გენდერული სიახლეები
მსოფლიო ბანკი: პანდემიასთან დაკავშირებული რისკები საქართველოში გენდერულ უთანასწორობას აღრმავებს
2021-03-29 12:39:37

ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზრდა და სიღარიბის შემცირება აღინიშნა, თუმცა ამ პროცესის სარგებელი არათანაბრად განაწილდა მამაკაცებსა და ქალებს შორის, – ამის შესახებ აღნიშნულია მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ნგარიშში „2020 წლის საქართველოს გენდერული შეფასება“.

ანგარიშის თანახმად, საქართველოში სიღარიბის მაჩვენებლები ქალებისთვის მნიშვნელოვნად ცვალებადობს, რაც დამოკიდებულია მიღებულ განათლებაზე, ოჯახურ მდგომარეობასა და სოციალურ-დემოგრაფიულ მახასიათებლებზე.

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, გენდერული თანასწორობის თვალსაზრისით მიღწეული წინსვლის მიუხედავად, COVID-19 -ით გამოწვეული კრიზისის პირობებში ქვეყანა სტაგნაციის და ზოგიერთ სფეროში უკუსვლის რისკის წინაშეც კი დგას.

„მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ქალებისთვის განათლება ხელმისაწვდომია, ეს შესაძლოა სულაც არ ნიშნავდეს მათი უნარ-ჩვევების ან/და შრომითი ბაზრის შედეგების გაუმჯობესებას. სასკოლო განათლების თითქმის საყოველთაო დაფარვის მიუხედავად, განათლების სისტემას უჭირს ვაჟებისა და გოგონების ხარისხიანი განათლებითა და უნარებით უზრუნველყოფა, რაც დასტურდება ადამიანური კაპიტალის განვითარების ინდექსში (HCI) საქართველოს ქულით – 0.57, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალგაზრდები 18 წლის ასაკისთვის თავიანთი ადამიანური კაპიტალის პოტენციალის მხოლოდ 57 პროცენტის რეალიზაციას ახერხებენ“,- ნათქვამია ანგარიშში.

„სამომავლოდ, საქართველომ უნდა განსაზღვროს პრიორიტეტული ღონისძიებები სათანადო უნარ- ჩვევების ათვისების ხელშესაწყობად და, როგორც ანგარიში მიუთითებს, ასევე გააუმჯობესოს ქალთა უნარი შრომით ბაზარსა და სამეწარმეო საქმიანობაში ჩართვის თვალსაზრისით. აღნიშნულ პრიორიტეტებს შეუძლია ქალთა ეკონომიკური შესაძლებლობების გაფართოება და ასევე, მათი კეთილდღეობისა და სხვადასხვა სფეროში განვითარებისა ხელშეწყობა“, – აღნიშნავს მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსი.

„2020 წლის საქართველოს გენდერული შეფასების“ თანახმად, ქალების წვდომა ეკონომიკურ შესაძლებლობებზე შეზღუდულია მამაკაცებთან შედარებით.

„საქართველოში გენდერული უთანასწორობა შრომით რესურსებში მონაწილეობის თვალსაზრისით 19 პროცენტული ერთეულია, ხოლო რაც შეეხება ხელფასს, მამაკაცების ანაზღაურება 16 პროცენტით მაღალია ვიდრე ქალებისა, დემოგრაფიული და სამუშაოს მახასიათებლების გათვალისწინებით.

ამასთან ერთად, ქალთა პროფესიული და დარგობრივი სეგრეგაცია განაპირობებს მათ დასაქმებას ისეთ ეკონომიკურ სფეროებში, სადაც შემოსავლები დაბალია. ისინი, როგორც წესი, ნაკლებად ჩართული არიან ისეთ სფეროებში, როგორებიცაა საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, ტექნოლოგიები, ინჟინერია და მათემატიკა (STEM). გარდა ამისა, ფინანსებთან შეზღუდულ წვდომასა და სხვა ბარიერებს შეუძლია ქალთა სამეწარმეო პოტენციალის შეზღუდვა. “წელს, ქალთა საერთაშორისო დღეს მსოფლიომ აღნიშნა ქალთა ლიდერობის მნიშვნელობა და მათი წვლილი COVID-19-ის მიმართ განხორციელებულ საპასუხო ღონისძიებებში, მაგრამ პანდემია ამავდროულად აფერხებს გენდერული თანასწორობის თვალსაზრისით აქამდე მიღწეიულ პროგრესს და ქმნის ჯერ კიდევ არსებული გენდერული უთანასწორობის გაფართოების რისკს,“- აცხადებს მსოფლიო ბანკის უფროსი ეკონომისტი ალან ფუქს ტარლოვსკი.

ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონში პანდემიამ კიდევ უფრო გაამწვავა გენდერული მოწყვლადობა, რის გამოც ქალები უდიდესი სტრესის წინაშე დგანან, რადგან მათ უწევთ ანაზღაურებადი და აუნაზღაურებადი შრომის დაბალანსება, რაც გულისხმობს, ერთის მხრივ, ოჯახისა და ბავშვის მოვლის საჭიროებას, ხოლო მეორეს მხრივ, საკუთარი ბიზნესისა და საქმიანობის წარმატებულად ფუნქციონირების უზრუნველყოფას.

საქართველოში ჩატარებული ახალი კვლევის მტკიცებულებები მიუთითებს, რომ COVID-19 -ის პანდემიის დაწყების შემდეგ ქალები უფრო მეტად ტოვებენ სამსახურს, ვიდრე მამაკაცები. სხვა ქვეყნების მსგავსად, შეზღუდული მონაცემები ძირითად ბარიერს წარმოადგენს საქართველოში გენდერული ძალადობის (GBV) შესწავლისა და მასზე რეაგირების თვალსაზრისით. ხელმისაწვდომი მონაცემები კი მიუთითებს, რომ ქალების 6 პროცენტი ფიზიკურ და/ან სექსუალურ ძალადობას განიცდის თავისი პარტნიორის მხრიდან. ხშირად არ ხდება გენდერული ძალადობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება, აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად არსებული პოლიტიკისა და სერვისების განვითარების მიუხედავად. მეორე მხრივ, გენდერული ნორმები, რომლებიც ტრადიციულად განაპირობებდა გენდერულ ძალადობას, იცვლება, განსაკუთრებით ახალგაზრდებში. მსოფლიო ბანკი განაგრძობს მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოების და განვითარების მიმართულებით მომუშავე სხვა პარტნიორების მხარდაჭერას საქართველოში გენდერული თანასწორობის ხელშესაწყობად“,-აღნიშნულია მსოფლიო ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ბოლო ამბები
პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნების შედეგებზე საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა

პრეზიდენტი ამბობს, რომ ეს უნდა იყოს ნიშანი იმისა, რომ ქვეყანაში ყველა სამართლებრივი საფეხური ბოლომდე უნდა გამოსცადონ, მათ შორის, იმ მოსამართლეების სინდისიც, რომლებიც დადგებიან იმ არჩევანის წინაშე, როგორი ქვეყანა სურთ

სრულად 
ცესკო ISFED-ზე: აქტივობის გენდერულ ჭრილში ცდომილება 11 უბანზეა და ეხება 150 ამომრჩეველს

ცესკოს სპიკერმა, ნათია იოსელიანმა დღევანდელ ბრიფინგზე თქვა, რომ რამდენიმე უბანზე ნამდვილად არსებობდა „ე.წ ცდომილება”, თუმცა, „ისფედის” ინფორმაციას მაინც უწოდა „არასწორი, მანიპულაციური და დეზინფორმაციული”

სრულად 
 ღონისძიებები
 პეკინი +30 რეგიონული მიმოხილვა - ონლაინ კონსულტაცია სამოქალაქო საზოგადოებისთვის
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს - გენდერული დეზინფორმაცია
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს - გენდერული დეზინფორმაცია
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა პროევროპელმა მაია სანდუმ

მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა, პროევროპელმა მაია სანდუმ. მან ხმების 54,91% მიიღო

სრულად 
2024 წლის არჩევნებზე მილიონ ნახევარზე მეტი ქალი არ მივიდა ხმის მისაცემად

სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით თუ ვიმსჯელებთ, გამოდის რომ ხმის მისაცემად 26 ოქტომბერს, 1 891 130 ქალი არ მივიდა

სრულად 
ავღანეთში თალიბანმა ქალებს ერთმანეთის ხმის მოსმენა აუკრძალა

თალიბანმა ავღანელ ქალებს ერთმანეთის ხმის მოსმენა აუკრძალა. როგორც The Telegraph წერს, ორშაბათს სათნოების ხელშეწყობისა და მანკიერების პრევენციის მინისტრმა ქალებისთვის ახალი უცნაური შეზღუდვის შესახებ გამოაცხადა

სრულად