გენდერული სიახლეები
ევროპაში ანაზღაურებებს შორის გენდერული უთანასწორობა 2104 წლამდე ვერ აღმოიფხვრება 
2020-11-09 17:42:16


10 ნოემბერს ევროპა თანაბარი ანაზღაურების დღეს აღნიშნავს.

ამ დღესთან დაკავშირებით, ევროკომისიის წარმომადგენლებმა განცხადება გაავრცელეს, რომელშიც აღნიშნულია, რომ წელს ევროპაში თანაბარი შრომისთვის ანაზღაურებებს შორის გენდერული უთანასწორობა მხოლოდ მცირედით შემცირდა. 

2020 წელს ევროპის ქვეყნებში ქალსა და კაცს შორის საშუალო ხელფასის განსხვავება 14,1%-ა  და 2019 წელთან შედარებით ეს მონაცემი მხოლოდ 0,4% -ით (14,5%) გაუმჯობესდა.

”ევროპაში 2020 წლის მონაცემებით კაცის მიერ გამომუშავებულ ერთ ევროსთან შედარებით ქალი 85 ცენტს გამოიმუშავებს. პანდემიამ კიდევ უფრო გაამწვავა ეს სტრუქტურული გენდერული უთანასწორობა და ქალთა სიღარიბის რისკები გაზარდა ”, - ნათქვამია კომისიის განცხადებაში.

ევროპული პროფკავშირების კონფედერაციის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ თუ ევროკავშირში ანაზღაურებებს შორის გენდერული სხვაობის შემცირებას ამ ტემპით გააგრძელებენ ის 2104 წლამდე არ აღმოიფხვრება.

მოხსენებაში ასევე ნათქვამია, რომ იტალიასა და გერმანიაში ეს შესაბამისად 2074-სა და 2121 წლამდე არ მოხდება, ხოლო საფრანგეთში, ამისთვის 1000 წელზე მეტი არის საჭირო.

ამასთან, ზოგიერთი ქვეყანა ანაზღაურებებს შორის გენდერულ თანასწორობას ამ ათწლეულში მიაღწევს. მაგალითად, რუმინეთში და ბელგიაში, სადაც უთანასწორობის აღმოფხვრას შესაბამისად 2022-სა და 2028 წლისთვის აპირებენ.

ბოლო ამბები
ქალთა მოძრაობამ თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში ქალთა მარში გამართა

ქალთა მოძრაობა ამბობს, რომ ქვეყანაში ამომრჩეველ 53% ქალს "რუსული კანონით" ვერ გააჩუმებენ და ეს კანონი ეხება ყველა ქალს

სრულად 
გენდერული კვოტირების გაუქმების კანონპროექტს პრეზიდენტმა ვეტო დაადო

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ვეტოს საკითხი გადაეცა იურიდიულ კომიტეტს. საბოლოოდ საკითხი პლენარულ სხდომაზე განიხილება

სრულად 
 ღონისძიებები
 დანიის გენდერისა და თანასწორობის ცოდნის ცენტრი KVINFO აცხადებს მკვლევრის ვაკანსიას
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების კონკურსს
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
ქალთა მოძრაობამ თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში ქალთა მარში გამართა

ქალთა მოძრაობა ამბობს, რომ ქვეყანაში ამომრჩეველ 53% ქალს "რუსული კანონით" ვერ გააჩუმებენ და ეს კანონი ეხება ყველა ქალს

სრულად 
გენდერული კვოტირების გაუქმების კანონპროექტს პრეზიდენტმა ვეტო დაადო

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ვეტოს საკითხი გადაეცა იურიდიულ კომიტეტს. საბოლოოდ საკითხი პლენარულ სხდომაზე განიხილება

სრულად 
სამოქალაქო ორგანიზაციების განცხადება

სავალდებულო გენდერული კვოტის გაუქმება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციაში ასახულ ხალხის ნებას, არღვევს ქალთა უფლებებს და აფერხებს ევროინტეგრაციის პროცესს

სრულად