
უკრაინელმა მარინა ვიაზოვსკაიამ მიიღო უმაღლესი ჯილდო მათემატიკაში - ფილდზის მედალი
2022-07-05 17:16:52

უკრაინელმა მარინა ვიაზოვსკაიამ მოიპოვა ფილდზის მედალი, რომელსაც ხშირად მათემატიკის ნობელის პრემიას უწოდებენ. ვიაზოვსკაია გახდა ისტორიაში მეორე ქალი, რომელმაც მიიღო ყველაზე პრესტიჟული ჯილდო 40 წლამდე მათემატიკოსებს შორის.

ფილდზის მედალი (ინგლ. Fields Medal) — პრემია, რომელიც ენიჭება ოთხ ან ნაკლებ ორმოც წლამდე ასაკის მათემატიკოსს საერთაშორისო მათემატიკური კავშირის ყოველ კონგრესზე, ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ,მეცნიერებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის. ჯილდოს ოდენობა შეადგენს 15000 კანადურ დოლარს (დაახლოებით 11600$).

პრემია შეიქმნა კანადელი მათემატიკოსის, ჯონ ჩარლზ ფილდზის ანდერძით. პირველი მედალი გაიცა 1936 წელს, ხოლო 1950 წლიდან დაჯოლდოება რეგულარული გახდა. მისი დანიშნულება გამოჩენილი და უკვე ღვაწლმოსილი ახალგაზრდა მათემატიკოსი მკვლევარების დაფასება და მხარდაჭერაა.

37 წლის ვიაზოვსკაიამ პრემია თებერვლის ბოლოს მოიპოვა, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე. მაგრამ ჯილდო მას მხოლოდ დღეს გადასცეს - ჰელსინკიში მათემატიკოსთა საერთაშორისო კონგრესზე. საინტერესოა, რომ ცერემონია სანკტ-პეტერბურგში უნდა გამართულიყო, თუმცა 400-ზე მეტმა მათემატიკოსმა პროტესტი გამოთქვეს უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან დაკავშირებით. ამიტომ დაჯილდოვების ცერემონია  ფინეთში გადაიტანეს.

ბოლო ამბები
გენდერული კვოტირების გაუქმების კანონპროექტს პრეზიდენტმა ვეტო დაადო

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ვეტოს საკითხი გადაეცა იურიდიულ კომიტეტს. საბოლოოდ საკითხი პლენარულ სხდომაზე განიხილება

სრულად 
ვინ დაუჭირა „აგენტების კანონს“ მხარი პირველი მოსმენით

საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების კანონი, რომელსაც ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. კანონპროექტს მხარი დაუჭირა 83-მა დეპუტატმა

სრულად 
 ღონისძიებები
 დანიის გენდერისა და თანასწორობის ცოდნის ცენტრი KVINFO აცხადებს მკვლევრის ვაკანსიას
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების კონკურსს
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
ვინ დაუჭირა „აგენტების კანონს“ მხარი პირველი მოსმენით

საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების კანონი, რომელსაც ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. კანონპროექტს მხარი დაუჭირა 83-მა დეპუტატმა

სრულად 
სამოქალაქო პლატფორმა მშვიდობისთვის: განცხადება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით

სამოქალაქო პლატფორმა მშვიდობისთვის, რომელიც მშვიდობის მშენებლობის საკითხზე მომუშავე 60-ზე მეტ საზოგადოებრივ ორგანიზაციასა და დამოუკიდებელ ექსპერტს აერთიანებს, გმობს ე.წ. „რუსული კანონის“ ხელახლა ინიციირებას

სრულად 
კი - ევროპას, არა - რუსულ კანონს!

„კი - ევროპას, არა - რუსულ კანონს!“ - ამ სათაურით 400-ზე მეტი მედია და არასამთავრობო ორგანიზაცია ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

სრულად