გენდერული სიახლეები
პოლონეთში ლეგალური აბორტი, ფაქტობრივად, სრულად აიკრძალა
2020-10-23 13:07:27

პოლონეთის საკონსტიტუციო სასამათლომ ნაყოფის თანდაყოლილი ანომალიის გამო აბორტების ჩატარება არაკონსტიტუციურად ცნო. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

ამ გადაწყვეტილებით, რომელსაც ქვეყნის მმართველი პარტიაც უჭერს მხარს, სასამართლომ კიდევ უფრო მეტად გაამკაცრა ამ კუთხით პოლონეთში მოქმედი ისედაც ხისტი კანონმდებლობა და ქალებს ლეგალური აბორტის უფლება თითქმის სრულად შეუზღუდა.

გადაწყვეტილების ძალაში შესვლის შემდეგ, აბორტი მხოლოდ გაუპატიურებისა და ინცესტის, ასევე, ორსულობის თანმდევი, ჯანმრთელობასთან და სიცოცხლესთან დაკავშირებული რისკების შემთხვევაში იქნება შესაძლებელი. თუმცა, პრაქტიკული თვალსაზრისით, უმრავლეს შემთხვევაში, ამ ნაბიჯით აბორტის უფლება მაინც იზღუდება. 

გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყანაში გასულ წელს აღრიცხული 1 100 აბორტიდან 1074 სწორედ ნაყოფის განვითარების მნიშვნელოვანი შეფერხებების გამო გაკეთდა.

გადაწყვეტილებას კანონმდებლობის გამკაცრების მოწინააღმდეგეებმა მყისიერი პროტესტით უპასუხეს და ვარშავის ქუჩებში საპროტესტო მსვლელობა გამართეს. 

სოციალურ ქსელებში გამოჩნდა ათობით შეტყობინება ჰეშთეგით #powiedzkomus (უთხარით ვინმეს) და # wyroknakobiеty (სასჯელი ქალებისთვის), რომლის ავტორებმა გააპროტესტეს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება.

აპრილში, კარანტინის მიუხედავათ,  ქვეყანაში მასშტაბური საპროტესტო აქციები გაიმართა. ვარშავის ქუჩებში ქალებმა აბორტის ხელმისაწვდომობაზე შეზღუდვების კიდევ უფრო გამკაცრების ინიციატივა გააპროტესტეს. დაახლოებით 700,000 ადამიანმა ხელი მოაწერა პეტიციას მოთხოვნით, რომ მთავრობამ შეაჩეროს კანონპროექტის განხილვა.

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას წინ უძღოდა პოლონეთის მმართველი, მემარჯვენე კონსერვატიული პარტიის “კანონი და სამართალი” შუამდგომლობა კანონმდებლობის გადახედვის შესახებ. საბოლოოდ, განაჩენი გამოიტანა 13 წევრისგან შემდგარმა კოლეგიამ, რომელში შემავალ მოსამართლეთა უმრავლესობაც ამავე პარტიის წარდგენილია.

ოფიციალური მონაცემებით, პოლონეთში ყოველწლიურად 2000 აბორტი კეთდება. თუმცა, უფლებადამცველთა თქმით, არაოფიციალური რიცხვი გაცილებით დიდია და 200 000-ს აჭარბებს. ნაწილი არალეგალურად, ნაწილი კი – საზღვარგარეთ ხდება.

აბორტთან დაკავშირებით კანონის გამკაცრების მცდელობა პოლონეთში 2016 წელსაც ჰქონდათ, თუმცა პროცესი ათობით ათასი ადამიანის ქუჩაში გამოსვლის შემდეგ შეჩერდა.

პოლონეთში აბორტზე ევროპის ქვეყნებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი რეგულაციები მოქმედებს. 2016 წელს პოლონეთის მთავრობამ განაცხადა, რომ ქვეყანაში აბორტები საერთოდ აიკრძალებოდა. მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა აკრძალვის დამრღვევებისთვის 5 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა, რასაც ქვეყანაში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები მოყვა.

ბოლო ამბები
გენდერული კვოტირების გაუქმების კანონპროექტს პრეზიდენტმა ვეტო დაადო

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ვეტოს საკითხი გადაეცა იურიდიულ კომიტეტს. საბოლოოდ საკითხი პლენარულ სხდომაზე განიხილება

სრულად 
ვინ დაუჭირა „აგენტების კანონს“ მხარი პირველი მოსმენით

საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების კანონი, რომელსაც ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. კანონპროექტს მხარი დაუჭირა 83-მა დეპუტატმა

სრულად 
 ღონისძიებები
 დანიის გენდერისა და თანასწორობის ცოდნის ცენტრი KVINFO აცხადებს მკვლევრის ვაკანსიას
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების კონკურსს
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
გენდერული კვოტირების გაუქმების კანონპროექტს პრეზიდენტმა ვეტო დაადო

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ვეტოს საკითხი გადაეცა იურიდიულ კომიტეტს. საბოლოოდ საკითხი პლენარულ სხდომაზე განიხილება

სრულად 
სამოქალაქო ორგანიზაციების განცხადება

სავალდებულო გენდერული კვოტის გაუქმება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციაში ასახულ ხალხის ნებას, არღვევს ქალთა უფლებებს და აფერხებს ევროინტეგრაციის პროცესს

სრულად 
ომბუდსმენი კვოტების გაუქმებაზე: უგულებელვყოფთ ქალების მრავალწლიანი ბრძოლის შედეგებს

საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება და უარყოფითად აფასებს საქართველოს პარლამენტში ინიციირებულ კანონპროექტს, რომლის მიზანიც საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანის გზით გენდერული კვოტირების გაუქმებაა

სრულად