შვედურმა ფონდმა Right Livelihood Award Foundation-მა „ცხოვრების სწორი წესისთვის პრემიის“ (Right Livelihood Award) 2020 წლის ლაურეატები გამოაცხადა. ამ პრემიას, ნობელის პრემიის ალტერნატივას უწოდებენ.
წელს პრემიის ლაურეატები გახდნენ: ბელორუსის ადამიანის უფლებათა ცენტრის „ვესნა“დამფუძნებელი ალეს ბელიაცკი, დაპატიმრებული ირანელი უფლებადამცველი ნასრინ სოტუდე, ამერიკელი სამოქალაქო სამართლის ადვოკატი ბრაიან სტივენსონი და გარემოს დაცვისა და მკვიდრი მოსახლეობის უფლებათა დამცველი ნიკარაგუიდან, ლოტი კანინგემ ვრენი.
პრემიის საპრიზო ფონდი განკუთვნილია წარმატებული მუშაობის გაგრძელებისათვის და არა პირადი მიზნებისათვის.
Right Livelihood Award-ის პრემია, რომელიც 1980 წელს ჟურნალისტმა იაკობ ფონ იუსკულემმა დაარსა, ყოველწლიურად იმ ადამიანებს გადაეცამათ, რომლებიც კრიზისების დარეგულირებისთვის და კულტურული ღირებულებების განვითარებისთვის იბრძვიან.
დაჯილდოების ცერემონია, რომელიც, ჩვეულებრივ, შვედეთის პარლამენტში ტარდება, წელს 3 დეკემბერს ონლაინ ფორმატში გაიმართება.