მიღწევები
სოფო კილაძე გაერო-ს ბავშვთა უფლებების კომიტეტის წევრად აირჩიეს
2020-11-25 10:10:22

სოფო კილაძე გაერო-ს ბავშვთა უფლებების კომიტეტის წევრად აირჩიეს.

ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოს კანდიდატი ბავშვის უფლებათა კომიტეტის წევრი გახდა.
არჩევნებში საქართველოს კანდიდატმა 125 ხმა მიიღო. კომიტეტის წევრთა არჩევნები გაიმართა 24 ნოემბერს, ნიუ იორკში კონვენციის წევრი სახელმწიფოების შეხვედრის ფარგლებში.

სოფო კილაძე კომიტეტში უფლებამოსილებას 4 წლის ვადით, 2021-2024 პერიოდში შეასრულებს.

ბავშვის უფლებათა კომიტეტი წარმოადგენს 18 დამოუკიდებელი ექსპერტისგან შემდგარ ორგანოს, რომელიც მონიტორინგს უწევს წევრი სახელმწიფოების მიერ გაერო-ს ბავშვის უფლებათა კონვენციისა და მისი დამატებითი ოქმების იმპლემენტაციას ეროვნულ დონეზე.

აღნიშნულთან დაკავშირებით, სოფო კილაძე „ფეისბუქში“ წერს, რომ საქართველომ დიდი გამარჯვება მოიპოვა საერთაშორისო ასპარეზზე.

„გუშინ ჩვენმა სამშობლომ, საქართველომ დიდი გამარჯვება მოიპოვა საერთაშორისო ასპარეზზე. წილად მერგო პატივი, ჩემი კანდიდატურისთვის მსოფლიოს 125 ქვეყანას გამოეცხადებინა ნდობა გაეროს ბავშვთა უფლებათა კომიტეტის წევრობაზე.

დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ყველა იმ ქვეყანას, საელჩოსა და მისიას, რომელმაც მხარი დაგვიჭირა და მისცა საქართველოს საშუალება, პირველად იყოს წარმოდგენილი ამ უმნიშვნელოვანეს კომიტეტში.

ამ გამარჯვების უკან საგარეო საქმეთა სამინისტროს, ჩვენი დიპლომატების ტიტანური შრომა დევს. ისინი განსაკუთრებულ მადლობას იმსახურებენ David Zalkaliani Ministry of Foreign Affairs of GeorgiaPermanent Mission of Georgia to the United NationsPermanent Mission of Georgia in Geneva.

ვიმუშავებ ყველა დაინტერესებულ მხარესთან, ქვეყნებთან, სამოქალაქო სექტორთან იმისათვის, რომ რომ ბავშვებს უკეთესი მომავალი ჰქონდეთ და ეს დიდი ნდობა გავამართლო“, – წერს სოფო კილაძე.

ბოლო ამბები
ქალთა საინფორმაციო ცენტრი ავღანელი ქალი უფლებადამცველების დასახმარებლად

ქალთა საინფორმაციო ცენტრი, როგორც ქალთა უფლებადამცველი ორგანიზაცია შეძრულები ვართ ავღანეთში მიმდინარე მოვლენებით, რაც თალიბანის გაბატონებას და შესაბამისად რეპრესიული კანონების დაბრუნებას მოჰყვა, რომლებიც განსაკუთრებით  ქალებისა და გოგონების უფლებებს ზღუდავს

სრულად 
გაეროს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კონვენციის (CEDAW) ალტერნატიული ანგარიში

2021 წელს CEDAW კომიტეტისთვის მომზადდა ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კონვენციის შესრულების ალტერნატიული ანგარიში

სრულად 
 ღონისძიებები
 სატრენინგო ციკლი ე.წ ადმინისტრაციო სასაზღვრო ზოლთან მცხოვრები ქალებისთვის
სრულად 
 შეხვედრა ქალთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებთან, სათემო ჯგუფებთან  და აქტივისტებთან!
სრულად 
 ონლაინ საერთაშორისო ფემინისტური სკოლა
სრულად 
 საგრანტო პროგრამა ახალგაზრდებისთვის 
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
სალომე ზურაბიშვილმა სამი პოლიციელი ქალი ღირსების მედლით დააჯილდოვა

პრეზიდენტმა ოჯახშo, ქალთა და ბავშვთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მებრძოლი სამი ახალგაზრდა პოლიციელი ქალი ღირსების მედლით დააჯილდოვა

სრულად 
პირველად Washington Post- ს ქალი უხელმძღვანელებს 

პირველად ამერიკული გაზეთის The Washington Post- ის ხელმძღვანელი ქალი, სალი ბუზბი, გახდება

სრულად 
ქლოა ჭაო მეორე ქალი გახდა, ვინც ოსკარებზე საუკეთესო რეჟისორად დასახელდა

ოსკარების 93-ე დაჯილდოების ცერემონია დასრულდა, სადაც რეჟისორი ქლოა ჭაო ნამდვილი ტრიუმფატორი გახდა: მისი ფილმი Nomadland (მომთაბარეთა მიწა) წლის საუკეთესო ფილმად, თავად კი საუკეთესო რეჟისორად დასახელდა!

სრულად