გენდერული სიახლეები
ცესკომ ახალი გენდერული საინფორმაციო პორტალი შექმნა
2020-10-28 13:28:30

გენდერულ ჭრილში დამუშავებული საარჩევნო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით, ცესკომ, საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდთან (IFES) თანამშრომლობით, შექმნა ახალი საინფორმაციო პორტალი

დღეს ცესკო-ს ინიციატივით გენდერული პორტალის ონლაინ პრეზენტაცია გაიმართა, რომლის მონაწილეები ქალთა უფლებებზე და გენდერულ თანასწორობაზე მომუშავე არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანოზაციების წარმომადგენლები იყვნენ. 

ახალი საინფორმაციო რესურსი მომხმარებელს საშუალებას მისცემს მიიღოს არჩევნების შესახებ, გენდერულ ჭრილში დამუშავებული სტატისტიკური ინფორმაცია, რომელიც  2014-2020 წლების საარჩევნო პერიოდებს მოიცავს. მათ შორის გაეცნოს გენდერულ ჭრილში მოცემულ ამომრჩეველების, საარჩევნო სუბიექტების, დამკვირვებლების, მედია და საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლების, საარჩევნო ადმინისტრაციის შემადგენლობის შესახებ სტატისტიკას.

პორტალი ხელმისაწვდომია როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ენაზე.

ბოლო ამბები
ქალთა საინფორმაციო ცენტრის შეხვედრა მუნიციპალიტეტებთან 

შეხვედრა მიმდინარეობდა პროექტის, „ქალთა გაძლიერება და სრულფასოვანი მონაწილეობა ადგილობრივი გენდერული პოლიტიკის განხორციელებაში“, ფარგლებში, რომელიც დანიური ორგანიზაცია KVINFO-ს და დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება

სრულად 
დიდწილად ამ ომის შედეგზეა დამოკიდებული, რა რესურსი ექნება რუსეთს თავისი ზეგავლენის გასავრცელებლად

არზუ აბდულაევა, ულოფ პალმეს მშვიდობის პრემიის ლაურეატი, ჰელსინკის მოქალაქეთა ასამბლეის თანათავმჯდომარე და ბორის ნავასარდიანი, ერევნის პრესკლუბის ხელმძღვანელი მონაწილეობდნენ "ქალთა საინფორმაციო ცენტრის" მიერ ორგანიზებულ დისკუსიაში სამხრეთ კავკასიაში სამშვიდობო პროცესის ხელშეწყობის შესახებ.

სრულად 
 ღონისძიებები
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს კონკურს ბლოგების/ვლოგების/ფოტო რეპორტაჟების შექმნისთვის
სრულად 
 ვაკანსია: სოციალური მედიის მენეჯერი
სრულად 
 სატრენინგო ციკლი ე.წ ადმინისტრაციო სასაზღვრო ზოლთან მცხოვრები ქალებისთვის
სრულად 
 შეხვედრა ქალთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებთან, სათემო ჯგუფებთან  და აქტივისტებთან!
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
ქალთა საინფორმაციო ცენტრის შეხვედრა მუნიციპალიტეტებთან 

შეხვედრა მიმდინარეობდა პროექტის, „ქალთა გაძლიერება და სრულფასოვანი მონაწილეობა ადგილობრივი გენდერული პოლიტიკის განხორციელებაში“, ფარგლებში, რომელიც დანიური ორგანიზაცია KVINFO-ს და დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება

სრულად 
ნიკო თათულაშვილი გაეროს ქალთა სტატუსის კომისიის 66-ე სესიაზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში, ნიკო თათულაშვილმა, მონაწილეობა მიიღო გაეროს ქალთა სტატუსის კომისიის 66-ე სესიის ფარგლებში გამართულ მაღალი დონის ინტერაქტიურ დიალოგში

სრულად 
გაიარე ძალადობის მსხვერპლი ქალის გზა

გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერითა და ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, „იყო მის ადგილას“ მეთოდოლოგიის გამოყენებით შეხვედრები ქვემო ქართლისა და გურიის რეგიონების 9 მუნიციპალიტეტში ჩატარდება

სრულად