მოვლენები
დიალოგი სამოქალაქო საზოგადოებასთან: „ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები - ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება“
2021-04-26 11:38:56

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა, ლაშა დარსალიამ და სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, თეა ახვლედიანმა მონაწილეობა მიიღეს სამოქალაქო და საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლებთან მრგვალი მაგიდის ფორმატის დიალოგის შეხვედრაში თემაზე: „ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები - ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება“.

აღნიშნული შეხვედრის მიზანია, ხელი შეუწყოს სამოქალაქო საზოგადოებასთან დიალოგს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების გზებზე და სამშვიდობო პროცესებში „ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების“ დღის წესრიგის გაძლიერებას, მათ შორის, კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ქალთა პრობლემების დასმას მოლაპარაკებების ფარგლებში. 

13 წელია, ევროკავშირის, გაეროს, ეუთოს თანათავმჯდომარეობითა და აშშ-ის მონაწილეობით, საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის მიმდინარეობს მოლაპარაკებები ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში. ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები შექმნილია 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების საფუძველზე, რომლის ფარგლებშიც განიხილება ისეთი საკითხები, როგორიცაა: საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული მდგომარეობა, ძალის არგამოყენება და უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმები, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ საცხოვრებელ სახლებში უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნება.

შეხვედრა გაიმართა ქალებზე, უსაფრთხოებასა და მშვიდობაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების ეროვნული სამოქმედო გეგმის ფარგლებში და ემსახურებოდა სამშვიდობო მოლაპარაკებებში ქალთა პრიორიტეტებისა და საჭიროებების გათვალისწინებას. ღონისძიება განხორციელდა საგარეო საქმეთა სამინისტროსა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის თანაორგანიზებით, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით. 

ღონისძიება წარიმართა „ჩეთემ ჰაუსის“ წესების დაცვით.


 

ბოლო ამბები
ქლოა ჭაო მეორე ქალი გახდა, ვინც ოსკარებზე საუკეთესო რეჟისორად დასახელდა

ოსკარების 93-ე დაჯილდოების ცერემონია დასრულდა, სადაც რეჟისორი ქლოა ჭაო ნამდვილი ტრიუმფატორი გახდა: მისი ფილმი Nomadland (მომთაბარეთა მიწა) წლის საუკეთესო ფილმად, თავად კი საუკეთესო რეჟისორად დასახელდა!

სრულად 
ევროკომისიის პრეზიდენტი: ეს იმიტომ მოხდა, რომ ქალი ვარ. მოხდებოდა ეს, კოსტუმით და ჰალსტუხით რომ ვყოფილიყავი?

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლეიენი აცხადებს, რომ თურქეთში მომხდარი ინციდენტი, რომლის დროსაც სკამის გარეშე დარჩა, მის სქესს უკავშირდება

სრულად 
 ღონისძიებები
 შეხვედრა ქალთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებთან, სათემო ჯგუფებთან  და აქტივისტებთან!
სრულად 
 ონლაინ საერთაშორისო ფემინისტური სკოლა
სრულად 
 საგრანტო პროგრამა ახალგაზრდებისთვის 
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ვიდეო რგოლების კონკურსს 
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობა ერთი კვირით ე.წ. ჰუმანიტარულ დერეფანს ხსნის, თუმცა ცალმხრივად

დე ფაქტო უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, ე.წ. საზღვარზე ყველას ჩაუტარდება სამედიცინო შემოწმება და აუცილებელი იქნება კორონავირუსზე უარყოფითი ტესტი

სრულად 
UNICEF-ის კვლევა: საქართველოში სასკოლო ასაკის ბავშვების 15% სახლში ინტერნეტზე წვდომა არ აქვს

საქართველოში კორონავირუსის პანდემიის გამო სკოლების დახურვა დაახლოებით 661 500 ბავშვს შეეხო და ის ბავშვები, რომლებსაც არ აქვთ ინტერნეტზე წვდომა, შესაძლოა განათლების ხელმისაწვდომობის გარეშე დარჩნენ

სრულად 
იუსტიციის სამინისტრო ახალშობილთა მშობლებს 25-ლარიან სასაჩუქრე ვაუჩერს გადასცემს

15 დეკემბრიდან ახალშობილთა მშობლებს, რომლებიც იუსტიციის სამინისტროს შვილის დაბადების რეგისტრაციისთვის მიმართავენ, 25-ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერი გადაეცემათ. მშობლები ასევე მიიღებენ ფასდაკლების ბარათებს ბავშვთა კვებისა და მოვლის საშუალებებზე

სრულად