მოვლენები
UNICEF-ის კვლევა: საქართველოში სასკოლო ასაკის ბავშვების 15% სახლში ინტერნეტზე წვდომა არ აქვს
2020-12-02 10:26:47

საქართველოში სასკოლო ასაკის ბავშვების 15 პროცენტს სახლში ინტერნეტზე წვდომა არ აქვს. ამის შესახებ გაეროს ბავშვთა ფონდის და საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირის ახალ ერთობლივ განცხადებაშია საუბარი.

ანგარიშის მიხედვით, მსოფლიოში სასკოლო ასაკის ბავშვების ორ მესამედს არ აქვს სახლში ინტერნეტზე წვდომა. ეს მაჩვენებელი ანალოგიურია 15-დან 25 წლამდე ასაკის ახალგაზრდებშიც — 759 მილიონ ახალგაზრდას, ანუ 63 პროცენტს, არ აქვს სახლში ინტერნეტკავშირი.

გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში ღასან ხალილი აცხადებს, რომ ინტერნეტზე წვდომის არარსებობა ხელს უშლის ბავშვებსა და ახალგაზრდებს იყვნენ კონკურენტუნარიანები თანამედროვე ეკონომიკაში:

"ისინი იზოლირებულნი არიან დანარჩენი სამყაროსგან. ხოლო სკოლების დახურვის შემთხვევაში, რაც ახლა ხდება COVID-19–ის გამო, ინტერნეტის არქონა ბავშვებს განათლებაზე ხელმისწავდომობას უზღუდავს".

როგორც UNICEF-ში აღნიშნავენ, პანდემიის გამო სკოლების დახურვა შეეხო დაახლოებით 661 500 ბავშვს, რომლებსაც ვირტუალურ რეჟიმში სწავლაზე გადასვლა მოუწიათ. ის ბავშვები, რომლებსაც არ აქვთ ინტერნეტზე წვდომა, შესაძლოა განათლების ხელმისაწვდომობის გარეშე დარჩნენ.

ანგარიშის თანახმად, ციფრული უთანასწორობა კიდევ უფრო აღრმავებს ქვეყნებსა და თემებს შორის არსებულ უთანასწორობას. შესაბამისად, ყველაზე ხელმოკლე ოჯახებში, სოფლად და დაბალშემოსავლიან ქვეყნებში მცხოვრები ბავშვები და ახალგაზრდები კიდევ უფრო ჩამორჩებიან საკუთარ თანატოლებს; ამასთან ერთად, მცირდება ამ გამოწვევის გადაჭრის შესაძლებლობები.

მსოფლიო მონაცემების მიხედვით, ყველაზე შეძლებულ ოჯახებში სასკოლო ასაკის ბავშვების 58 პროცენტს აქვს სახლში ინტერნეტკავშირი, ეს მაჩვენებელი უღარიბესი ოჯახების ბავშვების შემთხვევაში მხოლოდ 16 პროცენტს შეადგენს. ანალოგიური უთანასწორობაა ქვეყნების შემოსავლიანობის მიხედვითაც. დაბალშემოსავლიან ქვეყნებში სასკოლო ასაკის ბავშვებიდან 20-დან 1-ზე ნაკლებს აქვს სახლში ინტერნეტზე წვდომა, მაღალშემოსავლიან ქვეყნებში კი — დაახლოებით ყოველ მეცხრეს.

UNICEF გამოყოფს გეოგრაფიულ უთანასწორობას ქვეყნებისა და რეგიონების მიხედვით. მსოფლიოში, ურბანულ დასახლებებში სასკოლო ასაკის ბავშვების, დაახლოებით, 60 პროცენტს არ აქვს ინტერნეტზე წვდომა სახლში, სოფლად კი ეს მაჩვენებელი დაახლოებით სამი მეოთხედია. განსაკუთრებით დაბალია სახლში ინტერნეტზე წვდომის მაჩვენებელი სუბსაჰარის აფრიკასა და სამხრეთ აზიაში, სასკოლო ასაკის ბავშვებში, სადაც 10 ბავშვიდან დაახლოებით 9-ს არ აქვს ინტერნეტკავშირი.   
 

ბოლო ამბები
მშვიდობის მშენებლობის მეთოდების განვითარება სამხრეთ კავკასიაში

პროექტის:"მშვიდობის მშენებლობის მეთოდების განვითარება სამხრეთ კავკასიაში" პრეს - რელიზი

სრულად 
გაეროს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კონვენციის (CEDAW) ალტერნატიული ანგარიში

2021 წელს CEDAW კომიტეტისთვის მომზადდა ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კონვენციის შესრულების ალტერნატიული ანგარიში

სრულად 
 ღონისძიებები
 სატრენინგო ციკლი ე.წ ადმინისტრაციო სასაზღვრო ზოლთან მცხოვრები ქალებისთვის
სრულად 
 შეხვედრა ქალთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებთან, სათემო ჯგუფებთან  და აქტივისტებთან!
სრულად 
 ონლაინ საერთაშორისო ფემინისტური სკოლა
სრულად 
 საგრანტო პროგრამა ახალგაზრდებისთვის 
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
მშვიდობის მშენებლობის მეთოდების განვითარება სამხრეთ კავკასიაში

პროექტის:"მშვიდობის მშენებლობის მეთოდების განვითარება სამხრეთ კავკასიაში" პრეს - რელიზი

სრულად 
დიალოგი სამოქალაქო საზოგადოებასთან: „ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები - ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება“

შეხვედრის მიზანია, ხელი შეუწყოს სამოქალაქო საზოგადოებასთან დიალოგს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების გზებზე და სამშვიდობო პროცესებში „ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების“ დღის წესრიგის გაძლიერებას

სრულად 
აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობა ერთი კვირით ე.წ. ჰუმანიტარულ დერეფანს ხსნის, თუმცა ცალმხრივად

დე ფაქტო უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, ე.წ. საზღვარზე ყველას ჩაუტარდება სამედიცინო შემოწმება და აუცილებელი იქნება კორონავირუსზე უარყოფითი ტესტი

სრულად