გენდერული სიახლეები
მთავრობის შემადგენლობაში ქალი მინისტრების რეკორდული რაოდენობა შევიდა
2020-10-06 13:39:47

ტოგოს პირველმა პრემიერ-მინისტრმა ქალმა ვიქტუარ ტომეგა-დოგბემ ახალი მინისტრთა კაბინეტი წარადგინა. ახალი მთავრობის შემადგენლობაში 33 ქალი მინისტრია (30%), რაც ქვეყნის დამოუკიდებლობის ისტორიაში რეკორდულ მაჩვენებელს წარმოადგენს. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი იუწყება. 

ქვეყნის ისტორიაში  პირველად დოგბემ, თავდაცვის მინისტრად, ასევე ქალი წარადგინა. 

ვიქტუარ ტომეგა-დოგბე დაიბადა 1959 წელს. ის მუშაობდა გაეროს განვითარების პროგრამაში (UNDP), იკავებდა ინფრასტრუქტურის განვითარების მინისტრის, ასევე პრეზიდენტის აპარატის უფროსის თანამდებობებს. პრემიერ-მინისტრის პოსტზე მან შეცვალა კომი სელომ კლასუ, რომელიც ქვეყნის პრემიერის თანამდებობას 2015 წლიდან იკავებდა და რამოდენიმე დღის წინ გადადგა.

2020 წლის მარტში ტოგოს რესპუბლიკაში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა და 15 წლის მმართველობის შემდეგ პრეზიდენტმა ფორ ესოზიმნა გნასინგბემ თანამდებობა დატოვა.
 

ბოლო ამბები
პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნების შედეგებზე საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა

პრეზიდენტი ამბობს, რომ ეს უნდა იყოს ნიშანი იმისა, რომ ქვეყანაში ყველა სამართლებრივი საფეხური ბოლომდე უნდა გამოსცადონ, მათ შორის, იმ მოსამართლეების სინდისიც, რომლებიც დადგებიან იმ არჩევანის წინაშე, როგორი ქვეყანა სურთ

სრულად 
ცესკო ISFED-ზე: აქტივობის გენდერულ ჭრილში ცდომილება 11 უბანზეა და ეხება 150 ამომრჩეველს

ცესკოს სპიკერმა, ნათია იოსელიანმა დღევანდელ ბრიფინგზე თქვა, რომ რამდენიმე უბანზე ნამდვილად არსებობდა „ე.წ ცდომილება”, თუმცა, „ისფედის” ინფორმაციას მაინც უწოდა „არასწორი, მანიპულაციური და დეზინფორმაციული”

სრულად 
 ღონისძიებები
 პეკინი +30 რეგიონული მიმოხილვა - ონლაინ კონსულტაცია სამოქალაქო საზოგადოებისთვის
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს - გენდერული დეზინფორმაცია
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს - გენდერული დეზინფორმაცია
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა პროევროპელმა მაია სანდუმ

მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა, პროევროპელმა მაია სანდუმ. მან ხმების 54,91% მიიღო

სრულად 
2024 წლის არჩევნებზე მილიონ ნახევარზე მეტი ქალი არ მივიდა ხმის მისაცემად

სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით თუ ვიმსჯელებთ, გამოდის რომ ხმის მისაცემად 26 ოქტომბერს, 1 891 130 ქალი არ მივიდა

სრულად 
ავღანეთში თალიბანმა ქალებს ერთმანეთის ხმის მოსმენა აუკრძალა

თალიბანმა ავღანელ ქალებს ერთმანეთის ხმის მოსმენა აუკრძალა. როგორც The Telegraph წერს, ორშაბათს სათნოების ხელშეწყობისა და მანკიერების პრევენციის მინისტრმა ქალებისთვის ახალი უცნაური შეზღუდვის შესახებ გამოაცხადა

სრულად