გენდერული ძალადობა
ფარული პანდემია.  ოჯახში ძალადობა იზოლაციის დროს 
2020-11-09 18:12:30

COVID-19 პანდემიის დროს, ევროპის მთავრობებმა თავიანთ მოქალაქეებს სახლში დარჩენისკენ მოუწოდეს. იზოლაცია წარმოადგენდა აუცილებლობას, ვირუსის გავრცელების თავიდან აცილებისათვის. მნიშვნელოვანია იცოდეთ, თუ რას ნიშნავდა ეს გადაწყვეტილება მრავალი ქალისა და ბავშვისათვის. ოჯახში ძალადობის მქონე ადამიანებმა გადაიხადეს ყველაზე მაღალი საფასური საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვისთვის. 

ვირუსთთან ბრძოლისას ევროპის ქვეყნებმა განსხვავებული რეაგირება მოახდინეს, მაგრამ უმეტესობამ გადაწყვიტა იზოლაციის დაწესება 2020 წლის მარტში.  აღნიშნული მომენტიდან დაიწყო საუბრები არა მხოლოდ COVID - 19 პანდემიაზე, არამედ ოჯახში ძალადობის პანდემიაზეც. 

ექსპერტების აზრით, იძულებითი იზოლაცია ზრდის იმედგაცრუებას და იგი გავლენას ახდენს აგრესიის წარმოშობაზე. პანდემიის დროს ოჯახში ძალადობა დაკავშირებულია უამრავ ფაქტორთან, როგორიცაა: სტრესი, ეკონომიკური კატასტროფებით გამოწვეული არასტაბილურობა, ექსპლუატაციური ურთიერთობების ზემოქმედება და მხარდაჭერის შესაძლებლობების შემცირება. სოციალური იზოლაცია აღრმავებს პირად და კოლექტიურ სისუსტეებს, ახდენს ხელმისაწვდომი და ცნობილი მხარდაჭერის შესაძლებლობების შეზღუდვას (Reducing the risk of infection might increase the risk of intimate partner violence, Van Gelder i inni, 2020).
.  

თავშესაფარის მსგავსი უსაფრთხო სივრცე (Safe Space) და სასტუმროები

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შეზღუდვების შემოღებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ, ოჯახში ძალადობის ექსპერტებს არ გაკვირვებიათ  როდესაც ოჯახში ძალადობის ზრდის შესახებ პირველი საგანგაშო მონაცემები იზოლაციის დროს გამოჩნდა. 2020 წლის აპრილში, ოჯახში ძალადობის შემხვევაზე გადაუდებელი ზარების ზრდა დაფიქსირდა ბევრ ქვეყანაში: კვიპროსში მაჩვენებელი გაიზარდა 30% -ით, ხოლო დიდ ბრიტანეტში 25% -ით, რაზედაც დიდმა ბრიტანეთმა მოახდინა სწრაფი რეაგირება და მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩაატარა კამპანია "დიდი ბრიტანეთი ამბობს აღარასდროს "(„UK Says No More”). ამის წყალობით, ოჯახში ძალადობის მსხვერპლ ქალებს შეეძლოთ სპეციალისტებისგან დახმარების მიღება მაღაზიებში და აფთიაქებში (მაგ. Boots UK, Superdrug Pharmacy, Morrisons Pharmacy ან ერთ–ერთ დამოუკიდებელ აფთიაქში, რომელიც მონაწილეობს პროგრამაში). საკმარისი იყო ეთხოვათ ე.წ. უსაფრთხო სივრცე (Safe Space) და მაღაზიაში ან აფთიაქში მომუშავე პერსონალი მკითიხველს გააცილებდა ოთახში, სადაც მათ ეძლეოდათ ინფორმაცია სპეციალისტებთან კონსულტაციის შესახებ. ამავე დროს, მთავრობამ გამოაცხადა, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლს საჭიროების შემთხვევაში შეუძლია დაარღვიოს ლოკდაუნის წესები და საფრთხის შემთხვევაში დატოვოს სახლი.

საფრანგეთში, ისევე როგორც კვიპროსში, ოჯახში ძალადობის შემთხვევაზე გადაუდებელი ზარების ზრდა დაფიქსირდა 30%-ით. (ხოლო პარიზში ზრდა შეადგენს 36 პროცენტს). კერძოდ, მონაცემები გამოიყურება შემდეგნირად: ორთვიანი საგაზაფხულო ბლოკადის დროს, გადაუდებელი დახმარების ნომერზე ზარების რაოდენობამ შეადგინა 44000, რაც 2019 წელს განხორციელებული გადაუდებელი საერთო ზარების 1/3 (96 ათასი) შეადგენს. ლოკდაუნის დასრულების შემდეგ, საფრანგეთში დაფიქსირებული შემთხვევების რაოდენობა დაეცა უფრო ტიპიურ ნიშნულზე. - ჩვენ დავინახეთ, რომ ლოკდაუნებიდან ქალები ძალიან განადგურებულები გამოდიან. ჩაკეტვამ გამოიწვია ოჯახში ძალადობის მნიშვნელოვანი გაზარდა, განაცხადა საფრანგეთის ქალთა ეროვნული სოლიდარობის ფედერაციის (FNSF) პრეზიდენტმა ფრანსუაზა ბრიესმა France 24  სთვის, რომელიც ქვეყნის მასშტაბით მართავს 3919 ოჯახში ძალადობის ხაზს  .  აღნიშნულიდან გამომდინარე, საფრანგეთში ლოკდაუნის  დროს, მთავრობამ გადაწყვიტა გამოესყიდა ცარიელი სასტუმროს ნომრები, რათა თავშესაფარი ჰქონოდა ძალადობის მსხვერპლ ქალებისა და ბავშვებისთვის. ამ ტიპის 20 000 ოთახის უზრუნველყოფა იქნა შესაძლებელი. დღეისათვის არ არის ცნობილი, რამდენი მათგანი იქნა გამოყენებული.

ბელგიაში პოლიციის თანამშრომლები ვალდებულნი არიან დაუკავშირდნენ იმ ქალებს, რომლებიც ადრე აცხადებდნენ, რომ განიცდიდნენ ოჯახში ძალადობას. პოლიციის თანამშრომლები უნდა დაგვიკავშირდნენ მაშინაც კი, თუ ადრეული შეტყობინება მხოლოდ შემთხვევითი იყო. იტალიაში მთავრობამ შემოიტანა სპეციალური აპლიკაციები, რომლებიც იძლევა დახმარების გამოძახების საშუალებას პოლიციაში დარეკვის გარეშე. 

შესაფასებელი სტატისტიკა

ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა დირექტორმა ჰანს კლაუგემ შეაჯამა მაისში განხორციელებული გადაწყვეტილებები: - მიუხედავად იმისა, რომ მონაცემები მცირეა, წევრმა სახელმწიფოებმა განაცხადეს, რომ შარშანდელთან შედარებით გადაუდებელი ზარების რაოდენობა გაიზარდა 60%-ით, ხოლო ინტერნეტის საძიებო სისტემაში ძალადობასთან დაკავშირებული ინტერვენციის  ნომრების მოთხოვნა - გაიზარდა ხუთჯერ .  

ამავდროულად, სპეციალისტები ამ პროცენტულ მაჩვენებლებს ნაკლებად აფასებენ, - ვინაიდან აღნიშნული  ციფრები აჩვენებს მხოლოდ იმ შემთხვევებს, როდესაც ქალებს ჰქონდათ მიმართვის შესაძლებლობა. ამასთან, უნდა გვახსოვდეს, რომ ბევრ მათგანს, მოძალადის მიმართ შიშიდან გამომდინარე, არ ჰქონდა  დახმარების გამოძახების შანსი. - "როგორ მოახდენს გავლენას COVID-19 კრიზისი ევროპაში არსებულ გენდერულ დაყოფაზე?" ("How will the COVID-19 crisis affect existing gender divides in Europe?", Joint Research Centre, Autorzy: Zsuzsa Blaskó, Eleni Papadimitriou Anna Rita Manca, 2020) აღნიშნავენ მოხსენების ავტორები.
 
ოჯახში ძალადობა იზოლაციის დროს - პოლონეთში არსებული სიტუაცია

პოლონეთში, იძულებითი იზოლაციის პირველი დღის შემდეგ, ველოდით, რომ ოჯახში ძალადობა იქნებოდა იზოლაციის ერთ – ერთი ყველაზე აშკარა შედეგი. ჩვენი ვარაუდი   დაფუძნებული იქნა ექსპერტთა მიერ მოწოდებული მონაცემებზე, რომლებიც მოვიპოვეთ HumanDOC ფონდთან თანამშრომლობით და ასევე მაგალითად, ფსიქოლოგების მონაცემებზე დაყრდნობით, რომლებიც ხედავენ პრობლემის მასშტაბებს და განახორციელეს არაფორმალური ჯგუფის შექმნა სოციალურ მედიაში. ზუსტად ამ ჯგუფისთვის. ფონდმა HumanDoc-მა, ოპოლეში ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დახმარების სპეციალისტთა ცენტრთან ერთად, მოაწყო უფასო ტრენინგები საკარანტინო პერიოდში ოჯახურ ძალადობაზე რეაგირებისთან დაკავშირებით. ზემოხსენებულ ტრენინგებს დაესწრო 180 ადამიანი. კიდევ ერთი მაგალითი - მოკლე პუბლიკაცია ფეისბუქზე მარტივი ინსტრუქციით, თუ როგორ უნდა ვიმოქმედოთ ოჯახში ძალადობაზე იზოლირების დროს. აღნიშნულ პუბლიკაციას გაეცნო  46000-ზე მეტი ადამიანი.  

რაც შეეხება უშუალოდ ციფრებს და სტატისტიკურ მონაცემებს, ის ნამდვილად არ ასახავს პრობლემის რეალურ მასშტაბებს. ეს განპირობებულია ოჯახში ძალადობის ხასიათითა და მექანიზმებით. მარტივად რომ ვთქვათ: ოჯახში ძალადობის ფაქტი ყოველთვის არ იწვევს დახმარების თხოვნას. გარდა ამისა, უნდა გვახსოვდეს, რომ იძულებითი იზოლაცია ხშირად გულისხმობდა მოძალადესთან მუდმივად დარჩენას, ძალადობას და მოძალადისგან უფრო მეტ კონტროლს და შესაბამისად, დახმარების მოთხოვნის შანსის შემცირებას. აღნიშნულის მიზეზით, პრობლემის მასშტაბის შეფასება უკიდურესად რთულია. ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ მხოლოდ ნაწილობრივი მონაცემები.


ერთი დაკლიკვით დახმარება - პეტიცია

პოლონეთის პოლიციის კარგი გადაწყვეტილება იყო ბელგიაში გამოყენებული გადაწყვეტილების დანერგვა - პოლიციელები პირველ რიგში უკავშირდებოდნენ  ოჯახებს, სადაც დაიწყებული იყო "ცისფერი ბარათის" პროცედურა. ჩვენთვის ცნობილია, რომ ფლუსტრაცია გამოწვეულია მათ შორის ეკონომიკური ასპექტით, რომელიც  ოჯახში ძალადობას იწვევს ისეთ ოჯახებშიც, სადაც ამ ტიპის პრობლემა ადრე არ არსებობდა. ამიტომაც HumanDoc–მა პოლიციას გაუგზავნა შუამდგომლობა „ერთი დაკლიკვით დახმარების შესახებ“, რადგან მსხგავსი დახმარება არ არსებობდა. ხსენებულ პეტიციას ხელს აწერს 36000-ზე მეტი ადამიანი.  მიუხედავად ამისა, პოლიციის მთავარსარდალმა არ მიიღო ჩვენს მიერ შემოთავაზებული გადაწყვეტილებება.

ძალადობის საწინააღმდეგო კანონი მიიღეს აპრილის ბოლოს, აღნიშნულის წყალობით ოჯახში ძალადობის შემთხვევაში - მოძალადე დაუყოვნებლივ იზოლირდება მსხვერპლისგან. მედიის რეაქციამ, ასევე ოჯახში ძალადობის პრობლემის ირგლივ მიღებულმა კანონმდებლობამ, ზოგიერთ შემთხვევაში მოახდინა მოძალადის დაშოშმინება. ამასთან, სინამდვილეში, ამ კანონის დებულებები ჯერ კიდევ არ გამოიყენება პრაქტიკაში და წარმოადგენს დე ფაქტო კანონს იზოლირების დროს ოჯახში ძალადობის საკითხთან მიმართებაში.

 

***

სტატია მომზადებულია ქალთა საინფორმაციო ცენტრის პროექტის “ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერის გაძლიერება COVID-19-ით გამოწვეული კრიზისის პერიოდში” ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერითა და ფინანსური დახმარებით და ორგანიზაციებთან „თანაზიარი“, მეგობრობის ხიდი "ქართლოსი" და Fundacja HumanDoc პარტნიორობით. სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები, შესაძლოა არ ემთხვეოდეს ევროკავშირის პოზიციებს. 

იზაბელა ზბიკოვსკა, პოლონური ფონდი HumanDoc
ბოლო ამბები
ქალი და კაცი

იჯდა ქალი თავშესაფრის რამდენიმე კვადრატულში ორ ოქროსფერდალალიან გოგონასთან, მუცელზე ხელებშემოჭდობილი და თვალწინ ედგა მეზობლების წვიმიანი ქორწილი

სრულად 
შევუერთდეთ ნარინჯისფერ მსოფლიოს! ერთად ვუთხრათ არა ქალთა მიმართ ძალადობას!

დღეს პირველი არხის გადაცემა „ახალი დღე“-ს სტუმარი ქალთა საინფორმაციო ცენტრის დირექტორი, ელენე რუსეცკაია გახდა.
მან ისაუბრა კინფერენციის: “ შევუერთდეთ ნარინჯისფერ მსოფლიოს! ერთად ვუთხრათ არა ქალთა მიმართ ძალადობას!“ შესახებ

სრულად 
 ღონისძიებები
 ონლაინ საერთაშორისო ფემინისტური სკოლა
სრულად 
 საგრანტო პროგრამა ახალგაზრდებისთვის 
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ვიდეო რგოლების კონკურსს 
სრულად 
 ბერტა ფონ ზუტნერის მშვიდობის პრემია 2020
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
ქალი და კაცი

იჯდა ქალი თავშესაფრის რამდენიმე კვადრატულში ორ ოქროსფერდალალიან გოგონასთან, მუცელზე ხელებშემოჭდობილი და თვალწინ ედგა მეზობლების წვიმიანი ქორწილი

სრულად 
შევუერთდეთ ნარინჯისფერ მსოფლიოს! ერთად ვუთხრათ არა ქალთა მიმართ ძალადობას!

დღეს პირველი არხის გადაცემა „ახალი დღე“-ს სტუმარი ქალთა საინფორმაციო ცენტრის დირექტორი, ელენე რუსეცკაია გახდა.
მან ისაუბრა კინფერენციის: “ შევუერთდეთ ნარინჯისფერ მსოფლიოს! ერთად ვუთხრათ არა ქალთა მიმართ ძალადობას!“ შესახებ

სრულად 
ინტერვიუ ახალგაზრდა ქალთან

21 წლის ასაკში გავყევი ცოლად. მიუხედავად იმისა, რომ არც კი ვოცნებობდი ქორწინებაზე, ჩემთვის უპირველესი ამოცანა ლუდომანი მამისაგან გაქცევა იყო...ხოდა, ასე, დავთანხმდი და თეთრი კაბის ჩაუცმელად მის სახლში შევედი...

სრულად