გენდერული სიახლეები
გენდერული სტერეოტიპები და ქალთა მიმართ ძალადობა
2022-06-30 09:42:06

რას ასწავლიან გოგონებს ბავშვობიდანვე?! რა ინფორმაციას უნერგავენ ბიჭებს, რაც საბოლოოდ განსაზღვრავს მათ ქცევას?! და საერთოდ, სადამდე მიგვიყვანა მყარად დამკვიდრებულმა გენდერულმა სტერეოტიპებმა, რომლებიც ძირითადად ქალს აკნინებს, ხოლო კაცს ადიდებს და იმ ჩარჩოებსაც უხსნის, რომლშიც ქალებს უწევთ ყოფნა.
 

სტერეოტიპების დარღვევა, მოშლა საკმაოდ რთული და ხანგრძლივი პროცესია, რომელსაც წინ უნდა უძღოდეს, პირველ რიგში, განათლება. საზოგადოებამ არ იცის, რატომაა ესა თუ ის დამოკიდებულება და ტრადიცია სტერეოტიპული, რადგან ეს ყველაფერი სრულიად ბუნებრივად მიაჩნია, რადგან ოდითგანვე ასე ასწავლიდნენ. ძალადობა იქცა ჩვენი კულტურის ნაწილად, ამიტომ ხშირად გვიჭირს მისი ამოცნობა.

ოჯახს ქალის ხელი ეტყობა...

ეს ფრაზა ხაზს უსვამს იმას, რომ ქალები მოიაზრებიან მხოლოდ ოჯახური საქმეების „მთავარ გმირებად“, რომ მათ ეს ერთი რამ კარგად გამოსდით, რადგან ოდითგანვე ამას აკეთებდა მისი დედა, ბებია, დიდი ბებია, რომლებიც ბავშვობიდანვე ასწავლიდნენ გოგონებს, როგორ მოუარონ მომავალში ოჯახს. სადღეგრძელოებშიც კი ძირითადად ეს ფრაზა გაიჟღერებს ხოლმე: „სულ ასეთი ლამაზი სუფრები გეშალოთ“.

ბიჭი მემკვიდრეა, გოგოს პატრონი გამოუჩნდება და გათხოვდება..

ეს ერთ-ერთი ის მავნე დამოკიდებულებაა, რომელმაც მრავალჯერ წაახალისა ძალადობა ქალის მიმართ. დამახინჯებული ტრადიციიდან გამომდინარე ოჯახების უმეტესობა მემკვიდრედ მიიჩნევს მხოლოდ ბიჭს. ამას უნერგავენ მათ ბავშვობიდანვე და ბიჭებში ჩნდება ის დამოკიდებულება, რომ მათი და/დები არიან მათ საკუთრებაში უკანონოდ. ამის გამო ბევრი გოგონა აღმოჩენილა ღია ცის ქვეშ და ადრეული ან არასასურველი ქორწინების მსხვერპლი. ქალებმა უბრალოდ არ იციან, რომ მათ ისეთივე უფლება აქვთ ოჯახის ქონებაზე, როგორიც „მემკვიდრე ვაჟს“.

ქალი ნაზი არსებაა...

აქ მოიაზრება, როგორც ქალის გარეგნული მახასიათებლები, ისე ემოციური. კაცები ფიქრობენ, რომ ქალს ჭირდება მხოლოდ სიყვარული. სწორედ „ქალის სინაზემ“ გამოიწვია პროფესიებისა და მოვალეობების გადანაწილება გენდერული ნიშნით, და გაჩნდა ფრაზა: „რაც კაცს შეუძლია, ქალი იმას ვერ შეძლებს“.

რა ქალივით აზროვნებ..

ეს კიდევ ერთხელ ამცირებს ქალს და აფიქრებინებს ბიჭს ან კაცს, რომ ქალად ყოფნა ცუდია. ბიჭებს ასწავლიან, რომ არ შეიძლება „ქალივით ტირილი“,“ქალივით ჭორაობა“, „ქალივით გაპრანჭვა“. ამ თვისებების გამო ისინიც კი ხდებიან დაცინვის, ბულინგის და ძალადობის მსხვერპლნიც.

კაცს ღალატი ეპატიება, ქალს - არა...

ამ კარგად დამკვიდრებულმა დამოკიდებულებამ უამრავი ქალი აქცია როგორც ფსიქოლოგიური, ისე ფიზიკური ძალადობის მსხვერპლად. ბევრი ქალი მოკლეს კიდეც იმის გამო, რომ მოღალატე და მოძალადე ქმრისგან დამოუკიდებლად დაიწყეს ცხოვრება, ფინანსური გაძლიერება და ახალი პირადი ურთიერთობებიც.

რეალურად, ამ სტერეოტიპებისა და დამახინჯებული დამოკიდებულებების, ტრადიციების მსხვრეპლნი არიან, როგორც ქალები, ისე კაცები, მაგრამ საზოგადოება ისევ ამ სტერეოტიპებიდან გამომდინარე მხარს უჭერს მხოლოდ კაცს. კანონი იცავს ქალს, მის უფლებებს, განსხვავებით ამ საზოგადოებისგან. ქალს კი მუდმივად უწევს ბრძოლა არამარტო საკუთარი თავის დამკვიდრებისთვის, არამედ გადარჩენისთვისაც კი.
საბედნიეროდ თანდათან ასპარეზზე ჩნდებიან ქალები, რომლებიც შეიძლება ვინმესთვის გახდნენ მისაბაძი და მოტივაციის მიმცემნი. ისინი უფრო და უფრო ხდებიან ფინანსურად დამოუკიდებლები. ძლიერი ქალები აძლიერებენ სხვა ქალებსაც.

***

ბლოგი მომზადებულია ქალთა საინფორმაციო ცენტრის პროექტის “ქალთა გაძლიერება და სრულფასოვანი მონაწილეობა ადგილობრივი გენდერული პოლიტიკის განხორციელებაში“ ფარგლებში, რომელიც დანიური ორგანიზაცია KVINFO-სა და დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.

 

 

 

მარიამ ლომიძე
ბოლო ამბები
საკონსტიტუციომ რუსული კანონის მოქმედება არ შეაჩერა, თუმცა სარჩელი წარმოებაში მიიღო

საკონსტიტუციო სასამართლომ რუსული კანონის მოქმედება არ შეაჩერა, თუმცა სარჩელი წარმოებაში მიიღო. მოსამართლეთა პლენუმმა გადაწყვეტილება სათათბიროდ გასვლიდან 1 თვის შემდეგ მიიღო.

სრულად 
თიბისის სპეციალური შეთავაზება ქალი მეწარმეებისათვის

თიბისი ქალი მეწარმეების ბიზნესის მხარდაჭერისათვის სპეციალურ შეთავაზებას აკეთებს. პროექტის ბენეფიციარიც შეიძლება გახდეს ნებისმიერი კომპანია, რომლის დამფუძნებელთა სიაში არის ქალი ან დირექტორი ქალია. 

სრულად 
 ღონისძიებები
 პეკინი +30 რეგიონული მიმოხილვა - ონლაინ კონსულტაცია სამოქალაქო საზოგადოებისთვის
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს - გენდერული დეზინფორმაცია
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს - გენდერული დეზინფორმაცია
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
2024 წლის საპარლამენტო არჩევნები: ქალთა მაჩვენებელი პარტიულ სიებში 

ქალი კანდიდატების პროცენტულ მაჩვენებელს პარტიული სიების პირველ 10-ეულში, 20-ეულსა და 50-ში

სრულად 
დეზინფორმაციასთან ბრძოლის საუკეთესო გზად აუდიტორიის კრიტიკული აზროვნება მიმაჩნია

"..თუკი არასწორ ინფორმაციას დროულად შევამოწმებთ და მას აღარ გადავაზიარებთ, უკვე ნახევარი საქმე გაკეთებულია.” - ამბობს WIC-თან ინტერვიუშიუ ჟურნალისტი და ციფრული კომუნიკაციების სპეციალისტი, სოფო დათიშვილი

სრულად 
არჩევნები, კვოტებით თუ მის გარეშე

კანონი პარტიებს აღარაფერს ავალდებულებს და როგორც მინისტრი ამბობს თავის საჯარო პოსტში, "კვოტები აღარაა და ეგებ რამდენიმემ მაინც შეჰყოთ ლამაზი ცხვირები საკანონმდებლოში"

სრულად