მოვლენები
ლიეტუვაში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში ოპოზიციურმა კოალიციამ გაიმარჯვა 
2020-10-26 18:11:39

ლიეტუვაში, საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში გამარჯვება მთავარმა ოპოზიციურმა პარტიამ, მემარჯვენე-ცენტრისტულმა „მამულის კავშირმა“ მოიპოვა. პარტიამ სეიმში 50 მანდატი მოიპოვა და  პარტნიორებთან - ლიბერალურ მოძრაობასა და თავისუფლების პარტიასთან ერთად კოალიციურ მთავრობას შექმნის.

აღსანიშნავია, რომ სამივე პარტიის ლიდერი ქალია: ინგრიდა შიმონიტე (მამულის კავშირი),  აუშრინე არმონაიტე (თავისუფლების პარტია) და ვიქტორია ჩმილიტე-ნილსენი (ლიბერალური მოძრაობა).

სავარაუდოდ ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტს პარტია „მამულის კავშირი“-ს ლიდერი ინგრიდა შიმონიტე დაიკავებს.  
პარტია „ლიბერალურმა მოძრაობამ“, რომელიც პირველად შევიდა პარლამენტში და „თავისუფლების პარტიამ“  შესაბამისად 13 და 11 მანდატი მიიღეს. ეს ნიშნავს იმას, რომ მემარჯვენე პარტიებს 141 მანდატიდან 74 ექნებათ. 

ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ ოპოზიციის გამარჯვება, ძირითადად, ეპიდემიის გამო შექმნილმა ეკონომიკურმა სიტუაციამ გამოიწვია. ამასთანავე, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ „მამულის კავშირი“ და მისი პარტნიორები სერიოზული წნეხის ქვეშ აღმოჩნდებიან, ვინაიდან ამომრჩეველი როგორც პამდემიის დამარცხებას, ასევე ეკონომიკური პრობლემების სწრაფ გადაჭრას მოიხოვს.

სეიმი შედგება ერთი პალატისგან, რომლის შემადგენლობაშიც საყოველთაო, ფარული კენჭისყრის საფუძველზე არჩეული 141 დეპუტატია. მათგან 71 დეპუტატს ირჩევენ ერთმანდატიანი ოლქებიდან მაჟორიტარული სისტემით, 70-ს კი — პროპორციული სიით 5 %-იანი ბარიერის გადალახვის შედეგად.

ბოლო ამბები
ქალთა საინფორმაციო ცენტრის შეხვედრა მუნიციპალიტეტებთან 

შეხვედრა მიმდინარეობდა პროექტის, „ქალთა გაძლიერება და სრულფასოვანი მონაწილეობა ადგილობრივი გენდერული პოლიტიკის განხორციელებაში“, ფარგლებში, რომელიც დანიური ორგანიზაცია KVINFO-ს და დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება

სრულად 
დიდწილად ამ ომის შედეგზეა დამოკიდებული, რა რესურსი ექნება რუსეთს თავისი ზეგავლენის გასავრცელებლად

არზუ აბდულაევა, ულოფ პალმეს მშვიდობის პრემიის ლაურეატი, ჰელსინკის მოქალაქეთა ასამბლეის თანათავმჯდომარე და ბორის ნავასარდიანი, ერევნის პრესკლუბის ხელმძღვანელი მონაწილეობდნენ "ქალთა საინფორმაციო ცენტრის" მიერ ორგანიზებულ დისკუსიაში სამხრეთ კავკასიაში სამშვიდობო პროცესის ხელშეწყობის შესახებ.

სრულად 
 ღონისძიებები
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს კონკურს ბლოგების/ვლოგების/ფოტო რეპორტაჟების შექმნისთვის
სრულად 
 ვაკანსია: სოციალური მედიის მენეჯერი
სრულად 
 სატრენინგო ციკლი ე.წ ადმინისტრაციო სასაზღვრო ზოლთან მცხოვრები ქალებისთვის
სრულად 
 შეხვედრა ქალთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებთან, სათემო ჯგუფებთან  და აქტივისტებთან!
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
დიდწილად ამ ომის შედეგზეა დამოკიდებული, რა რესურსი ექნება რუსეთს თავისი ზეგავლენის გასავრცელებლად

არზუ აბდულაევა, ულოფ პალმეს მშვიდობის პრემიის ლაურეატი, ჰელსინკის მოქალაქეთა ასამბლეის თანათავმჯდომარე და ბორის ნავასარდიანი, ერევნის პრესკლუბის ხელმძღვანელი მონაწილეობდნენ "ქალთა საინფორმაციო ცენტრის" მიერ ორგანიზებულ დისკუსიაში სამხრეთ კავკასიაში სამშვიდობო პროცესის ხელშეწყობის შესახებ.

სრულად 
ბესიკ ჭეჟია ზუგდიდის საკრებულოში ირუზა კაკავამ ჩაანაცვლა

ზუგდიდის საკრებულოს სხდომაზე "ქართული ოცნების" დეპუტატს ბესიკ ჭეჟიას უფლებამოსილება შეუწყდა და მის ნაცვლად საკრებულოს წევრი პარტიული სიით გასული ირუზა კაკავა გახდა. გადაწყვეტილება წარმომადგენლობითმა ორგანომ ერთხმად მიიღო.

სრულად 
მშვიდობის მშენებლობის მეთოდების განვითარება სამხრეთ კავკასიაში

პროექტის:"მშვიდობის მშენებლობის მეთოდების განვითარება სამხრეთ კავკასიაში" პრეს - რელიზი

სრულად