მიღწევები
ქლოა ჭაო მეორე ქალი გახდა, ვინც ოსკარებზე საუკეთესო რეჟისორად დასახელდა
2021-04-27 11:24:35

26 აპრილს, ოსკარების 93-ე დაჯილდოების ცერემონია დასრულდა, სადაც რეჟისორი ქლოა ჭაო ნამდვილი ტრიუმფატორი გახდა: მისი ფილმი Nomadland (მომთაბარეთა მიწა) წლის საუკეთესო ფილმად, თავად კი საუკეთესო რეჟისორად დასახელდა!

წლის საუკეთესო რეჟისორის ნომინაციაში მისი კონკურენტები იყვნენ დევიდ ფინჩერი (Mank), აარონ სორკინი (The Trial of the Chicago 7), თომას ვინტერბერგი (Another Round) და ემერალდ ფენელი (Promising Young Woman).

რამდენადაც სასიხარულოა ეს ფაქტი, იმდენად კინოსამყაროში დღემდე არსებულ ერთ დიდ პრობლემას ააშკარავებს: ოსკარების დაჯილდოების 93-წლიან ისტორიაში მხოლოდ მეორედ გადაეცა ქალ რეჟისორს ეს ჯილდო. მანამდე 2009 წელს კეტრინ ბიგელოუ გაიმარჯვა პირველად ამ ნომინაციაში ფილმით The Hurt Locker.

2021 წლამდე საუკეთესო რეჟისორის ნომინაციაში სულ ხუთჯერ იყო ქალი კინოხელოვანი წარდგენილი, წელს კი მათ რიცხვის ერთდროულად ორი რეჟისორი — ემერალდ ფენელი და ქლოა ჭაო შეემატა. მათ შორის ეს უკანასკნელი საბოლოო გამარჯვებითაც.

ქლოა ჭაო წელს ოქროს გლობუსის დაჯილდოებაზეც საუკეთესო რეჟისორად დასახელდა და ამ დაჯილდოების ისტორიაშიც მეორე ქალი გახდა, ვისაც ეს ჯილდო მიუღია.
 

ბოლო ამბები
ქალთა მოძრაობამ თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში ქალთა მარში გამართა

ქალთა მოძრაობა ამბობს, რომ ქვეყანაში ამომრჩეველ 53% ქალს "რუსული კანონით" ვერ გააჩუმებენ და ეს კანონი ეხება ყველა ქალს

სრულად 
გენდერული კვოტირების გაუქმების კანონპროექტს პრეზიდენტმა ვეტო დაადო

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ვეტოს საკითხი გადაეცა იურიდიულ კომიტეტს. საბოლოოდ საკითხი პლენარულ სხდომაზე განიხილება

სრულად 
 ღონისძიებები
 დანიის გენდერისა და თანასწორობის ცოდნის ცენტრი KVINFO აცხადებს მკვლევრის ვაკანსიას
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების კონკურსს
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
ქართველი რეჟისორი, სალომე ჯაში, ბერლინის ხელოვნების აკადემიის ჯილდოს გამარჯვებულია

ბერლინის ხელოვნების აკადემია ყოველწლიურად გასცემს პრიზებს და სტიპენდიებს განსაკუთრებული შემოქმედებითი მიღწევებისთვის და ხელოვანების მხარდაჭერისა და განვითარებისათვის

სრულად 
21 წლის ასმარ ნურიევა ამერიკული United Airlines-ის პილოტი გახდა

21 წლის ასმარ ნურიევა გარდაბნიდან ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთი უდიდესი ავიაკომპანიის United Airlines-ის პილოტი გახდა. ინფორმაციას აქტივისტი სამირა ბაირამოვა ავრცელებს.

სრულად 
თამუნა მუსერიძე BBC-ის 2023 წლის 100 ყველაზე გავლენიანი ქალის სიაში მოხვდა

თამუნა მუსერიძემ შექმნა Facebook ჯგუფი „ვეძებ”, რომელმაც ხელი შეუწყო სამშობიაროებიდან არალეგალური გაშვილების შესახებ საჯარო დისკუსიის დაწყებას

სრულად