2020 წლის შიმშილის გლობალური ინდექსის თანახმად, საქართველო 26-ე ადგილზეა 107 ქვეყანას შორის.
ამის შესახებ ნათქვამია GHI-ს ახალ კვლევაში, რომელშიც აღნიშნულია, რომ 2000 წლის შემდეგ მსოფლიოში მოშიმშილეთა რაოდენობა თანადათანობით კლებულობს.
„მიუხედავად ამ პროგრესისა, ძალიან ბევრი ადამიანი იტანჯება შიმშილისა და კვების ნაკლებობისგან. მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში პროგრესი საკმაოდ ნელია, შიმშილი კი ისევ მკაცრია. ასეთ რაიონები უკიდურესად დაუცველი არიან სასურსათო უსაფრთხოებისა და სურსათის ნაკლებობის თვალსაზრისით, რასაც 2020 წელს ემატებოდა ჯანდაცვის, ეკონომიკისა და გარემოს დაცვასთან დაკავშირებული ღმა კრიზისიც“, - ნათქვამია კვლევაში.
2020 წლის შიმშილის გლობალური ინდექსის თანახმად, საქართველო 6,1 ქულით შიმშილის დაბალი დონის ქვეყნებს შორისაა, მაგრამ ჩამორჩება რუსეთს, ყაზახეთს, აზერბაიჯანს და ბულგარეთს.
საქართველოზე უფრო მეტი ადამიანი შიმშილობს სერბეთში, სომხეთში, ირანსა და ყირგიზეთში.
შიმშილის გლობალური ინდექსის თანახმად ვითარება განსაკუთრებით საგანაგაშოა მადაგასკარში, აღმოსავლეთ ტიმორსა და ჩადიში.
რეიტინგის სათავეშია ბელარუსი, ბოსნია-ჰერცეგოვინა და ბრაზილია.
2019 წლის რეიტინგში საქარტველომ 117 ქვეყანას შორის 39-ე ადგილი დაიკავა.