გენდერული სიახლეები
უარყოფითი გენდერული სტერეოტიპები
2022-07-05 14:06:27

სტერეოტიპები ყველა საზოგადოებაში არსებობს. მათ ფორმირებასა და ფართოდ დამკვიდრებას ხელს უწყობს სხვადასხვა ფაქტორი, როგორიცაა: რელიგიური, კულტურული, აღმზრდელობითი და სხვა. ისინი დიდ გავლენას ახდენენ ცალკეული საზოგადოების განვითრებასა და მათში მცხოვრები პირების ცხოვრების ხარისხზე. უნდა აღინიშნოს, რომ სტერეოტიპები თავისი შინაარსით არ არიან ყოველთის უარყოფითი, თუმცა მათი შემზღუდველი ხასიათის გამო, რომლის შედეგადაც ისინი ყოველთვის უპირისპირდებიან ინდივიდის დამოუკიდებელ არჩევანს, ისინი მოიაზრებიან საზოგადოების განვითარების შემაფერხებელ მავნებელ პრაქტიკად. 
       
ქართულ საზოგადოებაში დამკვიდრებული სტერეოტიპები უმეტესწილად მიმართულია ქალთა თავისუფლების შეზღუდვისკენ, განსკუთრებული წნეხი კი ყოველთვის დაოჯახებულ ქალებზე მოდის. ქვეყნის სინამდვილეში უფროსი თაობის უდიდესი ნაწილი ქალის მთავარ მოვალეობად და სასიცოცხლო დანიშნულებად კვლავ დედობას მიიჩნევს და თუკი ქალი უკვე არის დედა, მის მიმართ კრიტიკა განსაკუთრებით მკაცრია. უფროსი თაობის წარმომადგენლებისგან ხშირად მოისმენთ, რომ გათხოვილი ქალი ველოსიპედით არ უნდა დადიოდეს, რამდენიმე შვილის დედას სამსახურში არ უნდა დადიოდეს, როცა შვილები ჰყავს აღსაზრდელი. ზოგი მათგანი იმასაც ფიქრობს, რომ თუკი  გათხოვილი ქალი ფიტნესითაა დაკავებული, ის უფრო გამომწვევი ხდება, ამიტომ უმჯობესია ქალმა, რომელსაც აქვს ცოლისა და დედის სტატუსი, თავი შეიკავოს სხვების (განსაკუთრებით კაცების) თანდასწრებით სპორტული აქტივობისგან. 

ფართოდ გავრცელებული მსგავსი აზრები ხელს უწყობს არამხოლოდ ქალთა ფსიქოლოგიურ, არამედ ფიზიკურ დეგრადირებასაც. ოჯახებში, სადაც მსგავსი სტერეოტიპებია დამკვირდებული, გენდერული დისკრიმინაციის მსვერპლი არამხოლოდ მეუღლე  და დედა, არამედ მცირეწლოვანი გოგონებიც ხდებიან, ვინაიდან მათ ადრეული ასაკიდანვე უყალიბდებათ მცდარი წარმოდგენა საკუთარი იდენტობისა და პოტენციალის შესახებ. სწორედ ამ მიზეზების გამო სტერეოტიპები  გენდერული დისკრიმინაციის მთავარი მაპროვოცირებელია და ხელს უწყობენ მათ ისტორიულ და სტრუქტურულ დამკვიდრებას. 

თავის მხრივ, გენდერული სტერეოტიპები კაცებისთვისაც შესაძლოა იქცეს შემაფერხებელ ან ემოციურად დამაზარალებელ ფაქტორად. ის კაცები, რომლებიც გარშემორტნული არიან სტერეოტიპულად მოაზროვნე ადამიანებით, შესაძლოა მოკლებული იყვნენ შვილების აღზრდასა და განვითარებაში აქტიური ჩაბმულობის სიამოვნებას, მიუხედავად მათი სურვილისა. კაცთა უმრავლესობა ოჯახში ფინანსურ დომინაციას ფლობს და ამის ფონზე უმრავლესობისთვის წარმოუდგენელია მცირეწლოვანი ბავშვის დედა მუშაობდეს, ხოლო მამა ბავშვთან რჩებოდეს. ხშირად მსგავსი შემთხვევა სზოგადოებისგან მზრუნველი მამის მიმართ დამცირებისა და არასრულფასოვნებისთვის ხაზგასმის საბაბი ხდება. ამის შედეგად კი საპასუხო აგრესია, უმრავლეს შემთქვევაში, პარტნიორისკენაა მიმართული, რაც, საბოლოო ჯამში, ოჯახური უთანხმოების საგანი ხდებ. ქართული შრომითი კოდექსი ითვალისწინებს ორივე მშობლისთვის თანაბარი ვადით პოსტსამშობიარო სადეკრეტო შვებულების შესაძლებლობას, თუმცა სტატისტიკურად გამოყენებული დეკრეტული შვებულებების 99% ქალებზე მოდის.

გენდერის მკვლევრების თქმით, უარყოფითი გენდერული სტერეოტიპების ჩამოყალიბებაში ერთ-ერთ წამყვან როლს თამაშობს რელიგია. იმის ფონზე, რომ მსოლიოში დომინანტი რელიგიების უმრავლესობაში ღვთისმსახურების აღსრულებისა და რელიგიური იერარქიის წევრობის უფლება მხოლოდ კაცებს გააჩნიათ, ამ რელიგიის მიმდევრებში ავტომატურად ნერგავს გენდერული დისკრიმინაციის მიმღებლობას. სუკუნეების მანძილზე ეტაპობრივად ფორმირებული  რელიგიური  დოგმატიზმები,რომელებიც ხელს უწყობს გენდერული სტერეოტიპების ჩამოყალიბებას ბევრად რთულია შეიცვალოს ან ჩანაცვლდეს, ვიდრე სახელმწიფომ შეიმუშაოს სწორი ტაქტიკა, ხელი შეუწყოს გენდერული დისბალანსის გამოსწორებას. მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდა გოგონები წახალისებული იყვნენ აირჩიონ მამრობით სქესთან ასოცირებული პროფესიები და გახდნენ წარმატებული.

მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებს, რომლებიც გენდერული სტერეოტიპების გავლენის ქვეშ ცხოვრობენ, შეეძლოთ მათი უარყოფითი ზეგავლენის იდენტიფიცირება და არჩევნის გაკეთება, სურთ თუ არა იყვნენ ამ პრაქტიკის ნაწილი. ამისათვის უმთავრესია მოხდეს ახალგაზრდებისა და მშობლების ინფორმირება საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და სამსახურებში სხვადასხვა მედია-საინფორმაციო საშუალებებით. მნიშვნელოვანია, რომ  მშობლები გახდნენ მისაბაძი ადამიანები გენდერული ბალანსის შენარჩუნების მცდელობაში. სტერეოტიპების აღმოფხვრა ნელი და ეტაპობრივი პროცესია, რომელსაც ყველა საზოგადოებაში ინდივიდუალური სამოქმედო გეგმა ესაჭიროება. საზოგადოების თითოეული წევრის მონდომება და მოთმინება ამ პროცესში კი ხდება პროგრესული, განვითარებული საზოგადოების ჩამოყალიბების წინაპირობა.


***

ბლოგი მამზადებულია ქალთა საინფორმაციო ცენტრის პროექტის “ქალთა გაძლიერება და სრულფასოვანი მონაწილეობა ადგილობრივი გენდერული პოლიტიკის განხორციელებაში“ ფარგლებში, რომელიც დანიური ორგანიზაცია KVINFO-სა და დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.

თამარ სხილაძე
ბოლო ამბები
თიბისის სპეციალური შეთავაზება ქალი მეწარმეებისათვის

თიბისი ქალი მეწარმეების ბიზნესის მხარდაჭერისათვის სპეციალურ შეთავაზებას აკეთებს. პროექტის ბენეფიციარიც შეიძლება გახდეს ნებისმიერი კომპანია, რომლის დამფუძნებელთა სიაში არის ქალი ან დირექტორი ქალია. 

სრულად 
2024 წლის საპარლამენტო არჩევნები: ქალთა მაჩვენებელი პარტიულ სიებში 

ქალი კანდიდატების პროცენტულ მაჩვენებელს პარტიული სიების პირველ 10-ეულში, 20-ეულსა და 50-ში

სრულად 
 ღონისძიებები
 პეკინი +30 რეგიონული მიმოხილვა - ონლაინ კონსულტაცია სამოქალაქო საზოგადოებისთვის
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს - გენდერული დეზინფორმაცია
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს - გენდერული დეზინფორმაცია
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
2024 წლის საპარლამენტო არჩევნები: ქალთა მაჩვენებელი პარტიულ სიებში 

ქალი კანდიდატების პროცენტულ მაჩვენებელს პარტიული სიების პირველ 10-ეულში, 20-ეულსა და 50-ში

სრულად 
დეზინფორმაციასთან ბრძოლის საუკეთესო გზად აუდიტორიის კრიტიკული აზროვნება მიმაჩნია

"..თუკი არასწორ ინფორმაციას დროულად შევამოწმებთ და მას აღარ გადავაზიარებთ, უკვე ნახევარი საქმე გაკეთებულია.” - ამბობს WIC-თან ინტერვიუშიუ ჟურნალისტი და ციფრული კომუნიკაციების სპეციალისტი, სოფო დათიშვილი

სრულად 
არჩევნები, კვოტებით თუ მის გარეშე

კანონი პარტიებს აღარაფერს ავალდებულებს და როგორც მინისტრი ამბობს თავის საჯარო პოსტში, "კვოტები აღარაა და ეგებ რამდენიმემ მაინც შეჰყოთ ლამაზი ცხვირები საკანონმდებლოში"

სრულად