მიღწევები
მოსამართლე ნინო ბაქაქური CEPEJ-ის ბიუროს წევრი გახდა
2020-12-17 15:40:04

2020 წლის 8 დეკემბერს ევროპის საბჭოს მართლმსაჯულების ეფექტიანობის კომისიის (CEPEJ) 34-ე ვირტუალური პლენარული სესია გაიმართა, რომელშიც მონაწილებდა CEPEJ-ში საქართველოს წარმომადგენელი, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ნინო ბაქაქური. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს უზენაესი სასამართლო ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, სესია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დირექტორის კრისტოფ პიორელის მისასალმებელი სიტყვით გაიხსნა.

„პლენარულ სესიაზე კომიტეტის წევრი 47 ქვეყნის მიერ არჩეულ იქნა CEPEJ-ის ბიუროს ახალი შემადგენლობა: რამინ გურბანოვი (აზერბაიჯანი) - CEPEJ-ის პრეზიდენტი, ფრანჩესკო დეპასქუალე (მალტა) - ვიცეპრეზიდენტი, ნინო ბაქაქური (საქართველო) - ბიუროს წევრი და ხუან-ფერნანდო არმენგოტი (ესპანეთი) - ბიუროს წევრი. CEPEJ-ის ოთწევრიანი ბიურო CEPEJ-ის მმართველ ორგანოს წარმოადგენს, რომელიც პლენარულ სესიებს შორის პერიოდში სამდივნოსთან ერთად კომიტეტის საქმიანობას უძღვება.

სესიის დანარჩენი ნაწილი მიეძღვნა „ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებში მართლმსაჯულების მდგომარეობის შესახებ“ მორიგი ორწლიანი ანგარიშის განხილვას. აღნიშნული ანგარიში, რომელიც მოიცავს ევროპის ქვეყნების მართლმსაჯულების სისტემების 2018-2019 წლების მონაცემებს, მომზადდა და წარდგენილ იქნა 2020 წლის ოქტომბერში, სრულიად ახალ ფორმატში. იგი შედგება სამი ნაწილისაგან. პირველი ნაწილი სახელწოდებით „ცხრილები, გრაფები და ანალიზი“ წარმოადგენს სტატისტიკურ მონაცემთა ცხრილებზე დაფუძნებულ ანალიზს ევროპული ტენდენციებისა სხვადასხვა თემატიკაზე, რომლებიც შერჩეულია მართლმსაჯულების სისტემებისათვის მათი მნიშვნელობის მიხედვით (ბიუჯეტი, პროფესიონალები, სასამართლოთა ორგანიზაცია, მომხმარებლები, ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიები, ეფექტიანობა და ხარისხი) https://rm.coe.int/evaluation-report-part-1-english/16809fc058 .

მეორე ნაწილი სახელწოდებით „სახელმწიფოთა პროფილი“ - შეიცავს ინფორმაციას სახელმწიფოთა მიხედვით CEPEJ-ის მიერ შეგროვებულ მთავარ მონაცემებსა და ინტიკატორებზე, მათ შორის სასამართლოთა საქმიანობის შეფასების ისეთ ინდიკატორებზე, როგორიცაა „clearance rate“ და „disposition time“ .

მესამე ნაწილი წარმოადგენს მონაცემთა დინამიკურ ბაზას CEPEJ STAT , რომელიც შეიცავს CEPEJ-ის მიერ 2010 წლიდან შეგროვებულ ყველა რიცხობრივ და ხარისხობრივ მონაცემს.

CEPEJ-ის 2020 წლის ანგარიშისა და მასში საქართველოს მონაცემების შესახებ ევროპის საბჭოს თბილისის ოფისთან ერთად 2020 წლის 17 ნოემბერს ონლაინ პრეზენტაცია მოამზადა CEPEJ-ში საქართველოს წარმომადგენელმა მოსამართლე ნინო ბაქაქურმა.

პლენარულ სესიაზე განხილულ იქნა CEPEJ-ის სამუშაო ჯგუფების საქმიანობა, კერძოდ, ქვეყნების შეფასების (GT-EVAL), მართლმსაჯულების ხარისხის (GT-QUAL), კიბერმართლმსაჯულებისა და ხელოვნული ინტელექტისა (GT-CYBERJUST) და SATURN-ის ჯგუფების ანგარიშები.

სესია დასრულდა ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის, საქართველოში CEPEJ-ის მიმდინარე პროექტებზე ანგარიშების მოსმენით.

მართლმსაჯულების ეფექტიანობის ევროპული კომისია არის ევროპის საბჭოსთან არსებული მუდმივი ორგანო, რომელიც შეიქმნა 2002 წელს. იგი შედგება ევროპის საბჭოს 47 ქვეყნის მიერ დანიშნული 47კვალიფიციური ექპერტისაგან. კომისიის მთავარი დანიშნულებაა შეაფასოს წევრი ქვეყნების მართლმსაჯულების სისტემების ეფექტიანობა და შეიმუშაოს კონკრეტული რეკომენდაციები აღნიშნული ეფექტიანობის გასაუმჯობესებლად, რათა მიღწეულ იქნას ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების სრულად რეალიზაცია.“,- აღნიშნულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ბოლო ამბები
გენდერული კვოტირების გაუქმების კანონპროექტს პრეზიდენტმა ვეტო დაადო

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ვეტოს საკითხი გადაეცა იურიდიულ კომიტეტს. საბოლოოდ საკითხი პლენარულ სხდომაზე განიხილება

სრულად 
ვინ დაუჭირა „აგენტების კანონს“ მხარი პირველი მოსმენით

საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების კანონი, რომელსაც ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. კანონპროექტს მხარი დაუჭირა 83-მა დეპუტატმა

სრულად 
 ღონისძიებები
 დანიის გენდერისა და თანასწორობის ცოდნის ცენტრი KVINFO აცხადებს მკვლევრის ვაკანსიას
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების კონკურსს
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
ქართველი რეჟისორი, სალომე ჯაში, ბერლინის ხელოვნების აკადემიის ჯილდოს გამარჯვებულია

ბერლინის ხელოვნების აკადემია ყოველწლიურად გასცემს პრიზებს და სტიპენდიებს განსაკუთრებული შემოქმედებითი მიღწევებისთვის და ხელოვანების მხარდაჭერისა და განვითარებისათვის

სრულად 
21 წლის ასმარ ნურიევა ამერიკული United Airlines-ის პილოტი გახდა

21 წლის ასმარ ნურიევა გარდაბნიდან ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთი უდიდესი ავიაკომპანიის United Airlines-ის პილოტი გახდა. ინფორმაციას აქტივისტი სამირა ბაირამოვა ავრცელებს.

სრულად 
თამუნა მუსერიძე BBC-ის 2023 წლის 100 ყველაზე გავლენიანი ქალის სიაში მოხვდა

თამუნა მუსერიძემ შექმნა Facebook ჯგუფი „ვეძებ”, რომელმაც ხელი შეუწყო სამშობიაროებიდან არალეგალური გაშვილების შესახებ საჯარო დისკუსიის დაწყებას

სრულად