მიღწევები
მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებში მაია სანდუ იმარჯვებს
2020-11-16 09:55:03

წინასწარი შედეგების მიხედვით, მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ოპოზიციის კანდიდატი, მაია სანდუ, ლიდერობს. 

ხმების 99% უკვე დათვლილია, პროევროპელ მაია სანდუს 57.1% აქვს, რუსეთთან დაახლოებულ იგორ დოდონს კი - 42.9%.

ცნობისთვის, მაია სანდუ მსოფლიო ბანკის ყოფილი ეკონომისტია და ევროკავშირთან მჭიდრო კავშირს ემხრობა. ამასთან, სანდუ მოლდოვის განათლების მინისტრიც იყო.  2019 წელს ის პრემიერმინისტრის პოსტზეც დაინიშნა, თუმცა 5 თვეში პარლამენტმა სანდუს მთავრობას უნდობლობა გამოუცხადა.

სანდუს გადადგომას მხარს უჭერდნენ რუსეთთან დაახლოებული სოციალისტური პარტია და მოლდოვიდან გაქცეული ოლიგარქის, ვლადიმირ პლაჰოტნიუკის, დემოკრატიული პარტია.

შეგახსენებთ, რომ არჩევნების პირველ ტურში მაია სანდუმ ხმათა 35.77% აიღო, დოდონმა კი - 32.87%.

სანდუს მხარი მოლდოვის დიასპორის დიდმა ნაწილმაც დაუჭირა. ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრები 150 000 ამომრჩევლიდან დოდონს ხმა მხოლოდ 3.59%-მა მისცა.
 

ბოლო ამბები
ბოლო არჩევნებზე ნახევარი მლნ ქალი არ მივიდა - როგორ ჩავრთოთ ემიგრანტები ხმის მიცემის პროცესში?

საქსტატის მონაცემებით, მხოლოდ 2023 წელს ქვეყნიდან გავიდა 245 064 მოქალაქე და შემოვიდა 205 857 მოქალაქე 

სრულად 
საქსტატი: 2023 წელს, წინა წელთან შედარებით ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა

2023 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 95.6 პროცენტით მეტია, ხოლო იმიგრანტების რიცხოვნობა 14.5 პროცენტით გაიზარდა და 205 857 კაცი შეადგინა

სრულად 
 ღონისძიებები
 დანიის გენდერისა და თანასწორობის ცოდნის ცენტრი KVINFO აცხადებს მკვლევრის ვაკანსიას
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების კონკურსს
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
ქართველი რეჟისორი, სალომე ჯაში, ბერლინის ხელოვნების აკადემიის ჯილდოს გამარჯვებულია

ბერლინის ხელოვნების აკადემია ყოველწლიურად გასცემს პრიზებს და სტიპენდიებს განსაკუთრებული შემოქმედებითი მიღწევებისთვის და ხელოვანების მხარდაჭერისა და განვითარებისათვის

სრულად 
21 წლის ასმარ ნურიევა ამერიკული United Airlines-ის პილოტი გახდა

21 წლის ასმარ ნურიევა გარდაბნიდან ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთი უდიდესი ავიაკომპანიის United Airlines-ის პილოტი გახდა. ინფორმაციას აქტივისტი სამირა ბაირამოვა ავრცელებს.

სრულად 
თამუნა მუსერიძე BBC-ის 2023 წლის 100 ყველაზე გავლენიანი ქალის სიაში მოხვდა

თამუნა მუსერიძემ შექმნა Facebook ჯგუფი „ვეძებ”, რომელმაც ხელი შეუწყო სამშობიაროებიდან არალეგალური გაშვილების შესახებ საჯარო დისკუსიის დაწყებას

სრულად