მიღწევები
მთარგმნელს, ხათუნა ცხადაძეს იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ღირსების ორდენი მიანიჭა
2020-10-15 14:42:51

მთარგმნელ ხათუნა ცხადაძეს იტალიის ღირსების ორდენი გადაეცა. ღირსების ორდენი 1947 წლიდან გაიცემა და მას „იტალიის ვარსკვლავის ორდენი“ ეწოდება. ის იტალიაში რიგით მეორე სამოქალაქო ორდენია. ეს ჯილდო ადგილობრივ თუ უცხოელ პირებს გადაეცემათ, რომელთაც იტალიური კულტურის პოპულარიზაციაში შეიტანეს მნიშვნელოვანი წვლილი, ამავდროულად, იტალიასა და სხვა ქვეყნებს შორის ურთიერთობის გამყარებას უწყობენ ხელს.

"პირველ რიგში, უღრმესი მადლობა მინდა გადავუხადო ადამიანებს, რომლებმაც ჩემი კანდიდატურა წარადგინეს იტალიის რესპუბლიკის ამ საპატიო ჯილდოზე. მადლობა იტალიის ელჩს, ანტონიო ენრიკო ბარტოლის, რომელმაც შარშან დაასრულა თავისი მისია საქართველოში და სტეფანო კრეშენცის, საელჩოს პირველ მდივანს, რომელმაც ასევე შარშან დაასრულა ოთხწლიანი ქართული მისია და შესანიშნავი საქმეების გარდა თბილისში დატოვა მეგობრების მთელი არმია, რომელთა სიყვარულიც სტეფანოს მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში გაჰყვება. 

ცხადია, დიდი მადლობა იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტს, იტალიის საელჩოს საქართველოში და ყველა ჩემს მეგობარს, ქართველსა და იტალიელს, ვისაც ეს ამბავი ასე გაუხარდა. მართლა უხერხულად ვგრძნობ თავს, თუმცა ძალიან გახარებული ვარ. ორი პროფესია მაქვს, მთარგმნელის და მასწავლებლის, ორივე მოკრძალებული, მაგრამ ორივე ძალიან ძვირფასი და საამაყო."- დაწერა ხათუნა ცხადაძემ სოციალურ ქსელში.

ხათუნა ცხადაძემ ქართველ მკითხველებში განსაკუთრებულად გაითქვა სახელი უმბერტო ეკოს შემოქმედების თარგმნით: მის სახელს უკავშირდება ამ დიდი იტალიელი ავტორის ისეთი მნიშვნელოვანი რომანების გადმოქართულება, როგორებიცაა: "ვარდის სახელი", "ფუკოს ქანქარა" და "პრაღის სასაფლაო".

აღსანიშნავია, რომ ხათუნა ცხადაძეს ორჯერ გადაეცა ყველაზე ცნობილი ქართული ლიტერატურული ჯილდო საბა საუკეთესო თარგმანისთვის: 2015 წელს უმბერტო ეკოს რომანისთვის "პრაღის სასაფლაო" და 2017 წელს კვლავ ეკოს ნაწარმოებისთვის "ფუკოს ქანქარა".

ბოლო ამბები
კახეთში კაცმა მეზობელი და ცოლი მოკლა

მკვლელობა მოხდა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზისუბანში. წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცმა ჯერ ცოლი მოკლა, შემდეგ კი მეზობელი, რომელიც ქალის დახმარებას ცდილობდა

სრულად 
ცესკომ ახალი გენდერული საინფორმაციო პორტალი შექმნა

ახალი საინფორმაციო რესურსი მომხმარებელს საშუალებას მისცემს მიიღოს არჩევნების შესახებ, გენდერულ ჭრილში დამუშავებული სტატისტიკური ინფორმაცია

სრულად 
 ღონისძიებები
 საგრანტო პროგრამა ახალგაზრდებისთვის 
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ვიდეო რგოლების კონკურსს 
სრულად 
 ბერტა ფონ ზუტნერის მშვიდობის პრემია 2020
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს კონკურსს ბლოგერებისთვის
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძე გახდა

ნინო ქადაგიძემ საბჭოს წევრთა 13 ხმა მიიღო

სრულად 
2020 წლის ნობელის პრემია ქიმიის დარგში ორ ქალს გადაეცა

2020 წლის ნობელის პრემია ქიმიის დარგში გენეტიკის, მიკრობიოლოგიისა და ბიოქიმიის ფრანგ მკვლევარს, ემანუელ შარპენტიესა და ამერიკელ ბიოქიმიკოსს, ჯენიფერ დუდნას, გადაეცათ

სრულად 
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 2020 წლის გამარჯვებული სოფიო გოგოხია გახდა

სოფიო გოგოხია აფხაზეთის N10 საჯარო სკოლის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელია

სრულად