მოვლენები
ქალთა რალი რეიდი დაბა მანგლისს ესტუმრა 
2020-10-13 16:53:11

„სათავგადასავლო რალი საქართველო“ დაბა მანგლისს ესტუმრა.  ქალთა საინფორმაციო ცენტრის, მანგლისის ადმინისტრაციისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით, ტურნირში მონაწილე ეკიპაჟის წევრები მანგლისში დაბანაკდნენ.

14 ოქტომბერს, ჰუმანიტარული მისიის ფარგლებში, ავტომოყვარულები ადგილობრივ სოციალურად დაუცველ ქალებსა და ბავშვებს შეხვდებიან და წიგნებს, სათამაშოებს, ტანსაცმელსა და ჰიგიენურ საშუალებებს გადასცემენ.

ტურნირის მონაწილეები ხულოსაც ესტუმრებიან, სადაც ჰუმანიტარულ დახმარებას ასევე მრავლშვილიან ოჯახეს დაურიგებენ. 

„სათავგადასავლო რალი საქართველო“- ქალთა პირველ რალი რეიდია ჩვენს ქვეყანაში, რომელიც 11-დან 17 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

წელს რალიმ სტარტი თბილისში აიღო და მასში მონაწილე 15 ეკიპაჟის 30 წევრი, როგორც ქართველი, ასევე უცხოელი ავტომოყვარულია. ისინი საქართველოს გარშემო 6 დღის განმავლობაში დაახლოებით 1 800 კილომეტრს დაფარავენ.

ტურნირის მიზანია შექმნას უგზოო ავტორბოლაზე ახალი ხედვა და რბოლა სიჩქარისა და წამზომის გარეშე. მონაწილეებმა რუკების და სასურველი ნავიგაციის სისტემის გამოყენებით უნდა იპოვონ საკონტროლო პუნქტები, სადაც მაქსიმალურად მცირე დისტანციის დაფარვით მივლენ.

რალი 16 ოქტომბერს ბათუმში დასრულდება, ხოლო დაჯილდოვების ცერემონია 17 ოქტომბერს გაიმართება.
 

ბოლო ამბები
გენდერული კვოტირების გაუქმების კანონპროექტს პრეზიდენტმა ვეტო დაადო

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ვეტოს საკითხი გადაეცა იურიდიულ კომიტეტს. საბოლოოდ საკითხი პლენარულ სხდომაზე განიხილება

სრულად 
ვინ დაუჭირა „აგენტების კანონს“ მხარი პირველი მოსმენით

საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების კანონი, რომელსაც ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. კანონპროექტს მხარი დაუჭირა 83-მა დეპუტატმა

სრულად 
 ღონისძიებები
 დანიის გენდერისა და თანასწორობის ცოდნის ცენტრი KVINFO აცხადებს მკვლევრის ვაკანსიას
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების კონკურსს
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
ვინ დაუჭირა „აგენტების კანონს“ მხარი პირველი მოსმენით

საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების კანონი, რომელსაც ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. კანონპროექტს მხარი დაუჭირა 83-მა დეპუტატმა

სრულად 
სამოქალაქო პლატფორმა მშვიდობისთვის: განცხადება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით

სამოქალაქო პლატფორმა მშვიდობისთვის, რომელიც მშვიდობის მშენებლობის საკითხზე მომუშავე 60-ზე მეტ საზოგადოებრივ ორგანიზაციასა და დამოუკიდებელ ექსპერტს აერთიანებს, გმობს ე.წ. „რუსული კანონის“ ხელახლა ინიციირებას

სრულად 
კი - ევროპას, არა - რუსულ კანონს!

„კი - ევროპას, არა - რუსულ კანონს!“ - ამ სათაურით 400-ზე მეტი მედია და არასამთავრობო ორგანიზაცია ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

სრულად